For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for რაციონალიზმი.

რაციონალიზმი

რაციონალიზმი, ასევე რაციონალისტური მოძრაობაფილოსოფიური დოქტრინა, რომლის მტკიცებით სინამდვილის შეცნობა შეიძლება განსჯითა და ფაქტების ანალიზით, რწმენის, დოგმის ან რელიგიური სწავლების ნაცვლად. მის თავდაპირველ ფესვებს პლატონთან მივყავართ. იდეოლოგიითა და მოწოდებით რაციონალიზმი გარკვეულწილად ჰუმანიზმისა და ათეიზმის მსგავსია, ვინაიდან ის იძლევა რელიგიურ ან ზებუნებრივ რწმენათა გარეთ სოციალური და ფილოსოფიური შემეცნების საფუძვლებს; თუმცა რაციონალიზმი ამ ორი მიმართულებისგან განსხვავდება, რაც შემდგომში მდგომარეობს:

  • როგორც სახელი მიუთითებს, ჰუმანიზმი ხალხის თვითშეგნებასა და საყოველთაო ღირებულებებზე ამახვილებს ყურადღებას. მაშინ როდესაც რაციონალიზმი ჰუმანიზმის მთავარი კომპონენტია, ამასთან ჰუმანიზმის ძლიერი კომპონენტია, ასევე, ეთიკაც, რასაც რაციონალიზმი არ ითვალისწინებს. შედეგად, რაციონალისტობა ჰუმანისტობას არ ნიშნავს.
  • ათეიზმი, ღმერთის ან ღვთიურის ურწმუნობა, შეიძლება ნემისმიერ ბაზას ან საერთოდ არანაირ ბაზას ეყრდნობოდეს, მაშასადამე მას რაციონალიზმი არ სჭირდება. უფრო მეტიც, თავად რაციონალიზმი არც ამტკიცებს და არც უარყოფს ათეიზმს. თუმცა ეს ისტორიულად ასე არ იყო. დღესდღეობით მოღვაწე რაციონალისტთა უმეტესობა, ყველა თუ არა, მათ შორის ისეთი მეცნიერი, როგორიცაა რიჩარდ დოკინზი და აქტივისტი სანალ ედამარუკუ, ათეისტები არიან.

რელიგიური დისკუსიის ფარგლებს გარეთ, რაციონალიზმის დისციპლინა შეიძლება გამოყენებულ იქნეს უფრო ვრცლად, მაგ. პოლიტიკურ ან სოციალურ საკითხებში. ამ შემთხვევებში რაციონალური პერსპექტივის განმსაზღვრელი თვისებაა ემოციის, ტრადიციისა და გავრცელებულ რწმენათა უარყოფა.

XX საუკუნის შუა რიცხვებში არსებობდა ორგანიზებული რაციონალიზმის ძლიერი ტრადიცია, რომელზეც განსაკუთრებული ზეგავლენა მოახდინეს თავისუფალმა მოაზროვნეებმა და ინტელექტუალებმა. მაგ. დიდ ბრიტანეთში რაციონალიზმი წარმოდგენილია „რაციონალისტური პრესის ასოციაციით“, რომელიც 1899 წელს დაფუძნდა.

რაციონალიზმს ამ გაგებით მცირე საერთო აქვს კონტინენტური რაციონალიზმის ისტორიულ ფილოსოფიასთან, რომლის პროპაგანდისტები იყვნენ რენე დეკარტი და გოტფრიდ ვილჰელმ ფონ ლაიბნიცი. XVII და XVIII საუკუნეების ბრიტანული ემპირიზმი და ადრეული XX საუკუნის ლოგიკური პოზიტივიზმი, რომელიც გააფრთებით ეწინააღმდეგებოდა კონტინენტურ რაციონალიზმს, ზოგიერთ ასპექტებში დღევანდელი გაგების რაციონალიზმთან შედარებადია. შესაბამისად, ემპირიულ მეცნიერებაზე დაყრდნობა ხშირად თანამედროვე რაციონალიზმის კვაკუთხედად მოიაზრება.

ცნობილი რაციონალისტები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ანაქსაგორა
  • ასიმოვი, ისააკ
  • ბლეიკმორი, კოლინ
  • ბლანშარდი, ბრენდ
  • ბონდი, ჰერმან
  • ბულოუ, ვერნ
  • კრონინი, ჰელენა
  • დაშტი, ალი
  • დოუკინსი, რიჩარდ
  • ჯონსონი, ელენ
  • კოვოორი, აბრაჰამ
  • კურცი, პოლ
  • ლიკი, რიჩარდ
  • ლაიბნიცი, გოტფრიდ
  • ლოვკრაფტი, ჰ. პ.
  • მალბრანში, ნიკოლა
  • მორგენტალერი, ჰენრი
  • ნასრინი, ტასლიმა
  • ნილსენი, შტაინერ
  • პეინი, თომას
  • პლატონი
  • პოპერი, კარლ
  • რანდი, ჯეიმზ
  • როდენბერი, ჯინ
  • რასელი, ბერტრან
  • შაიხი, იუნუს
  • სმოკერი, ბარბარა

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
რაციონალიზმი
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?