For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for მადამ დე ლა ფაიეტი.

მადამ დე ლა ფაიეტი

მადამ დე ლა ფაიეტი
ფრანგ. Marie-Madeleine Pioche de La Vergne de La Fayette
დაბადების თარიღი 18 მარტი, 1634(1634-03-18)[1] [2] [3] [4]
დაბადების ადგილი პარიზი[5]
გარდაცვალების თარიღი 25 მაისი, 1693(1693-05-25)[5] [1] [2] [3] [6] [7] [8] [9] (59 წლის)
გარდაცვალების ადგილი პარიზი[5]
დასაფლავებულია სენ-სულპისის ეკლესია
ფსევდონიმი Madame de la Fayette
საქმიანობა მწერალი[4] [10] , სალიტერატურო სალონის მფლობელი, რომანისტი, ისტორიკოსი, კორესპონდენტი და ფრეილინა
ენა ფრანგული ენა
მოქალაქეობა საფრანგეთი
Magnum opus La Princesse de Clèves, The Princess of Montpensier, Q17461985? და Q17352512?
ხელმოწერა

მარი-მადლენ პიოშ დე ლა ვერნი, გრაფინია დე ლა ფაიეტი (ფრანგ. Marie-Madeleine Pioche de La Vergne) უფრო ცნობილი, როგორც მადამ დე ლა ფაიეტი (Madame de La Fayette; დ. 18 მარტი, 1634 — გ. 25 მაისი, 1693) — ფრანგი ქალი მწერალი; არის ავტორი რომანისა კლევის პრინცესა, რომელიც პირველ ფრანგულ ისტორიულ რომანად შეიძლება ჩაითვალოს. ლიტერატურაში კლევის პრინცესა ერთი-ერთი ყველაზე ადრეული რომანების სიას მიეკუთვნება.

მარი დე ლა ვერნი პარიზში შეძლებული აზნაურების ოჯახში დაიბადა. 16 წლის ასაკში იგი დედოფალ ანა ავსტრიელის საპატიო მხლებელი ქალი გახდა და აქვე დაიწყო ლიტერატურული განათლების მიღება. მას იტალიურ და ლათინურ ენებზე ლექციებს ჟილ მენაჟი უკითხავდა. დე ლა ვერნს სწორედ მენაჟმა გააცნო იმ დროინდელი სალონური შეხვედრები. ასევე შეახვედრა დიდებულებთან — მადამ დე რამბუიესა და მადლენ დე სკუდერისთან. მალე ყმაწვილი დე ლა ვერნის მამა, მარკ პიოშ დე ლა ვერნი გარდაიცვალა. დედამ კი რენო დე სევინიეზე იქორწინა. მამობილის ოჯახში შეხვდა მადამ დე სევინიესაც, რომელიც მისთვის ბოლომდე უძვირფასეს და უახლოეს მეგობრად დარჩა.

1655 წელს დე ლა ვერნი გრაფ დე ლა ფაიეტთან შეუღლდა. გრაფი დაქვრივებული დიდებული გახლდათ და მეუღლეზე თვრამეტი წლით უფროსი უნდა ყოფილიყო. გრაფ და გრაფინია დე ლაფაიეტებს ორი ვაჟი შეეძინათ. ისინი ერთად ეწვეოდნენ ოვერნისა და ბურბონის მამულებს, თუმცა გრაფინია ხშირად ბრუნდებოდა პარიზში, სადაც მან საკუთარი გავლენით შექმნა და წარმატებით უხელმძღვანელა სალონურ საზოგადოებებს. ამავე პერიოდში ლუიზ დე ლა ფაიეტი (1618–1665) გრაფი დე ლა ფაიეტის და, საფრანგეთის ხელმწიფის ლუი XIII– ის რჩეული გახლდათ. სალონურ საზოგადოებებთან და დიდგვაროვანთა წრეებთან კავშირმა მადამ ლა ფაიეტს უამრავი ფრანგი, თუ უცხოელი დიდგვაროვანი და გავლენიანი პიროვნება გააცნო.

მარი დე ლაფაიტის La Princesse de Clèves, კლევის პრინცესა(1678)

გრაფინია 1659 წელს პარიზში მუდმივად საცხოვრებლად გადავიდა. 1662 წელს ლა ფაიეტმა ანონიმურად გამოაქვეყნა მისი პირველი რომანი სახელწოდებით La Princesse de Montpensier. 1665 წელს გაიცნო და ახლო ურთიერთობა დაამყარა ფრანგ ფილოსოფოსთან და მორალისტთან ფრანსუა დე ლა როშფუკოსთან, მაქსიმების ავტორთან. სწორედ ლა როშფუკოს მეშვეობით გაიცნო მათი თანამედროვე მრავალი ლიტერატურული მნათობი. მათ შორის, რასინი და ბუალო. 1669 წელს გამოიცა პირველი ტომი რომანისა Zaïde, ხოლო საზოგადოებამ მეორე ტომი მხოლოდ 1671 იხილა.

მადამ დე ლა ფაიეტის ყველაზე ცნობილი რომანია კლევის პრინცესა, რომელიც პირველად ანონიმურად გამოიცა 1678 წლის მარტში. ეს ნაწარმოები ერთ-ერთი უდიდესი წარმატებაა ფრანგული ლიტერატურისათვის. კლევის პრინცესა ხშირად ითვლება პირველ ნამდვილ ფრანგულ რომანად და ადრეული ფსიქოლოგიური რომანის პროტოტიპად.

თავისი ბიოგრაფიის განმავლობაში მადამ დე ლაფაიეტი ასევე მსახურებდა მარია ჯოვანა ბატისტა სავოიელ-ნემურელის დიპლომატიურ აგენტად ლუი XIV-ს კარზე.

1680 წელს გრაფინიას მეუღლისა და ლა როშფუკოს გარდაცვალებამ მომდევნო წლებში მადამ დე ლაფაიეტის საზოგადო ცხოვრებიდან ჩამოშორებას შეუწყო ხელი. უკვე გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა მისი სამი ნაშრომი: La Comtesse de Tende (1718), Histoire d'Henriette d'Angleterre (1720) და Memoires de la Cour de France (1731).

მარი-მადლენ პიოშ დე ლა ვერნი მარკ პიოშისა და იზაბელა პენის უფროსი ქალიშვილი იყო. მარი-მადლენის მამა მეფის წული, აგრეთვე კარდინალ რიშელიეს ძმისშვილის, ჟან არმან დე მაი-ბრეზის აღმზრდელი პედაგოგი გახლდათ.

მადამ დე ლა ფაიეტი 1634 წლის 18 მარტს, სენ-სულპისის ეკლესიაში მონათლ საფრანგეთის მარშალმა ურბან დე მაილე-ბრეზემ და აიგუილონის ჰერცოგინიამ, მარი მადლენ დე ვინიერომ.

მისი ქორწინებაცა და დაკრძალვაც სწორედ სენ-სულპისის ეკლესიაში მოხდა.

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 FemBio database
  4. 4.0 4.1 The Fine Art Archive — 2003.
  5. 5.0 5.1 5.2 Deutsche Nationalbibliothek Record #118725939 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  6. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  7. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  8. GeneaStar
  9. Babelio — 2007.
  10. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
მადამ დე ლა ფაიეტი
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?