For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for რაფიელ ერისთავი.

რაფიელ ერისთავი

რაფიელ ერისთავი
სრული სახელი რაფიელ დავითის ძე ერისთავი
დაბადების თარიღი 9 (21) აპრილი, 1824 ან 21 აპრილი, 1824(1824-04-21)[1]
დაბადების ადგილი ქვემო ჭალა, საქართველოს გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 19 თებერვალი (4 მარტი), 1901 (76 წლის) ან 4 მარტი, 1901(1901-03-04)[1] (76 წლის)
გარდაცვალების ადგილი თელავი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია[2]
საქმიანობა დრამატურგი[3] , პოეტი[3] , პუბლიცისტი, ისტორიკოსი, მთარგმნელი[4] და ეთნოგრაფი[4]
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია[3]
ალმა-მატერი თბილისის კლასიკური გიმნაზია
ხელმოწერა

რაფიელ დავითის ძე ერისთავი (დ. 9 (21) აპრილი1824, ქვემო ჭალა, გორის მაზრა — გ. 19 თებერვალი (4 მარტი), 1901, თელავი) — ქართველი პოეტი, დრამატურგი, ლექსიკოლოგი, პუბლიცისტი, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი. არაგვის ერისთავების საგვარეულოს წარმომადგენელი.

რაფიელ ერისთავის ძეგლი ზუგდიდში

ბავშვობა და ცხოვრების საუკეთესო წლები რ. ერისთავმა გაატარა კახეთის სოფელ ქისტაურში. ქართული წერა-კითხვა მას დედამ შეასწავლა, ხოლო რუსული ენა – საგანგებოდ მოწვეულმა მასწავლებელმა. 7 წლის რაფიელი თელავის სამაზრო სასწავლებელში შეუყვანიათ, მაგრამ რაფიელის მამას არ მოსწონებია იქაური სწავლების რეჟიმი (ქართული ენის უგულებელყოფა) და 1831 წელს თავისი ვაჟი შუამთის მონასტრის ხელმძღვანელ ფილადელფოს კიკნაძისათვის მიუბარებია. ერთი წლის შემდეგ ფილადელფოსი 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობისათვის დააპატიმრეს. 1833 წელს რაფიელი მშობლებმა გორში გადაიყვანეს სასწავლებლად. 1836 წლიდან რაფიელი თბილისში ცხოვრობს, სადაც 1845 წელს წარმატებით ამთავრებს გიმნაზიას.

სწავლის გაგრძელება რ. ერისთავმა უსახსრობის გამო ვერ მოახერხა და 1847 წელს თარჯიმნად დაიწყო მუშაობა თუშ-ფშავ-ხევსურეთში. 1849 წელს იგი გადაიყვანეს სამუშაოდ ამიერკავკასიის მთავარი სამმართველოს კანცელარიაში, სადაც 1851 წელს მაგიდის უფროსის თანაშემწედ დანიშნეს.

რაფიელ ერისთავის საფლავი

რ. ერისთავი გიმნაზიის დამთავრებისთანავე ჩაება საზოგადოებრივ მოღვაწეობაში. მისი ლიტერატურული ურთიერთობა ქართველოლოგ აკადემიკოს მარი ბროსესთან, ჯერ კიდევ მწერლის სიჭაბუკის წლებში, ქართული კულტურის სიყვარულით იყო შთაგონებული. მარი ბროსესა და რ. ერისთავის მიმოწერა მეტად საინტერესოა XIX საუკუნის 50-იანი წლების საზოგადოებრივი ცხოვრებისა და საქართველოს კულტურული ვითარების შესწავლის თვალსაზრისით.

1852 წლის „ცისკარში“ (№ 7) დაიბეჭდა ახალგაზრდა პოეტის პირველი ლექსები – „დარიგება“ და „ყვავილს“. რაფიელ ერისთავი აქტიურად თანამშრომლობდა გაზეთ „კავკაზში“. გაზეთის ფურცლებზე იბეჭდებოდა მისი მიმოხილვები, ეთნოგრაფიულ-ისტორიული წერილები.

1855 წელს რ. ერისთავი ქუთაისში გადაიყვანეს განსაკუთრებულ დავალებათა უფროს მოხელედ. 1857 წლიდან 1867 წლამდე იგი ზუგდიდის მაზრის უფროსად მუშაობდა და ხელმძღვანელობდა სამეგრელოში საგლეხო რეფორმის გატარებას. თბილისიდან ქუთაისამდე მგზავრობა და იმერეთის შთაბეჭდილებანი რ. ერისთავმა აღწერა სტატიების სერიაში „წერილები იმერეთიდან“ („კავკაზი“, 1857 წ.).

მემორიალური ქვა ერისთავის პირველ საფლავზე სოფელ ქისტაურში

1889 წლის მარტიდან 1896 წლის ოქტომბრამდე რ. ერისთავი კვლავ სახელმწიფო სამსახურში, კავკასიის საცენზურო კომიტეტში იმყოფებოდა ცენზორის თანამდებობაზე.

1896 წელს რ. ერისთავმა დაასრულა თავისი შრომა სვანეთის შესახებ და „ნოვოე ობოზრენიეში“ დაბეჭდა. იმავე წელს მან თავი დაანება სამსახურს და ცხოვრების უკანასკნელი წლები თავის მშობლიურ კუთხეში გაატარა.

მიუხედავად ღრმა მოხუცებულობისა, რაფიელ ერისთავი სიცოცხლის უკანასკნელ დღეებამდე განაგრძობდა შემოქმედებითს მუშაობას. ბოლო ხანებში იგი მუშაობდა ოპერის („ნუგზარ“) ლიბრეტოზე, რომელიც დაუმთავრებელი დარჩა.

რაფიელ ერისთავის მოღვაწეობის 50 წლის იუბილე, დიდი ზეიმით გადაიხადეს 1895 წლის ოქტომბერში. 1899 წლიდან რაფიელი ხშირად ავადმყოფობდა.

1901 წლის იანვარში რ. ერისთავის ჯანმრთელობა გაუარესდა და 4 მარტს იგი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. თელავიდან პოეტის ნეშტი წაასვენეს სოფ. ქისტაურში. მიცვალებულის კუბოს ზღვა ხალხი აცილებდა. პროცესიას წინ მიუძღვოდნენ ძაძებით მორთული ხევსური ცხენოსნები. მთელი გზა მოფენილი ყოფილა ღვიით, დაფნით და სუროთი. გზის გაყოლებით მარჯვნივ და მარცხნივ შუამთაში, იყალთოში, ალავერდში გამუდმებით რეკავდნენ ზარები. ქისტაურში პოეტის ნეშტი დაიტირა მისმა საყვარელმა მდაბიო ხალხმა და მოწიწებით მიაბარა მშობლიურ მიწას.

1911 წელს აკაკი წერეთელმა ინახულა რაფიელის საფლავი ქისტაურში და პანაშვიდი გადაუხადა.

1938 წელს რაფიელ ერისთავის ნეშტი თელავის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზოში გადმოასვენეს.

ამჟამად სოფელ ქისტაურში მოქმედებს პოეტის სახელობის სახლ-მუზეუმი.

  • ვაშაყმაძე შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 194.
  • ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 4, თბილისი, 1974
  • ვაშაყმაძე შ., რაფიელ ერისთავი, თბილისი, 1974
  • ზანდუკელი მ., ახალი ქართული ლიტერატურა, ტ 2, თბილისი, 1954
  • კოტეტიშვილი ვ., ქართული ლიტერატურის ისტორია (XIX ს.), თბილისი, 1959

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
რაფიელ ერისთავი
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?