For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for მიხეილ კედია.

მიხეილ კედია

მიხეილ კედია
დაბადების თარიღი 23 თებერვალი, 1902
თბილისი
გარდაცვალების თარიღი 20 აგვისტო, 1954
ჟენევა
მშობლები მამა: მელქისედეკ კედია
ნათესავები

მიხეილ კედია (დ. 23 თებერვალი, 1902, თბილისი — გ. 20 აგვისტო, 1954, ჟენევა) — ქართველი იურისტი, ემიგრანტი, აბვერის თანამშრომელი მეორე მსოფლიო ომის დროს. საქართველის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებული რაზმის უფროსის, მელქისედეკ კედიას შვილი. გრიგოლ ფერაძესთან, სერგო მეტრეველსა და საბა კლდიაშვილთან ერთად შედის „ქართველი შინდლერების“ რიცხვში.[1]

დაამთავრა თბი­ლისის I გიმნაზია. სწავლობდა ბერლინისა და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში იურიდიულ ფაკულტეტზე (გაგზავნა სა­ქარ­თვე­ლოს რესპუბლიკის მთავრობამ). 1921 წლიდან ცხოვრობდა პარიზში, მუშაობდა უნივერმაღ „ბომარშეში“, სხვადასხვა დროს იყო სოციალ–ფედერალისტთა და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიების წევრი, ორგანიზაცია „თეთრი გიორგის“ ერთ–ერთი დამაარსებელი, მონაწილეობდა „კავკასიის კონფედერაციის“ საქმიანობაში, თანამშრომლობდა ჰაიდარ ბამატის ჟურნალ „კავკასიასთან“.

1940 წელს ოკუპირებულ პარიზში გერმანიის მთავრობის მიერ ქართული წარმომადგენლობის დახურვის შემდეგ დაევალა ქარ­თული ემიგრაციის დაცვის მისია გერმანიის ხელისუფლების წინაშე. ფიქრობდა, რომ გერმანელების მხარ­და­ჭე­რით შესაძლებელი იყო სა­ქარ­თვე­ლოს გათავისუფლება საბჭოთა რე­ჟიმისაგან, ამიტომ მისი შუამდგომლობით ჩამოყალიბდა საგანგებო დანიშნულების სამხედრო შენაერთი. 1943 ოქტომბერში კედიას ხელმძღვანელობით დაარსდა „სამეკავ­შირეო შტაბი“, რომელსაც ტყვეთა ბანაკებიდან ქარ­თვე­ლე­ბის გამოყვანა და მათი სამსახურით უზრუნ­ველყოფა დაევალა, აგრეთვე იმ სამხედრო ერთეულების ორგანი­ზე­ბა, რომლებშიც ქარ­თვე­ლე­ბი ირი­ცხე­ბოდნენ. ამ მიზნით ის წინ აღუდგა გენერალ ა. ვლასოვის არმიაში არარუსული ფორმირებების გაერთიანებას. კედია მეგობრობდა ჰიტლერთან დაპირისპირებულ ისეთ გავლენიან გერმანელებთან, როგორებიც იყვნენ გრაფი შულენბურგი, პროფ. გერჰარდ ფონ მენდე და ერიხ ენგელჰაუპტი. 1944 წლის აპრილში კედიამ თავი შვეიცარიას შეაფარა.

მან დიდი წვლილი შეიტანა ქართველი ებრაელების გადარჩენაში. მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანიის მიერ საფრანგეთის ოკუპაციიას, საფრანგეთში ქართველთა დიასპორამ ნაცისტების წარმოადგენლობას გაუგზავნა წერილი, სადაც ამტკიცებდნენ, რომ ქართველებსა და ებრაელებს საერთო ენა, ცხოვრების წესი, ეროვნული ჩვეულებები აქვთ. ამ წერილში აღნიშნული იყო, რომ ქართველი ებრაელები სემიტები კი არა, ეთნიკური ქართველები იყვნენ. ეს წერილი გერმანელებისთვის დამაჯერებელი აღმოჩნდა, ხოლო ქართველი ებრაელები მეორე მსოფლიო ომის დროს ჰოლოკოსტს გადაურჩნენ. [1]

1946 წელს 3 მაისს მან წერილობითი ჩვენება მისცა, რომ გერმანიის მიერ საფრანგეთის ოკუპაციის დროს, შეძლო მრავალი ქართველი მაჰმადიანისა და ებრაელის (მ. შ. იოსებ ელიგულაშვილი) დახსნა სასჯელისაგან, რასაც დოკუმენტებითაც ადასტურებდა[1]. 1954 წელს დაავადებულმა კედიამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

  • ქარ­თვე­ლე­ბი უცხოეთში, წგ. 1, თბ., 2012;
  • ცომაია ალ., რჩეული თხზუ­ლებანი, თბ., 2000;
  • ჯავახი­შვილი ნ., ქართველი შინდლერი, «ისტორიანი», 2011, №3;
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
მიხეილ კედია
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?