For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for რგო (ხელყუმბარა).

რგო (ხელყუმბარა)

ხელყუმბარა რგო
ტიპი ხელყუმბარა
წარმომავლობის ქვეყანა დროშა: სსრკ სსრკ
დროშა: რუსეთი რუსეთი
მახასიათებლები
წონა 0.530
სიგრძე 113
დიამეტრი 61

ხელყუმბარა რგო (Ручная Граната Оборонительная - РГО) — თავდაცვითი ქვეითსაწინააღმდეგო დარტყმით-დისტანციური ხელყუმბარა.

განკუთვნილია ცოცხალი ძალის დასაზიანებლად თავდაცვით ბრძოლაში. მიზნამდე ხელყუმბარა აღწევს მხოლოდ ჯარისკაცის ხელით გატყორცნით[1].

ხელყუმბარის ნამსხვრევებით დაზიანების რადიუსია 50 მეტრი, შესაძლო დაზიანების რადიუსი 100 მეტრი. საერთო ჯამში ტექნიკურ-ტაქტიკური მახასიათებლებით ფ-1 (Ф-1) ტიპის ხელყუმბარის მსგავსია, თუმცა მისგან განსხვავებით გააჩნია კომბინირებული დარტყმით-დისტანციური ამფეთქი.

ხელყუმბარის აფეთქება ხორციელდება ყუმბარის ზედაპირთან შეხვედრისას. ამ ტიპის ხელყუმბარის ამფეთქისთვის არ აქვს მნიშვნელობა რომელი ნაწილით შეხვდა ყუმბარა ზედაპირს, არ აქვს მნიშვნელობა ზედაპირის განლაგებას (ვერტიკალური, ჰორიზონტალური, დახრილი). ერთადერთი რასაც აქვს მნიშვნელობა ესაა ზედაპირთან შეხვედრისას ყუმბარის დამუხრუჭების სიჩქარე. წყლის ან ფხვიერი თოვლის ზედაპირთან დაჯახებისას შესაძლოა ამფეთქი არ ამოქმედდეს.

ყუმბარმტყორცნელის უსაფრთხოების გასაზრდელად და ყუმბარმტყორცნელისგან ახლო მანძილზე ხელყუმარის წინაღობასთან შემთხვევითი შეხვედრისას აუფეთქებლობის უზრუნველსაყოფად ამფეთქი შეყენდება მხოლოდ 1.3-1.8 წამის შემდეგ მას შემდეგ რაც ჩამოშვებულ იქნება დამცავი ბერკეტი (ხელყუმბარა გატყორცნილია). ანუ თუ ხელყუმბარა ამ დროს რამეს დაეჯახება მყისიერი აფეთქება არ მოხდება.

თუ დამცავი ბერკეტის ჩამოშვებიდან 3.2-4.2 წამის შემდეგ არ განხორციელდება ხელყუმბარის აფეთქება დარტყმითი მოქმედების ამფეთქისგან, მაშინ ხდება ხელყუმბარის თვითგანადგურება აფეთქებით. ამ ასპექტში ყუმბარის მოქმედება ანალოგურია ფ-1, რგ-42, რგდ-5 ტიპის ხელყუმბარებისა.

მარტივად რომ ვთქვათ, ამ ხელყუმბარა „რგოს“ მოქმედება ძველი ხელყუმბარების მსგავსია, თუმცა ერთი განსხვავებით — თუ გატყორცნის მომენტიდან 1.3-1.8 — 3.2-4.2 წამებს შორის მოხდება ყუმბარის დაჯახება ზედაპირთან, ამ შემთხვევაში ამოქმედდება დარტყმითი ამფეთქი და მოხდება ხელყუმბარის დეტონაცია.

საბრძოლო ხელყუმბარა იღებება მოზეთისხილო-მონაცრისფრო ფრად. სასწავლო-იმიტაციური ხელყუმბარა იღებება შავ ფრად.

ტექნიკურ ტაქტიკური მახასიათებლები
ყუმბარის ტიპი ქვეითსაწინააღმდეგო თავდაცვითი დარტყმით-დისტანციური მსხვრევადი ხელყუმბარა
თვითგანადგურების დრო 3.2-4.2 წმ
შორი შეყენების დრო 1.3-1.8 წმ
მიზნამდე მიღწევის მეთოდი მხოლოდ ხელით გატყორცნა[2]
მიზნამდე მიღწევის მეთოდი დაჭიმვითი მოქმედების ასამუშავებელი მოწყობილობა“, „მახე“.
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
რგო (ხელყუმბარა)
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?