For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for ნოდარ ჩხეიძე (მსახიობი).

ნოდარ ჩხეიძე (მსახიობი)

ნოდარ ჩხეიძე
დაბადების სახელი ნოდარ ჩხეიძე
დაბადების თარიღი 1 სექტემბერი, 1917
გარდაცვალების თარიღი 3 ოქტომბერი, 1981 (64 წლის)
საქმიანობა მსახიობი
მშობლები მამა: გიორგი ქუჩიშვილი

ნოდარ (ბიჭიკო) გიორგის ძე ჩხეიძე (დ. 1 სექტემბერი, 1917, თბილისი — გ. 3 ოქტომბერი, 1981, იქვე) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1966).

დაიბადა პოეტ გიორგი ქუჩიშვილის ოჯახში. 1935 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო სამედიცინო ინსტიტუტში, მაგრამ სამი წლის შემდეგ გადავიდა რუსთაველის სახელობის თეატრთან არსებულ სტუდიაში. 1939 წელს შეიქმნა თეატრალური ინსტიტუტი და ეს სტუდიაც მას შეუერთდა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ნ. ჩხეიძე მიიწვიეს რუსთაველის თეატრში მსახიობად, სადაც დაჰყო 1963 წლამდე.

მსახიობის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია გიქო (გ. სუნდუკიანის „პეპო“), ჩინჩახოვი (კ. ბუაჩიძის „ეზოში ავი ძაღლია“), ფილიპო (კ. გოლდონის „საპატარძლო აფიშით“), ვახტანგ ობელიანი (ს. შანშიაშვილის „კრწანისის გმირები“), კურჩაევი, ნეზნამოვი (ა. ოსტროვსკის „ზოგჯერ ბრძენიც შეცდება“, „უდანაშაულო დამნაშავენი“), ჰამლეტი, ედგარი, როდრიგო (უ. შექსპირის „ჰამლეტი“, „მეფე ლირი“, „ოტელო“), ფრანც მოორი (ფ. შილერის „ყაჩაღები“), ცრუ დიმიტრი (ა. პუშკინის „ბორის გოდუნოვი“), ტირეზია (სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“) და სხვები. მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე წარმატებით სარგებლობდა მის მიერ დადგმული ვაჟა-ფშაველას „სათაგური“.

თეატრში მოღვაწეობის პარალელურად ნ. ჩხეიძე მუშაობდა თბილისის ბორის ძნელაძის სახელობის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში რეჟისორად, შემდეგ სამხატვრო ხელმძღვანელად. ამ დრამატულ წრეში მისი ხელმძღვანელობით აღიზარდა თეატრის საამაყო მსახიობები: რამაზ ჩხიკვაძე, თენგიზ არჩვაძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი, ლანა ღოღობერიძე, გურამ საღარაძე, რევაზ თავართქილაძე და სხვები.

დაჯილოდოვებული იყო „საპატიო ნიშნის“ ორდენით და მედლებით. რეჟისორ თემურ ჩხეიძის მამაა.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

დადგმული სპექტაკლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოზარდ მაყურებელთა თეატრი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ვაჟა-ფშაველას „სათაგური“

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ცუცქირიძე შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 175.
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 388, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
ნოდარ ჩხეიძე (მსახიობი)
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?