For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for მომხმარებელი:Pkhoveli/სავარჯიშო 9.

მომხმარებელი:Pkhoveli/სავარჯიშო 9

ადოლფ ჰიტლერი
ადოლფ ჰიტლერი
ადოლფ ჰიტლერი, 1937 წელი
გერმანიის ფიურერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2 აგვისტო 1934 – 30 აპრილი 1945
მოადგილე  რუდოლფ ჰესი (1933–1941)
ვაკანტური (1941–1945)
წინამორბედიპაულ ფონ ჰინდენბურგი
(როგორც პრეზიდენტი)
მემკვიდრეკარლ დენიცი
(როგორც პრეზიდენტი)

თანამდებობაზე ყოფნის დრო
30 იანვარი 1933 – 30 აპრილი 1945
მოადგილე  ფრანც პაპენი (1933–1934)
ვაკანტური (1934–1945)
პრეზიდენტიპაულ ფონ ჰინდენბურგი
(1934 წლამდე)
წინამორბედიკურტ ფონ შლაიხერი
მემკვიდრეიოზეფ გებელსი

ნსდაპ-ს ლიდერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
29 ივნისი 1921 – 30 აპრილი 1945
მოადგილე  რუდოლფ ჰესი
წინამორბედიანტონ დრეკსლერი
მემკვიდრემარტინ ბორმანი

დაბადებული20 აპრილი, 1889
ინის ბრაუნაუ, ზემო ავსტრია, ავსტრია-უნგრეთი
გარდაცვლილი30 აპრილი, 1945(1945-04-30) (56 წ.)
ბერლინი, მესამე რაიხი
მოქალაქეობაავსტრია-უნგრეთის დროშა ავსტრია-უნგრეთი
გერმანიის დროშა გერმანიის იმპერია
გერმანიის დროშა ვაიმარის რესპუბლიკა
ნაცისტური გერმანიის დროშა მესამე რაიხი
პოლიტიკური პარტიაგერმანული მუშათა პარტია
(1920–1921)
ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტია
(1921–1945)
მამაალოის ჰიტლერი
დედაკლარა პიოლცლი
მეუღლეევა ანა პაულა ბრაუნი
(29 – 30 აპრილი 1945)
საქმიანობაპოლიტიკოსი
რელიგიაიხ. რელიგიური შეხედულებები
ხელმოწერა

ადოლფ ჰიტლერი (გერმ. Adolf Hitler; 20 აპრილი 188930 აპრილი 1945) — ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში დაბადებული გერმანელი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც იყო ნაციონალ-სოციალისტური პარტის ლიდერი. 1933 წლიდან 1945 წლამდე გერმანიის კანცლერი. ჰიტლერს ასევე 1934 წლიდან 1945 წლამდე ეკავა მესამე რაიხის ფიურერის (წინამძღოლი; Führer) და შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის თანამდებობა. სახელმწიფოს სათავეში მისი მოსვლის შემდეგ მან აკრძალა ყველა ოპოზიციურ-პოლიტიკური პარტია და პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დევნა დაიწყო. ნაცისტურ გერმანიაში დიქტატურის დამყარების შემდეგ ადოლფ ჰიტლერი ევროპაში მიმდინარე მეორე მსოფლიო ომისა და ჰოლოკოსტის მთავარი ინიციატორი გახდა.

ადოლფ ჰიტლერი პირველი მსოფლიო ომის ვეტერანი იყო. 1919 წელს ჰიტლერი ნსდპ-ს წინამორბედ პარტიას გერმანულ მუშათა პარტიას შეუერთდა, 1921 წლიდან კი პარტიის ლიდერი გახდა. 1923 წელს მონაწილეობდა ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით მოწყობილ ლუდის პუტჩში. პუტჩის კრახით დასრულების შემდეგ, ადოლფ ჰიტლერი დააპატიმრეს, სწორედ პატიმრობის დროს დაწერა მისი ავტობიოგრაფიული და პოლიტიკური მანიფესტი ჩემი ბრძოლა (Mein Kampf). 1924 წელს, მისი გამოქვეყნების შემდეგ, ჰიტლერმა დიდი პოპულარობა მოიპოვა ვერსალის საზავო ხელშეკრულების გაპროტესტებით, ასევე ქარიზმატული მჭერმეტყველებით პანგერმანიზმის, ანტისემიტიზმის, ანტიკომუნიზმისა და ნაცისტური პროპაგანდის აგიტაციით, ხელშეწყობითა და სტიმულირებით. ჰიტლერი ხშირად კიცხავდა საერთაშორისო კაპიტალიზმსა და კომუნიზმს, როგორც ებრაული შეთქმულების ნაწილებს.

ჰიტლერის ნაცისტურმა პარტიამ 1932 წლის გერმანიის ფედერალურ არჩევნებში ხმათა უმრავლესობა მოიპოვა, შესაბამისად ყველაზე მეტი ადგილი სწორედ მათ ერგოთ გერმანიის რაიხსტაგში, რასაც 1933 წელს ადოლფ ჰიტლერის გერმანიის კანცლერად არჩევა მოყვა. 1933 წლის არჩევნებში, მისი კოალიციის გამარჯვების შემდეგ რაიხსტაგმა მიიღო უფლების მინიჭების აქტი, ამ აქტის მიხედვით ვაიმარის რესპუბლიკა უნდა გადაქცეულიყო მესამე რაიხად, ერთპარტიულ დიქტატორულ სახელმწიფოდ, რომელიც ემყარებოდა ნაციონალ-სოციალიზმის ტოტალიტარულ და ავტოკრატიულ იდეოლოგიას. ჰიტლერმა მიზნად დაისახა გერმანიაში ებრაელების „აღმოფხვრა“ და შექმნა ახალი ბრძანება, რომელიც დაუპირისპირა პირველი მსოფლიო ომის შემდგომ მიღებულ საერთაშორისო ბრძანებას, რომლითაც ბრიტანეთი და საფრანგეთი დომინანტები ხდებოდნენ. ადოლფ ჰიტლერისა და ნაცისტური პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის პირველი ექვსი წლის შედეგი იყო დიდი დეპრესის შემდეგ მზარდი ეკონომიკური აღმასვლა, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიისათვის დაწესებული შეზღუდვების დენონსაცია (დაძლევა) და იმ ტერიტორიების ანექსია, რომლებიც მილიონობით ეთნიკური გერმანელისთვის სახლს წარმოადგენდა, ამ ქმედებებმა და შედეგმა ჰიტლერსა და მის პარტიას მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მოუტანა.

ჰიტლერს სურდა, რომ ლებენსრომი (საცხოვრებელი ფართი; Lebensraum) გერმანელი ხალხის საკუთრება ყოფილიყო. დღემდე მისი აგრესიული საგარეო პოლიტიკა ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დაწყების მიზეზად ითვლება. მან მოახდინა სამხედრო ძალების მასშტაბური გადაიარაღება და 1939 წლის 1 სექტემბერს პოლონეთში შეიჭრა, რამაც საბოლოოდ საფრანგეთისა და ბრიტანეთის მიერ გერმანიისათვის ომის გამოცხადება გამოიწვია. 1941 წლის ივნისში ჰიტლერმა საბჭოთა კავშირში შეჭრის ბრძანება გასცა. 1941 წლის ბოლოსთვის გერმანულ ძალებსა და ღერძის სახელმწიფოებს ევროპის უმეტესი ნაწილი და ჩრდილოეთი აფრიკა ოკუპირებული ჰქონდათ. საბჭოთა კავშირის დამარცხების გეგმის კრახით დასრულებისა და აშშ-ის ომში ჩართვის შემდეგ, გერმანული ძალები თავდასხმიდან თავდაცვაზე გადავიდნენ, რამაც მათ ბრძოლებში დამარცხებების სერია მოუტანა. 1945 წლისთვის, ომის უკანასკნელ დღეებში, ბერლინის ბრძოლის დროს ადოლფ ჰიტლერმა მისი დიდი ხნის სიყვარულზე ევა ბრაუნზე იქორწინა. 1945 წლის 30 აპრილს, ქორწილიდან ორი დღის შემდეგ ადოლფ ჰიტლერმა და ევა ბრაუნმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს, ჰიტლერის ბრძანებით, წითელი არმიის მიერ მათი სხეულების ხელში ჩაგდების თავიდან აცილების მიზნით, ცხედრები დაწვეს.

ჰიტლერის მმართველობითა და რასობრივად მოტივირებული იდეოლოგიით, ნაცისტური რეჟიმი პასუხისმგებელია 5.5 მილიონი ებრაელისა და მილიონობით სხვა მსხვერპლის გენოციდში, ვისაც ის და მისი მიმდევრები არაადამიანებად (Untermenschen) და სოციალურად არასასურველებად თვლიდნენ. ადოლფ ჰიტლერი და მისი რეჟიმი, ასევე პასუხისმგებელია დაახლოებით 19.3 მილიონი უდანაშაულო სამოქალაქო პირისა და სამხედრო ტყვეთა სიკვდილში. გარდა ამისა, 29 მილიონი ჯარისკაცისა და სამოქალაქო პირის სიკვდილში, რომლებიც მათ მიერ ევროპაში განხორციელებულ სამხედრო ქმედებებსა და მეორე მსოფლიო ომს შეეწირნენ. მეორე მსოფლიო ომის დროს გარდაცვლილთა საერთო რიცხვი დღემდე უპრეცედენტოა სამხედრო ისტორიაში.

წინაპრები და წარმომავლობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰიტლერის მამა ალოის ჰიტლერი (1837–1903), იყო მარია შიკლგრუბერის უკანონო შვილი.[1] იმის გამო, რომ ნათლობის რეგისტრაციაში არ იყო მითითებული მისი მამის სახელი, ალოისმა თავდაპირველად დედის გვარი, შიკლგრუბერი (Schicklgruber) გამოიყენა. 1842 წელს, ალოისის დედამ მარია ანამ იოჰან გეორგ ჰიდლერზე იქორწინა. 1847 წელს მარია ანას, 1856 წელს კი იოჰან ჰიდლერის გარდაცვალების შემდეგ, ალოისი იოჰანის ძმამ იოჰან ნეპომუკ ჰიდლერმა აღზარდა.[2] 1876 წელს, ალოისი კანონიერ შვილად იქნა აღიარებული, ნათლობის დამადასურებელ საბუთში კი, მამის სახელად იოჰან გეორგ ჰიდლერი მიეთითა (ჩაიწერა გეორგ ჰიტლერი).[3][4] მოგვიანებით ალოისმა გვარი შეიცვალა და ჰიტლერი გახდა, ეს გვარი მოიცავდა გვარებს: ჰიდლერი, ჰატლერი და ჰუტლერი.[4] ერთ-ერთი ვერსიით ჰიტლერი სლავური სიტყვების ჰიდლარის (პატარა კოტეჯი; Hidlar) ან ჰიდლარსეკისგან (მცირე სამფლობელო; Hidlarcek) წარმოსდგება.[5]

ჰანს ფრანკის აზრით ალოისის დედა დამლაგებლად მუშაობდა ქალაქ გრაციში ერთ-ერთი ებრაელის ოჯახში, რომლის 19 წლის ვაჟი ლეოპოლდ პრანკერბერგერი იყო ალოისის ბიოლოგიური მამა.[6] იქიდან გამომდინარე, რომ იმ პერიოდისთვის გრაციში, არავინ იყო რეგისტრირებული ამ გვარით, ამასთანავე ვერ აღმოაჩინეს ლეოპოლდის არსებობის დამადასტურებელი რაიმე სახის საბუთი,[7] ისტორიკოსებმა უსაფუძვლოდ მიიჩნიეს ის მოსაზრება, რომ ალოისის მამა ებრაელი იყო.[8][9]

ბავშვობა და განათლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჰიტლერი პატარაობაში
(დაახ. 1889–1890).

ადოლფ ჰიტლერი დაიბადა 1889 წლის 20 აპრილს, ავსტრია-უნგრეთის იმპერიის (დღეს ავსტრია) ერთ-ერთ ქალაქში, ინის ბრაუნაუში, რომელიც გერმანიის იმპერიის საზღვრის მახლობლად მდებარეობდა.[10] ადოლფი ალოის ჰიტლერისა და კლარა პიოლცლის (1860–1907) მეოთხე შვილი იყო, მათ სულ ექვსი შვილი შეეძინათ. ჰიტლერის უფროსი დედმამიშვილები იყვნენ: გუსტავი, იდა და ოტო (გარდაიცვალა ჩვილობის პერიოდში), ხოლო უმცორი დედმამიშვილები: ედმუნდი და პაულა.[11] როდესაც ადოლფი სამი წლის იყო, მისი ოჯახი საცხოვრებლად პასაუში, გერმანიაში გადავიდა.[12] სწორედ იქ განასხვავა ჰიტლერმა ქვემო ბავარიული დიალექტი ავსტრიული გერმანულისგან, აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით ჰიტლერი სიტყვით გამოსვლისას სწორედ ამ დიალექტზე საუბრობდა.[13][14][15] 1894 წელს, ოჯახი ლეონდინგში (ლინცთან ახლოს) გავადიდა საცხოვრებლად, 1895 წლის ივნისში კი ალოისის პენსიაზე გასვლის შემდეგ, ოჯახი პატა მიწის ნაკვეთზე დასახლდა, რომელიც ჰეფელდში ლამბახთან ახლოს მდებარეობდა. ამ მიწის ნაკვეთზე ჰიტლერების ოჯახი მეურნეობას მისდევდა, მოშენებული ჰყავდათ ფუტკრებიც. ჰიტლერმა ფიშლჰამის მახლობლად ვოლკსშულში (სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სკოლა) დაიწყო სწავლა.[16][17]

  1. ბულოქი 1999, p. 24.
  2. Maser 1973, p. 4.
  3. Maser 1973, p. 15.
  4. 4.0 4.1 Kershaw 1999, p. 5.
  5. Jetzinger 1976, p. 32.
  6. Rosenbaum 1999.
  7. Hamann 2010, p. 50.
  8. Toland 1992, pp. 246–247.
  9. Kershaw 1999, pp. 8–9.
  10. House of Responsibility.
  11. Shirer 1960, pp. 6–9.
  12. Rosmus 2004, p. 33.
  13. Keller 2010, p. 15.
  14. Hamann 2010, pp. 7–8.
  15. Kubizek 2006, p. 37.
  16. Kubizek 2006, p. 92.
  17. Hitler 1999, p. 6.
  • ბულოქი, ალან [1952] (1999). ჰიტლერი: ტირანიის შესწავლა. ნიუ-იორკი: Konecky & Konecky. ISBN 978-1-56852-036-0. 



{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
მომხმარებელი:Pkhoveli/სავარჯიშო 9
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?