For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for ნებროთი.

ნებროთი

ნებროთი, ნიმროდი, ნიმრუდი, ნიმვროდი — ბიბლიური გმირი, ქამის ძის ხუსის (ქუშის) მითური შვილი, სწორუპოვარი მონადირე და ომის გამომგონებელი.

დაბადებაში, იმ ადგილას, სადაც ჩამოთვლილია წარღვნის შემდეგ ნოეს შვილთა შთამომავლობა, ნათქვამია, რომ ქამის შვილმა ხუსმა

შვა ნებროთ: ამან იწყო გმირყოფად ქუეყანასა ზედა; ესე იყო გმირი მონადირე წინაშე უფლისა ღვთისა, ამისთჳს თქუეს, რამეთუ ნებროთ გმირი მონადირე წინაშე უფლისა. და იქმნა დასაბამ მეფობისა მისისა: ბაბილოვანი, ორექი, არქადი და ხალანი, ქუეყანა ზენაარისა. ქუეყანისა მისგან გამოვიდა ასურ და აღაშენა ნინევი და ქალაქი რომოთი და ხალანი და დასენი საშუალ ნინევისა და საშუალ ხალანისა; ესე არს ქალაქი დიდი

(შესაქმეთა, თავი X, მუხლი 8 –12)

მას მიეწერებოდა ბაბილონის სამეფოს დაარსება. მისი სახელი დაკავშირებულია ძველ საქართველოსთანაც: „აქ იყო ნიმროდი, ბაბილონის სამეფოს მითური დამაარსებელი, რომელმაც მთელი ქვეყნიერება დაიპყრო და აქ პირველად დამარცხდა, სიკვდილი ჰპოვა“.

ქართული და სომხური წყაროები (მოვსეს ხორენაცის გარდა) ნებროთის მოკვლას მიაწერენ ჰაოსს, რაც არ დასტურება არცერთ სხვა ისტორიულ წყაროში: თარგამოსს რვა შვილი ჰყავდა: ჰაოსი, ქართლოსი, ბარდოსი, მოვაკანოსი, ლეკოსი, ჰეროსი, კავკასოსი და ეგროსი - შესაბამის მხარეთა და ტომთა მამამთავარნი. გაძლიერებულმა ძმებმა აღარ ინებეს დიდი ბიბლიური მონადირის ნებროთის ბატონობა და მოკლეს (ჰაოსმა მოკლა ისრით ზედა არარატსა).

ნებროთი ნახსენებია ჯუანშერის ქართლის ცხოვრებაში, სადაც მოყვანილია ციტატა ნებროთის წიგნიდან:

ვიკიციტატა
„ხოლო ნებროთს ენითა სპარსულითა რქუა: მე ვარ მიქაელ ანგელოზი, რომელი დადგინებულ ვარ ღმრთისა მიერ მთავრობასა ზედა აღმოსავლისასა. განვედ ქალაქით მაგით, რამეთუ ღმერთი ჰფარავს ქალაქსა მაგას ვიდრე გამოჩინებადმდე სამოთხისა, რომელი-ესე დგას მახლობელად ნაშენებსა მაგას შენსა, რომელსა შორის არს მთა ესე, რომლისაგან აღმოვალს მზე და გამოვლენ მისგან ორნი მდინარენი: ნილოსი და გეონი. რამეთუ გეონსა გამოაქუს სამოთხით ხე სულნელი და თივა, რომელი შეეზავების მუშკსა. აწ წარვედ შენდა. და დაჯედ ორთა-ვე მდინარეთა შორის, ევფრატსა და ჯილასა, და განუტევენ ნათესავნი ესე, ვითარცა ვინ ინებოს, რამეთუ წარუვლენიან უფალსა. ხოლო მეფობა შენი მეფობდეს ყოველთა ზედა მეფეთა, არამედ ჟამთა უკანასკნელთა მოვიდეს მეუფე ცისა, რომლისა შენ გნებავს ხილვა მისი, ერსა შორის შეურაცხსა; შიშმან მისმან განაქარვნეს გემონი სოფლისანი, მეფენი დაუტეობდენ მეფობასა და ეძიებდენ სიგლახაკესა. მაშინ გიხილოს შენ ჭირსა შინა და გიჴსნეს ღმერთმან. და დაუტევეს ყოველთა ქალაქი და წარვიდეს. და დაუტევნა ჰინდურად მზრახველნი ჰინდოეთს, სინდნი სინდეთს, ჰრომნი ჰრომს, ბერძენნი - საბერძნეთს, აგ და მაგუგ - მაგუგეთს, სპარსნი - სპარსეთს; ხოლო პირველი ენა ასურებრი იყო, და ესე არიან შჳდნი ენანი, რომელნი ნებროთისამდე ზრახვიდეს[1].“
  1. ჯუანშერი, "ქართლის ცხოვრება"
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
ნებროთი
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?