For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for პოლონეთის მეორე დანაწილება.

პოლონეთის მეორე დანაწილება

პოლონეთი მეორე დაყოფის შემდეგ (1793წ.)
1793 წლის დაყოფის ხელშეკრულება.

პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის მეორე დაყოფა მოხდა 1793 წელს. მეორე დაყოფა პოლონეთ-რუსეთის ომის (კონსტიტუციის დაცვის ომი) და ტარგოვიცის კონფედერაციის შედეგი იყო. დაყოფა განახორციელეს რუსეთის იმპერიამ და პრუსიის სამეფომ. დაყოფის რატიფიცირება მოახდინა პლონეთის პარლამენტმა (სეიმმა) 1793 წელს. (იხილეთ გროდნის სეიმი).

1790 წელს ისეთი პოლიტიკური ვითარება იყო შექმნილი, რომ პოლონეთს მისდა უნებურად, საკუთრ მტერთან პრუსიასთან, მისთვის მომაკვდინებელ ალიანსში უწევდა ყოფნა. 1790 წელს პოლონურ-პრუსიულ ალიანსს მოეწერა ხელი, რომელიც თანამეგრობის დაცვის მცდარ იმედს იძლეოდა.[1] 1791 წლის 3 მაისის კონსტიტუცია პოლიტიკურ უფლებას ანიჭებდა ბურჟუაზიას, მიეღო დამოუკიდებლობა მთავრობის სამი შტოსგან და განთავისუფლებულიყო რეპნინის სემის ვალდებულებებისგან. ეს რეფორმები უბიძგებდა მეზობლების მიმართ აგრესიული მოქმედებებისკენ და პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის აღდგენის შანს აჩენდა.[2] ერთხელ კიდევ სცადა პოლონეთმა რეფორმების ჩტარება და საკუთარი თავის რუსეთის ნებართვის გარეშე გაუმჯობესება და კიდევ ერთხელ იმპერატორი ეკატერინა გაბრაზდა; ასაბუთებდა რა, რომ პოლონეთმა ფიცი გატეხა და რადიკალური იაკობინიზმისკენ გადაიხარა 1792 წელს რუსეთის ჯარები შემოიჭრნენ თანამეგობრობაში.

პოლონეთ-რუსეთის 1792 წლის ომში პრორუსულად განწყობილი კონსერვატი პოლონელი მაგნატები და ტარგოვიცას კონფედერაცია, ოქროს თავისუფლების აღდგენაში რუსეთის მხარდაჭერაში დარწმუნებულები, კონსტიტუციის მხარდამჭერი პოლონური ძალების წინააღმდეგ იბრძოდნენ.[2] თავისი პრუსიელი მოკავშირეებისგან მიტოვებული კონსტიტუციის მხარდამჭერი პოლონური ძალები, რუსეთის რეგულარურ არმიასთან ბრძოლაში დამარცხდნენ.[2]

რუსეთის პოლონეთში შეჭრის მთავარი მიზეზი იყო, პოლონეთის რეფორმების შეჩერება, პოლონეთის შემდგომი დაყოფის განზრახვის გარეშე. (რადგან ის პოლონეთს თავის პროტექტორატად მოიაზრებდა და არ ხედავდა პოლონეთის ნაწილების სხვა ქვეყნებისთვის დათმობის საჭიროებას).[2][3][4] ფრიდრიხ II პრუსიელმა ამ მოვლენებში დაინახა თავისი ქვეყნის გაძლიერების საშუალება. ფრიდრიხმა მოითხოვა ეკატერინესგან მოკავშირე პოლონეთის მიტოვებისთვის და პირველი კოალიციის ომში საფრანგეთის რევოლუციის წინააღმდეგ პრუსიის მონაწილეობისათვის (რომელშიც პრუსიის მონაწილეობას რუსეთი ახალისებდა და რომელშიც ამ მოვლენებამდე ცოტა ხნის წინ ვალმისთან ბრძოლაში პრუსიამ დიდი მარცხი განიცადა.) საომისიოდ პოლონეთის ტერიტორიების გარკვეული ნაწილი. რუსეთი დათანხმდა პრუსიის პირობებს.[2]

  1. პიოტრ სტეფან ვანდიცი, თავისუფლრბის ფასი: აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ისტორია შუა საუკუნეებიდან დღვანდლამდე, Routledge (UK), 2001, ISBN 0-415-25491-4, Google Print, გვ.128
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Jerzy Lukowski, Hubert Zawadzki, პოლონეთის მოკლე ისტორია, კემბრიჯის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2001, ISBN 0-521-55917-0, Google Print, p.101-103
  3. Jerzy Lukowski, Hubert Zawadzki, პოლონეთის მოკლე ისტორია, კემბრიჯის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2001, ISBN 0-521-55917-0, Google Print, p.84
  4. Hamish M. Scott, აღმოსავლეთის ქვეყნების აღზევება, 1756-1775, კემბრიჯის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2001, ISBN 0-521-79269-X, Gooble Print, p.181-182

საკითხავი ლიტერატურა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Tadeusz Cegielski, Łukasz Kądziela, Rozbiory Polski 1772-1793-1795, Warszawa 1990

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
პოლონეთის მეორე დანაწილება
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?