For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for მოთხრობა დინარაზე.

მოთხრობა დინარაზე

დინარა დედოფლის ფრესკა მოსკოვის კრემლის ცარიცინას პალატაში.

დედოფალ დინარას ამბავი (რუს. Повесть о Царице Динаре) — ძველი რუსული ლიტერატურული ძეგლი. თხზულების მოქმედების ფონია საქართველო (ივერია).

მკვლევართა შორის აზრთა სხვადასხვაობაა იმის თაობაზე, თუ რა კონკრეტული მოვლენები და ადამიანები არიან ასახული ძეგლში; უმრავლესობის აზრით, დინარაში ავტორი გულისხმობს თამარ მეფეს; მოთხრობის გმირი დინარა ტახტზე ადის მამის სიკვდილის შემდეგ (მამამისს „ძე არ ესვა“; მსგავსი გიორგი III-ისა, რომელმაც თავისი ასული თამარი გაამეფა) ძეგლში მოთხრობილია სპარსეთის მეფის მიერ დინარასაგან ხარკის მოთხოვნის ამბავი და დინარას ღირსეული პასუხი. ყოველივე ეს ძალიან ჰგავს თამარ მეფისა და სულთან რუქნადინის მიმოწერას, რომელიც "ქართლის ცხოვრებაშია" შეტანილი (ამ მსგავსებას ჯერ კიდევ მარი ბროსემ მიაქცია ყურადღება); რუსულ მოთხრობაში აღწერილია სპარსეთ-საქართველოს ომი. დინარას გამარჯვება და სპარსეთიდან ნადავლის წამოღებაც მოგვაგონებს თამარისდროინდელ ამბებს. არსებობს მოსაზრება, რომ რუსული წყაროების დინარაში ჰერეთის X საუკუნის დედოფალი დინარი იგულისხმება. ამ ვერსიას ძირითადად საეკლესიო ისტორიკოსები (ეპისკოპოსი კირიონი, ანანია ჯაფარიძე) იზიარებენ.

ძეგლში ვხვდებით ისეთ ამბებსა, რომლებიც საქართველოშიც არ მომხდარა და ავტორის ფანტაზიის ნაყოფია. მოთხრობა დაწერილია XV საუკუნის ბოლოს ან XVI საუკუნის პირველ ნახევარში (ძეგლის უძველესი ნუსხა 1564-1565). ავტორია უცნობია, მაგრამ ვარაუდობენ, რომ იგი იყო მოსკოველ მწიგნობარ დიპლომატთა წრიდან. "დინარა" პირველი რუსული ძეგლია საქართველოს შესახებ, იგი პოპულარული იყო ჯერ კიდევ XVI-XVII საუკუნეებში რუსეთსა და საქართველოში.

  • ბუაჩიძე თ., ლიტერატურული წერილები, წგნ. 2, თბ., 1970;
  • რუსული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960;
  • ცინცაძე ი., რუსული თქმულების „დინარის“ საკითხისათვის, «თსუ შრომები», 1939, ტ. 10;

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
მოთხრობა დინარაზე
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?