For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for ნიკოლოზ ანთელავა.

ნიკოლოზ ანთელავა

ნიკოლოზ ვარდენის ძე ანთელავა (დ. 24 სექტემბერი [ ძვ. სტ. 11 სექტემბერი], 1893, ზუგდიდი — გ. 25 აპრილი, 1970, თბილისი) — ქართველი მეცნიერი, ქირურგი, გულმკერდის ქირურგიის ფუძემდებელი საქართველოში. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1936), პროფესორი (1939), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1957), სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1962).

1920 წელს როსტოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო თბილისში გ. მუხაძესთან. 1923-1924 წლებში მივლინებული იყო გერმანიაში ზაუერბრუხისა და ბირის კლინიკებში. 1928 წელს მუშაობდა ლენინგრადში ვ. შევკუნენკოსთან. 1929-1938 წლებში განაგებდა სოხუმის საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებას. 1939-1941 წლებში ხელმძღვანელობდა დაღესტნის სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური ქირურგიულ კათედრას. 1941-1946 წლებში იყო ამიერკავკასიის ევაკოჰოსპიტლის წამყვანი ქირურგი, ხოლო 1949-1954 წლებში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ქირურგი. 1941-1970 წლებში განაგებდა თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის თორაკალური ქირურგიულ კათედრას. ანთელავას შრომებში განხილულია ფილტვის ტუბერკულოზისა და ბრუცელოზის ქირურგიული მკურნალობის საკითხები. ანთელავამ დაამუშავა ექსტრაპლევრული თორაკოპლასტიკის ახალი მეთოდი, რომელსაც მისი სახელი ეწოდა. მონოგრაფიისათვის "ფილტვებისა და პლევრის ქირურგია" (1948) უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ და ქირურგთა საზოგადოებამ მიანიჭა ს. ფიოდოროვის სახელობის პრემია (1950). მისი მონოგრაფია "გულმკერდის ღრუს ორგანოების ქირურგია" (1952) გამოქვეყნებულია ქართულ, რუსულ და ჩინურ ენებზე. ანთელავა იყო საქართველოს და სსრკ ფთიზიატრტა სამეცნიერო საზოგადოების საპატიო წევრი. ქირურგთა საერთაშორისო საზოგადოების ნამდვილი წევრი, პიემონტის (იტალია) ქირურგთა საზოგადოებისა და ჩეხოსლოვაკიის პურკინეს სახელობის ქირურგთა საზოგადოების საპატიო წევრი. ლენინური პრემიის ლაურეატი (1961). დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, წითელი ვარსკვლავის ორდენით და მედლებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 458.
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 53, თბ., 1994
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
ნიკოლოზ ანთელავა
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?