For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for ჟანა დე ბურბონი (1465-1511).

ჟანა დე ბურბონი (1465-1511)

ჟანა დე ბურბონი
ბურბონის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 12 აპრილი, 1487
მმართ. დასასრული: 1 აპრილი, 1488
წინამორბედი: ჟანა ვალუა
მემკვიდრე: ანა ვალუა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1465
გარდ. თარიღი: 22 იანვარი, 1511, (45-46 წლის)
მეუღლე: ჟან II, ბურბონის ჰერცოგი
ჟან III, ოვერნის გრაფი
ფრანსუა, გარდეს ბარონი
შვილები: ანა, ოვერნის გრაფინია
მადლენი, ურბინოს ჰერცოგინია
დინასტია: ბურბონები
მამა: ჟან VIII, ვენდომის გრაფი
დედა: იზაბელ დე ბუვო
რელიგია: კათოლიციზმი

ჟანა დე ბურბონი (ფრანგ. Jeanne de Bourbon; დ. 1465 — გ. 22 იანვარი, 1511) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ვენდომის გრაფ ჟან VIII-ის ასული. ბურბონის ჰერცოგინია როგორც ჟან II-ის, ხოლო ოვერნის გრაფინია როგორც ჟან III-ის მეუღლე. ურბინოს, ბოლონიისა და ფლორენციის ჰერცოგინია მადლენ ოვერნელის დედა და საფრანგეთის დედოფალ ეკატერინე მედიჩის ბებია.

ჟანა დაიბადა 1465 წელს საფრანგეთში. იგი იყო ვენდომის გრაფ ჟან VIII-ისა და იზაბელ დე ბუვოს ქალიშვილი. წარმოშობით, იგი საფრანგეთის მეფე ლუი IX-ისა და დედოფალ მარგარიტა პროვანსელის შთამომავალი იყო.

1487 წელს ჟანა დააქორწინეს თავისსავე, ორჯერ დაქვრივებულ ბიძაშვილზე, ბურბონის ჰერცოგ ჟან II-ზე. ამ დროს ამ დროს სიძე 61 წლის, ხოლო პატარძალი 22 წლის იყო. ჟანს მართალია აქამდე ორი ცოლი ჰყავდა, თუმცა ორივე მათგანი უშვილოდ დაიღუპა, რის გამოც იქორწინა მან ჟანაზე, რომელთანაც მხოლოდ ერთი ვაჟი შეეძინა:

  1. ლუი (1488), კლერმონის გრაფი, გარდაიცვალა ჩვილი.

ბავშვის დაბადებიდან მალევე ჟანიც გარდაიცვალა, რომელსაც მათი ჩვილი ვაჟიც მიჰყვა.

დაქვრივების შემდეგ, ჟანა განიხილებოდა საფრანგეთის ახალგაზრდა მეფე შარლ VIII-ის საცოლედ. მოლაპარაკებები ძალიან კარგად და ინტენსიურად მიმდინარეობდა, თუმცაღა საბოლოოდ შარლმა ცოლად ანა ბრეტონელი შეირთო და ჟანას დედოფლობის იმედი სამუდამოდ გადაეწურა.

1495 წლის 11 იანვარს იგი დაქორწინდა ოვერნის გრაფ ჟან III-ზე, რომელთანაც ორი გოგონა შეეძინა:

  1. ანა (1496-1524), ოვერნის გრაფინია, ცოლად გაჰყვა შოტლანდიის მეფე ჯეიმზ II-ის შვილიშვილს, ალბანის ჰერცოგ ჯონ სტიუარტს, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
  2. მადლენი (1498-1519), ცოლად გაჰყვა ფლორენციის, ურბინოსა და ბოლონიის ჰერცოგ ლორენცო II მედიჩის, იგი პირველივე მშობიარობას გადაჰყვა, რა დროსაც გააჩინა საფრანგეთის მომავალი, ლეგენდარული დედოფალი ეკატერინე მედიჩი.

ჟან III 1501 წელს გარდაიცვალა, რის შემდეგაც, მეორედ დაქვრივებულმა ჟანამ მესამედ ქორწინება გადაწყვიტა. 1503 წლის 27 მარტს იგი ცოლად გაჰყვა გარდის ბარონ ფრანსუა დე ლა პუზეს, თუმცა მასთან შვილები არ ჰყოლია.

ჟანა გარდაიცვალა 1511 წლის 22 იანვარს, 45-46 წლის ასაკში.

  • Bingham, Denis (1890). The Marriages of the Bourbons. New York: Scribner and Welford. ASIN B000V1RCR2.
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
ჟანა დე ბურბონი (1465-1511)
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?