For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for მაიმუნები.

მაიმუნები

მაიმუნები

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  პრიმატები
ქვერიგი:  Haplorrhini
ლათინური სახელი
Anthropoidea
ოჯახი

მაიმუნები (Anthropoidea) — ძუძუმწოვრების ქვერიგი პრიმატების რიგისა; აერთიანებს უმაღლესი ძუძუმწოვრების და ადამიანის ოჯახსაც. ბალნიანი საფარველი კარგადაა განვითარებული. სხეულის ზოგიერთ უბანზე ბალანი შეიძლება ძლიერ იყოს დაგრძელებული, რის შედეგადაც წარმოიქმნება ფაფარი, ულვაშები, წვერი, ფუნჯები (ყურებსა და კუდზე). უმრავლესობას სახე და ყურები ტიტველი აქვს. რიგ სახეობებს (პავიანებსა და სხვებს) აქვთ ძლიერ განვითარებული საჯდომი კორძები, რომლებიც მეტწილად მკვეთრი წითელია. მრავალი სახეობის მაიმუნებს (როზალია, ანთარი, მანდრილი, გვერეცა და სხვა) კაშკაშა შეფერილობა აქვს. ქალას ზომები (ტვინის ქალას და სახის ქალას ურთიერთშეფარდება) განსხვავებულია მაიმუნების ჯგიფების მიხედვით. ზოგს ქალაზე აქვს მაღალი ტროპები, რომლებსაც ემაგრება მძლავრი საღეჭი კუნთები. მაიმუნებს კარგად აქვთ განვითარებული მიმიკური კუნთებიც. კბილების რაოდენობა განსხვავებულია. კუჭი ჩვეულებრივ მარტივია, მხოლოდ თხელტანიანი მაიმუნების კუჭია რთული (ძირითადად მცენარეულობით კვებასთან დაკავშირებით). მარტივია მათი საშვილოსნოც. ბრმა ნაწლავი ყველას აქვს, ზოლო ჭიაყელა ნაწლავი - მხოლოდ ადამიანის მსგავს მაიმუნებს. მაიმუნებს დიდი თავის ტვინი აქვთ. განსაკუთრებით გამოირჩევა წინა ტვინი. გრძნობის ორგანოებიდან კარგად აქვთ განვითარებული მხედველობა და სმენა. თათები სატაცია. ორივე წყვილ კიდურზე ცერი უპირისპირდება დანარჩენ თითებს. თითებზე აქვთ ფრჩხილები. გამონაკლისს წარმოადგენენ მოთამაშე მაიმუნები, რომლებსაც ნამდვილი ფრჩხილი მხოლოდ ცერზე აქვთ. მაიმუნებს მკერდზე აქვთ ერთი წყვილი ძუძუ. მაომუნების უმრავლესობა მეხეურ ცხოვრებასაა შეგუებული. მაგოტი, პავიანები და სხვა მხოლოდ მიქაზე ბინადრობენ. უმრავლესობა ხროვებად ცხოვრობს, იკვებებიან მცენარეთა ნაყოფით, ფოთლებით,ნორჩი ყლორტებით, მწერებით, ჭიებით, ლოკოკინებით, ფრინველების კვერცხითა და მართვებით, ჭამენ აგრეთვე პატარ-პატარა ფრინველებსა და ძუძუმწოვრებს. მაიმუნების მაკეობის ხანგრძლივობა განსხვავებულია: უმდაბლესი მაიმუნების მაკეობა გრძელდება 4-5 თვემდე, გიბონებისა - 7 თვემდე, ადამიანის მსგავსი მაიმუნებისა - 275 დღემდე. ჩვეულებრივ შობენ თითო ნაშიერს. მოთამაშე მაიმუნები ხშირად შობენ 2-3 ნაშიერს. მაიმუნების უმრავლესობა სქესობრივად მწიფდება 3-5 წლისა, ადამიანის მსგავსი მაიმუნები - 7-10 წლისა. პატარა მაიმუნები 20-25 წლამდე ცოცხლობენ, დიდები - 40 წელს და მეტსაც. ტყვეობის (ზოოპარკის) პირობებში მაიმუნები ასე ხანგრძლივად იშვიათად ძლებენ. მაიმუნები ცნობილია პლეისტოცენიდან. მაიმუნების სისტემატიკის შესახებ მეცნიერთა შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. მაიმუნების ქვერიგში გაერთიანებულია 5 ოჯახი: მოთამაშე მაიმუნისებრნი, რომელთაგან აღსანიშნავია საგუინი, როზალია; კაპუცინისებრნი, რომელთაგან საყურადღებოა, რომელთაგან საყურადღებოა კაპუცინი, კოატა, ღრიალა მაიმუნები და სხვები. ორივე ოჯახის წარმომადგენლები გავრცელებული არიან ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. ანთრისებრნი ბინადრობენ აფრიკაში, აზიასა და გიბრალტარზე, მათ შორის აღსანიშნავია ანთრები, პავიანები, მაკაკები. ადამიანის მსგავსი მაიმუნების ოჯახშია გიბონები, შიმპანზე, გორილა და ორანგუტანი; გავრცელებული არიან ტროპიკულ აზიაში. ამავე ქვერიგს ეკუთვნის ადამიანების ოჯახი.

  • Соколов В. Е., Систематика млекопитающих, М., 1973;
  • ჯანაშვილი ა., ქსე, ტ. 6, გვ. 363, თბ., 1983
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
მაიმუნები
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?