For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for როკფელერის ცენტრი.

როკფელერის ცენტრი

ჯენერალ ელექტრიკის შენობა.
პრომეთეს ქანდაკება როკფელერის ცენტრის მოედანზე

როკფელერის ცენტრი (ინგლ. Rockefeller Center) — 19 კომერციული შენობისგან შემდგარი კომპლექსი ნიუ-იორკში 48-ე და 51-ე ქუჩებს შორის. მდებარეობს მიდთაუნ მანჰეტენის ცენტრში, V და VIს ავენიუების კვარტალში.

დღევანდელი როკფელერის ცენტრი ძირითადად შენობათა ორი კომპლექსის კომბინაციაა: ძველი არტ-დეკო საოფისე შენობები, რომლებიც 1930-იან წლებში აშენდა და ოთხო საერთაშორისო სტილის ცათამბჯენები აგებული ამერიკის ავენიუს გასწვრივ 1960-1970-იან წლებში.

როკფელერის ცენტრს სახელი ჯონ როკფელერიის შვილის, ჯონ როკფელერ უმცროსის პატივსაცემად დაერქვა. როკფელერ უმცროსმა ეს ადგილი 1928 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტისგან ლიზინგით მიიღო და განავითარა იგი 1939-1940 წლებში. როკფელერი თავდაპირველად ამ ადგილზე მეტროპოლიტენ-ოპერის კომპანიისთვის საოპერო თეატრის მშენებლობას გეგმავდა, თუმცა აზრი შეიცვალა 1929 წელს სააქციო ბირჟის კრახისა და მეტის პროექტიდან გამოსვლის გამო. არტ-დეკო სტილის ნაგებობების მშენებლობა დაიწყო 1931 წელს. კომპლექსის მთავარი არქიტექტორი იყო რეიმონდ ჰუდი, რომლის ჯგუფში ასევე იყო ახალგაზრდა უოლას ჰარისონი.

ამერიკის უდიდესი დახურული თეატრი - რადიო სიტი მიუზიკ ჰოლი - მდებარეობს როკფელერის ცენტრის კომპლექსში. ამ კომპლექსის ერთ-ერთი პირველი ბინადართაგანი იყო ამერიკის რადიოს კორპორაცია, საიდანაც მომდინარეობს სახელები "რადიო სიტი" და "რადიო სიტი მიუზიკ ჰოლი".

როკფელერის ცენტრის მთავარი მონუმენტური შენობაა 71 სართულიანი, 872 ფუტის სიმაღლის ჯენერალ ელექტრიკის შენობა (30 როკფელერ პლაზა, უწინ არ-სი-ეი ბილდინგი), რომელიც შადრევნებიანი მოედნის უკან, კომპლექსის ცენტრშია განთავსებული. ცათამბჯენში ამჟამად ენ-ბი-სი ტელესტუდიის შტაბ-ბინაა მოთავსებული. აქვეა მისი განთქმული "სტუდია 8H" - "შაბათის ღამის შოუს" (Saturday Night Live) ბინა. 1930-იანი წლების სხვა არტ-დეკო შენობებისგან განსხვავებით გენერალ ელექტრიკის კოშკი ბრტყელი სახურავით აიგო. აქ ამჟამად ცენტრის სათვალთვალო ტერასაა განთავსებული, საიდანაც ნიუ-იორკის შესანიშნავი პანორამა იშლება. რესტორანი "რეინბოუ რუმ" (ცისარტყელას ოთახი) განლაგებულია 65-ე სართულზე.

1989 წელს როკფელერის ცენტრის მთელი კომპლექსი შესყიდულ იქნა კორპორაცია მიცუბიშის მიერ. ათი წლის შემდეგ ტიშმან სპეიერ პროპერტის ლ.პ.-მ მიცუბიშისგან გამოისყიდა ისტორიული არტ-დეკო შენობები.

კომპლექსის ტერიტორიაზე გამოფენილ ხელოვნების ნიმუშთა შორის ყველაზე ცნობილია პოლ მანშიპის პრომეთეს ქანდაკება, რომელსაც ადამიანთათვის ცეცხლი მოაქვს. ის დგას ქვედა ზონის მოედნის თავზე, რომელსაც ზამთარში საციგურაო მოედნად იყენებენ. მოქანდაკემ ლი ლოურიმ კომპლექს დაუთმო რამდენიმე საკუთარი ნამუშევარი, მათ შორის ფრესკები და ატლასის ქანდაკება. მექსიკელი სოციალისტი მხატვარი დიეგო რივერას მიერ შესრულებულია მიურალები, თუმცა მისი ნამუშევარი "ადამიანი გზის გასაყართან" მალევე მოხსნილ იქნა, ვინაიდან მასზე ლენინის პორტრეტი იყო გამოსახული. ქუჩის დონეზე მოედანზე 200 დროშის ანძაა აღმართული, რომელზეც სეზონურად ან გაეროს წევრი ქვეყნების დროშებია, ან აშშ-ის შტატების და ტერიტორიების, ან კიდევ, დღესასწაულებზე მხოლოდ აშშ-ს დროშები ფრიალებს.

ქალაქის ხედი როკფელერის ცენტრის სახურავიდან
ქალაქის ხედი როკფელერის ცენტრის სახურავიდან
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
როკფელერის ცენტრი
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?