For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for მედეა ჩახავა.

მედეა ჩახავა

მედეა ჩახავა
დაბადების სახელი მედეა ჩახავა
დაბადების თარიღი 15 მაისი, 1921
სერგიეთი, სენაკის მაზრა, საქართველოს სსრ
გარდაცვალების თარიღი 7 სექტემბერი, 2009 (88 წლის)
თბილისი, საქართველო
საქმიანობა მსახიობი
მეუღლე(ები) ნოდარ ჩხეიძე
კოტე მახარაძე
შვილ(ებ)ი თემურ ჩხეიძე,
მაკა მახარაძე

მედეა ვასილის ასული ჩახავა (დ. 15 მაისი, 1921, სერგიეთი, ახლანდ. მარტვილის მუნიციპალიტეტი — გ. 7 სექტემბერი, 2009, თბილისი) — ქართველი მსახიობი. საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1955). საქართველოს სახალხო არტისტი (1960).

1943 წელს დაამთავრა რუსთაველის სახელმწიფო თეტრალური ინსტიტუტი და იმავე წელს ჩაირიცხა რუსთაველის თეატრის დასში. ლირიკულ-კომედიური მსახიობი. ჩახავას შემოქმედებისათვის დამახასიათებელია ღრმა ფსიქოლოგიზმი, სცენური მოხდენილობა, ნატიფი გემოვნება, ღრმა განცდა, გრძნობათა სიმართლე და უშუალობა. ჩახავა მაღალი ოსტატობით ქმნიდა ერთმანეთისაგან სრულად განსხვავებულ სახეებს. აღსანიშნავია ჯენევრა (ჯ. გოუსა და ა. დიუსოს „ღრმა ფესვები“), ნადია (გორკის „მტრები“), გაიანე (ი. მოსაშვილის „ჩაძირული ქვები“, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1951), ლიდა პლახა (ი. ფუჩიკის „ადამიანებო, იყავით ფხიზლად!“), ამარანტა (ჯ. ფლეჩერის „ესპანელი მღვდელი“), ფეფელა (გ. სუნდუკიანის „პეპო“), ოფელია, მარგარიტა (შექსპირის „ჰამლეტი“, „რიჩარდ III“), მარია (გარსია ლორკას „ბერნარდა ალბას სახლი“) და სხვა. გადაღებულია ფილმებში: „ჭრიჭინა“ (ცქრიალა), „ბაში-აჩუკი“ (მელანო), „მანანა“ (მეეზოვე), „ნინო“ (ნინო), „გლახის ნაამბობი“ (თამრო), „მხიარული რომანი“ (სოფიო) და სხვ.

მედეა ჩახავას მინიჭებული ჰქონდა საპატიო ნიშნის ორდენი და ორი მედალი. საქართველოს სსრ-ის VI მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.[1] 2006 წელს კი რუსთველის თეატრის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს მეექვსე მოწვევის არჩეულ დეპუტატთა სია (doc doc-ფორმატი). parliament.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-29. ციტირების თარიღი: 2021-02-14.
  2. საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1955. № 1. გვ. 24.
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
მედეა ჩახავა
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?