For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for მაკრონ-ჰენიოხთა სამეფო.

მაკრონ-ჰენიოხთა სამეფო

მაკრონ-ჰენიოხთა სამეფო

 

 

ახ.წ. I–II საუკუნე — III–IV სს.
 


სამეფოს საზღვრები პტოლემეს მიხედვით
დედაქალაქი ზილკალე
ენა ზანური
რელიგია წარმართობა
მოსახლეობა ჭანები
მმართველობის ფორმა მონარქია

მაკრონთა (მახელონთა) და ჰენიოხთა სამთავრო[1][2][3][4] (ბერძ. Μαχέλωνες και Ηνίοχοι; საშ.-სპარს. Sigān) — ჭანთა[5] ადრეკლასობრივი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი.[6] ჩამოყალიბდა კოლხეთის სამეფოს დაშლის შედეგად შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე, დღევანდელი ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთის რიზეს პროვინციის ტერიტორიაზე.

II ს.-ის დასაწყისში მაკრონთა და ჰენიოხთა გაერთიანების საზღვარი ვიწედან ოფამდე ვრცელდებოდა. სამთავროს ცენტრი ათინას ჩრდილოეთით მდ. პრიტანისზე (თურქ. Fırtına Deresi) მდებარეობდა, რომელიც, პ. ინგოროყვას ვარაუდით, ცნობილია „ძველი ტრაპიზუნტის“ სახელით,[2] ხოლო სინკლერის ლოკალიზაციით, ეს უნდა ყოფილიყო ზილკალე ან, ნაკლებად სავარაუდოდ, ჯამლიჰემშინი.[7]

III–IV საუკუნეებში სამთავროს გაფართოების შედეგად ჩრდილოეთ საზღვარმა ჭოროხამდე (აფსარამდე), ხოლო სამხრეთით სურმენემდე (ჰისოსამდე) მიაღწია.[2]

V ს-ის ანონიმური ავტორის თანახმად: „მდინარე არქაბისისიდან მდინარე ოფიუნტამდე ...ახლა ცხოვრობენ მაქელონები და ჰენიოხები“. მდ. ოფი, რომელიც არიანესთან კოლხების და სანების-ჭანების ურთიერთგამყოფი იყო, ანონიმთან მაკრონ-ჰენიოხთა სამხრეთ საზღვრად გვევლინება. ჩრდილოეთ საზღვარი, ანონიმის მიხედვით, მდ. არქაბისია.[8]

კოლხეთის სამეფოს დაცემის შემდეგ, სამხრეთ კოლხეთის ზღვისპირა რაიონებში მთიელების ჩამოსახლება იწყება. ტრაპეზუნტის აღმოსავლეთით მცხოვრები ადგილობრივი ჭანური წარმომავლობის მახელონ-მაკრონების გვერდით გაბატონდნენ ასევე, სავარაუდოდ, ჭანური წარმომავლობის ჰენიოხები, რომლებიც ძვ. და ახ. წელთაღრიცხვის მიჯნაზე,[5] აღმოსავლეთით მდებარე მთიანეთიდან უნდა ჩამოსახლებულიყვნენ.[9] მათი ერთი ნაკადი შეუერთდა ტრაპეზუნტის მახლობლად მცხოვრებ სანებს (ჭანებს) და მათთან ერთად ჩამოაყალიბა ტომთა კავშირი. პლინიუსი (23/24–79) აღნიშნავს, რომ მდ. პიქსიტეს (ლათ. Pyxites) იქით ცხოვრობენ „სანი-ჰენიოხები“[5] (ლათ. gens Sannorum Heniochorum[10]), რომლებიც 58 წლისთვის, ტაციტუსის თქმით, თავს დასხმიან სომხეთს და ამით დახმარება აღმოუჩენიათ კორბულონისთვის.[11] ახ. წ. 69 წელს ადგილობრივმა ტომებმა ტრაპეზუნტი დაარბიეს. ჰენიოხთა მეორე ნაკადის ჰეგემონობით,[12] ამავე დროს ყალიბდება მახელონთა (მაკრონთა) და ჰენიოხთა ძლიერი პოლიტიკური გაერთიანება, რომელმაც ხელთ იგდო კონტროლი მნიშვნელოვან ზღვისპირა მონაკვეთზე ტრაპეზუნტის აღმოსავლეთით.[13].

II საუკუნეში სამთავროს მმართველად სახელდება მეფე ანქიალეა (ბერძ. Αγχίαλος), რომელიც 114–115 წლებში, მონაწილეობდა რომის იმპერატორის ტრაიანეს ლაშქრობაში პართიის წინააღმდეგ. დიონ კასიუსის თანახმად, ტრაიანემ სატალაში საჩუქრები უძღვნა „ჰენიოხებისა და მახელონების მეფე ანქიალეს“.[14][5] იგივე მეფე ანხიალი მოხსენებული ჰყავს 134 წელს არიანეს,[2] რომელიც იმპერატორ ადრიანესადმი წერილში აღნიშნავს[5]:

ვიკიციტატა
„...ამათ (სანების) გვერდით არიან მაკრონები და ჰენიოხები, მათი მეფე ანქიალეა. მაკრონების და ჰენიოხების მეზობლები ძიდრიტები არიან, ესენი ფარსმანის ქვეშევრდომნი არიან. ძიდრიტების გვერდით ლაზები არიან. ლაზების მეფე მალასაა, რომელსაც ტახტი შენგანა აქვს მიღებული...“
(არიანე, მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო §11[15])

II საუკუნის შუა ხანებში ჭოროხის ხეობაში გაბატონებისთვის ებრძოდა იბერიის სამეფოს[16]. მაკრონ-ჰენიოხთა სამეფო რომის იმპერიის მოკავშირე იყო და უპირისპირდებოდა სომხეთის სამეფოს[16]. მათი წინააღმდეგობა მაკრონ-ჰენიოხთა მეფის მოკვლით დასრულდა, ხოლო შინა არეულობაში მყოფმა რომის იმპერიამ ვერ შეძლო მოკავშირისთვის დახმარების აღმოჩენა. ამგვარად სომხეთმა დაიკავა სპერი, ტაო და კოლა[16].

დიონ კასიუსის ცნობით, იმპერატორმა მარკუს ავრელიუსმა (161–181) სატრაპი ტირიდატი, რომელმაც აამხედრა სომხეთი და მოკლა ჰენიოხთა მეფე, ბრიტანეთში გადაასახლა.[5]

III საუკუნის დასაწყისში, აღნიშნული სამთავრო „მახელონიის“ სახელწოდებით სასანური ირანის დაქვემდებარებული ქვეყნების სიაში ჩანს. ამის შესახებ ვიგებთ სასანიანი მეფის შაპურ I-ის (242–272) წარწერიდან („Ka'ba-ye Zartosht“).[17][18]

III საუკუნის 80-იან წლების დასაწყისში სპარსელების პოზიცია რომთან დაპირისპირების შედეგად იმდენად შესუსტდა, რომ მათ დაკარგეს კონტროლი სომხეთზე. ამ დროსვე ან უფრო ადრე, სპარსეთმა დაკარგა „მახელონიაც“, რომელიც კვლავ რომაელთა გავლენის ქვეშ აღმოჩნდა.[19]

  1. ჯანაშია ს., საქართველოს ისტორია : უძველესი ხანიდან ჩვენს დრომდე, თბილისი: სახელმწიფო გამომცემლობა სასწ. პედაგოგიური სექტორი, 1940. — P. 55.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 ინგოროყვა, 1954, გვ. 205
  3. მელიქიშვილი, 1970, გვ. 376: „“მახელონებისა და ჰენიოხების სამეფო”, როგორც ვთქვით, სადღაც დღევ. რიზესა და ათინას რაიონში იმყოფებოდა“
  4. ინაძე, 1993, გვ. 395: „როგორც იმავე არიანეს ნაშრომიდან ირკვევა, ქ. ტრაპეზუნტის მახლობლად მოსახლე სანების (ჭანების) ქვეყნის გვერდით ახ. წ. II ს-ში არსებობდა მაკრონების (მახელონებისა) და ჰენიოხების სამთავრო, არიანე ასახელებს მათ მეფეს ანქიალეს, რომლის რეზიდენციის („სასახლის“) ადგილსამყოფელი მდ. პრიტანიდთან ყოფილა). როგორც საფიქრებელია, მაკრონების (მახელონების) და ჰენიოქების ეს სამთავროც ჭანურ ტომთა გაერთიანება იყო.“
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 მელიქიშვილი, 1970, გვ. 376
  6. მელიქიშვილი, 1970, გვ. 377
  7. Sinclair T. A., Eastern Turkey: an architectural and archaeological survey, ტ. II, London: The Pindar Press, 1989. — P. 167, ISBN 978-0-907132-33-2.
  8. მუსხელიშვილი, 1977, გვ. 83–84
  9. მელიქიშვილი, 1970, გვ. 371
  10. ინაძე, 1993, გვ. 394-395
  11. მელიქიშვილი, 1970, გვ. 372
  12. ინაძე, 1993, გვ. 396
  13. მელიქიშვილი, 1970, გვ. 379
  14. ლომოური, 1966, გვ. 135–136
  15. კეჭაყმაძე, 1961, გვ. 42
  16. 16.0 16.1 16.2 Kudava, Saitidze, 2018, გვ. 53
  17. მელიქიშვილი, 1970, გვ. 386–390
  18. ლომოური, 1966, გვ. 135–132
  19. მელიქიშვილი, 1970, გვ. 387
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
მაკრონ-ჰენიოხთა სამეფო
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?