For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for პრასკოვია უვაროვა.

პრასკოვია უვაროვა

პრასკოვია უვაროვა
რუს. Прасковья Сергеевна Уварова
დაბ. თარიღი 28 მარტი (9 აპრილი), 1840
დაბ. ადგილი Terny
გარდ. თარიღი 30 ივნისი, 1924(1924-06-30) (84 წლის)
გარდ. ადგილი Dobrna, სერბთა, ხორვატთა და სლოვენთა სამეფო
დასაფლავებულია ბელგრადის ახალი სასაფლაო
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
საქმიანობა არქეოლოგი და ისტორიკოსი[1]
მეუღლე ალექსეი უვაროვი
მამა Sergey Shcherbatov
დედა Praskovya Shcherbatova
შვილ(ებ)ი Aleksey Uvarov, Fyodor Uvarov და Igor Uvarov
ჯილდოები Order of Saint Catherine

პრასკოვია უვაროვა (რუს. Графиня Праско́вья Серге́евна Ува́рова; დ. 28 მარტი (9 აპრილი), 1840, მამული ტერნი, (სოფ. ბობრიკი), ლებედინის მაზრა, ხარკოვის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 30 ივნისი, 1924, დობრნა, იუგოსლავიის სამეფო) — რუსი მეცნიერი და ისტორიკოსი, 200 ნაშრომის ავტორი არქეოლოგიის თემატიკაში. მრავალი რუსული უნივერსიტეტის და ისტორიული საზოგადოების საპატიო წევრი, არქეოლოგ ალექსეი უვაროვის მეუღლე (1824-1884 წწ.)

დაიბადა თავად სერგეი შჩერბატოვისა (1804-1872)  და პრასკოვია ჩეტვერტინსკაიას (1818-1899) ოჯახში.

შჩერბატოვების ოჯახის მამული ტერნიში მდებარეობდა, მათ ასევე ეკუთვნოდათ ახლომდებარე სოფლები, მათ შორის სოფელი ბობრიკი. ბუნებრივია, რომ პრასკოვია დაიბადა მამის მამულ ტერნიში, მაგრამ რადგან ადგილობრივი ეკლესია იმ დროისთვის  რეკონსტრუქციის პროცესში იყო, პრასკოვია სავარაუდოდ მოინათლა, სოფელ ბობრიკში, წმინდა მარიამ მაგდალინელის ეკლესიაში.

მან ბავშვობა ლებედინის მაზრის ტერნის მამულში გაატარა. შჩერბატოვების ოჯახს 9 შვილი ჰყავდა. 1852 წელს, როცა ძმების სკოლაში სწავლის დრო დადგა, ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. პრასკოვია უვაროვამ  განათლება მიიღო სახლში, იცოდა სამი ენა. მის პედაგოგებს შორისაა პროფესორი ფიოდორ ბუსლაევი, რომელიც მას ასწავლიდა რუსულ ლიტერატურას.

1854 წელს 14 წლის პრასკოვია წაიყვანეს პეტერბურგში ბიძაშვილის ქორწილში, სადაც ის იმპერატრიცა ალექსანდრა თედორეს ასულს გააცნეს.  

შემოქმედებითი საქმიანობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უვაროვამ თავისი ბედი ა. უვაროვთან დააკავშირა და სრული ერთგულებით შეუერთდა მოსკოვის არქეოლოგიურ საზოგადოებას, რომელიც მისი ქმრის მიერ იყო შექმნილი.

პრასკოვია უვაროვამ მონაწილეობდა არქეოლოგიურ კონგრესებში. ქმრის გარდაცვალების შემდეგ, 1885 წლის მაისში აირჩიეს მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების თავმჯდომარედ. გრაფინიამ მოამზადა და ჩაატარა 9 ყრილობა (VII-XVII). უვაროვას არქივი შეიცავს მასალებს, რომლებიც მოწმობს მე-17 არქეოლოგიური კონგრესის მომზადებას, რომელიც ბელორუსში უნდა ჩატარებულიყო.

არქეოლოგიური ექსპედიციის ფარგლებში პ. უვაროვა კავკასიაში იმყოფებოდა: რაჭაში, გორის მაზრაში, ოსეთში (1890), თიანეთში და ფშავ-ხევსურეთ-სვანეთში (1895).

1906 წელს გრაფინიამ საკუთარი სახსრებით დააწესა უვაროვას ხსოვნის პრიზი ძველი რუსული არქიტექტურის სფეროში. სამი წლის შემდეგ ის მიენიჭა ინჟინერ მ. ვ. კრასოვსკის ფუნდამენტური „მოსკოვის არქიტექტურის ესკიზისთვის“.

სამეცნიერო შრომები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • სამხრეთ-დასავლეთის ტერიტორიის არქიტექტურული ძეგლები (1902)
  • ცოცხალი ანტიკურ ძეგლთა დაცვის შესახებ (1914)
  • რეგიონული მუზეუმები (1891)
  • ქალაქი ბრესლავლი და მისი მუზეუმი (1900)
  • მუზეუმი ტრიესტში (1900)
  • ჩრდილოეთ კავკასიის სამარხები (1900)
  • კავკასიის მუზეუმის კოლექცია (1902)
  • ჩვენი ღვთისმშობლის გამოსახულებების გამოფენის კატალოგი: ანტიკური პერიოდი (1896)
  • მინანქარი პორეცის მუზეუმში (1909)
  • ისტორიული ჩანაწერი იმპერიული მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების საქმიანობის შესახებ მისი არსებობის პირველი 25 წლის განმავლობაში (1890)
  • პირველი 12 კონგრესის საქმიანობის მიმოხილვა (1905)
  • კავკასია მოგზაურობის შენიშვნები (1904)
გრაფინია პრასკოვია უვაროვა (ცენტრში) დედასთან, პრინცესა პრასკოვია შჩერბატოვასთან და ქალიშვილ პრასკოვიასთან ერთად
  • მამა — სერგეი შჩერბატოვი (1804-1872), თავადი, პოლკოვნიკი, კავალერი, ლებედინსკის რაიონის თავადაზნაურობის მეთაური.
  • დედა — პრასკოვია ჩეტვერტინსკაია (1818-1899).
  • ქმარი — ალექსეი უვაროვი (1824-1884), არქეოლოგი.
  • შვილი — ალექსეი (1859-1913), დაქორწინებული იყო ანა შტენბერგზე.
  • ქალიშვილი — პრასკოვია (დ. 1860, პარიზი — 27 სექტემბერი, 1934, ჟენევა)
  • ვაჟი — სერგეი (დ. 1862 - გ. 3 თებერვალი, 1888, პეტერბურგი), დაამთავრა კაპკოვსკის ლიცეუმის საუნივერსიტეტო განყოფილება, კავალერიის პოლკის კორნეტი. დაკრძალულია მოსკოვის ნოვოდევიჩის მონასტერში.
  • ქალიშვილი — ეკატერინა (დაბ. და გ. 1863).
  • ქალიშვილი — ეკატერინა უვაროვა (დ. 7 ოქტომბერი, 1864 პეტერბურგი — გ. 1953), არ იყო დაქორწინებული. დედასთან ცხოვრობდა.
  • ვაჟი — ფედორი (1866-1954), მოჟაისკის ზემსტვოს საბჭოს თავმჯდომარე, სახელმწიფო საბჭოს წევრი, დაქორწინებული იყო გრაფინია ეკატერინა გუდოვიჩზე (1868-1948).
  • შვილი — იგორი (1869-1934), ბელსკის რაიონის თავადაზნაურობის მეთაური, სახელმწიფო საბჭოს წევრი. იგი დაქორწინებული იყო ელისაბედ ხომიაკოვაზე.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Czech National Authority Database
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
პრასკოვია უვაროვა
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?