ოლომოუცი
![](https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/f5/Olomouc_square.jpg/220px-Olomouc_square.jpg)
ოლომოუცი (ჩეხ. Olomouc) — ქალაქი ჩეხეთში, ჩრდილოეთ მორავიის ოლქში, მდინარე მორავის ნაპირზე. 102,4 ათასი მცხოვრები (1981). სატრანსპორტო კვანძი. ხელოსნობის ძველი ცენტრი, ამჟამად მნიშვნელოვანი სამრეწველო ქალაქი. სამსხმელო, მანქანათსაშენი, ქიმიური, კვების მრეწველობის საწარმოები, საშენ მასალათა მრეწველობა. უნივერსიტეტი. ოლომოუცი ჩეხეთის ქალაქ-ნაკრძალია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 522.
![](https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/4a/Commons-logo.svg/35px-Commons-logo.svg.png)
Text is available under the CC BY-SA 4.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.