For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for ლუსიენ გრივზი.

ლუსიენ გრივზი

ლუსიენ გრივზი
Lucien Greaves
გრივზი 2016 წლის მარტში
დაიბადა
სხვა სახელებიდაგლას მესნერი (Douglas Mesner), დაგლას მისიკო (Douglas Misicko)[1]
საქმიანობასახალხო აქტივისტი
საიტიluciengreaves.com

დაგლას მესნერი (ინგლ. Douglas Mesner), უფრო ცნობილი, როგორც ლუსიენ გრივზი (ინგლ. Lucien Greaves)[2][3][4] — სახალხო აქტივისტი, სატანური ტაძრის თანადამაარსებელი (მალკოლმ ჯერისთან ერთად) და წარმომადგენელი.[5][6][7][8]

გრივზი დაიბადა მიჩიგანის შტატის ქალაქ დეტროიტში, ამერიკის შეერთებულ შტატებში.[4] დედამისი იყო პროტესტანტი, რომელსაც იგი კვირის სკოლაში დაჰყავდა.[9] შეისწავლა ნეირომეცნიერება ყალბი მოგონების სინდრომის განხრით.[10]

გრივზმა შეერთებული შტატების მრავალ უნივერსიტეტში განიხილა სატანიზმის, სეკულარიზმისა და სატანური ტაძრის საკითხები,[11][12][13] და მიიწვიეს ამერიკელ ათეისტთა,[14] ამერიკელ ჰუმანისტთა ასოციაციისა[15] და სეკულარ სტუდენტთა ალიანსის მიერ მოწყობილ კონფერენციებზე.[16]

გრივზმა გადამწყვეტი როლი შეასრულა ბავშვთა დაცვისა და სკოლის შემდგომი სატანური ჯგუფის პროექტების, აგრეთვე, რელიგიის თავისუფლებასა და ეკლესიისა და სახელმწიფოს განცალკევებასთან დაკავშირებული მრავალი პოლიტიკური დემონსტრაციისა და ლეგალური მოქმედებების ორგანიზებაში.[17][18]

მისი თქმით, სასიკვდილო მუქარა მრავალჯერ მიიღო, ხოლო თავის კანონიერ სახელს ოჯახის წევრთა უსაფრთხოების გამო არ იყენებს.[4][19]

ინტერვიუში გრივზმა განიხილა, თუ როგორ დაიბადა სატანური ტაძრის იდეა. მან და თავისმა კოლეგებმა სატანური ტაძარი შეადარეს ეკლესიისა და შტატის დავისთვის გამიზნულ „საწამლავ აბს“. მათი იდეა იყო, რომ იქ, სადაც ტრადიციულმა რელიგიებმა უფლებები და პრივილეგიები მოიპოვა, სატანისტებს შეეძლოთ რელიგიური ნორმის ამჟამინდელი გაგების განვრცობა.[3] გრივზი და სატანური ტაძრის მიმდევრები სატანას არ ეთაყვანებიან და არც მისი არსებობის სწამთ; ამის ნაცვლად, თანამედროვე სატანური რწმენები ყურადღებას ამახვილებს პირად სუვერენობაზე, დამოუკიდებლობასა და არჩევანის თავისუფლებაზე.[3]

გრივზმა მონაწილეობა მიიღო 2019 წლის დოკუმენტურ ფილმში „Hail Satan?“ (ქართ. „დიდება სატანას?“), რომელიც სატანური ტაძრისა და რელიგიის თავისუფლების შესახებაა.[10] მან დაწერა ლა კარმინას წიგნის „სატანიზმის პატარა წიგნი“ (ინგლ. The Little Book of Satanism) წინასიტყვაობა. წიგნი Simon & Schuster-მა 2022 წლის 25 ოქტომბერს გამოსცა.[20][21]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


  1. Manganis, Julie. (2018-05-30) Satanic Temple cries foul over Twitter treatment. ციტირების თარიღი: 16 დეკემბერი, 2019
  2. Miller, Matt (21 ნოემბერი, 2015). „Why the Satanic Temple Is Opening Its Doors to American Muslims“. Esquire. ციტირების თარიღი: 3 დეკემბერი, 2015. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  3. 3.0 3.1 3.2 Bugbee, Shane. (31 ივლისი, 2013) Unmasking Lucien Greaves, Leader of the Satanic Temple. Vice. ციტირების თარიღი: 11 ნოემბერი, 2022
  4. 4.0 4.1 4.2 Lucien Greaves of the Satanic Temple. Detroit Metro Times (27 მაისი, 2014). ციტირების თარიღი: 2 დეკემბერი, 2015
  5. Oppenheimer, Mark. (11 ივლისი, 2015) A Mischievous Thorn in the Side of Conservative Christianity. ციტირების თარიღი: 8 ნოემბერი, 2021
  6. Ebrahimji, Alisha. (22 ივლისი, 2020) The Satanic Temple is offering 'Devil's Advocate Scholarship'. ციტირების თარიღი: 8 ნოემბერი, 2021
  7. Satanic Temple cofounder accuses Boston City Council of discrimination - The Boston Globe. ციტირების თარიღი: 8 ნოემბერი, 2021
  8. Brady, Tara. „Hell yeah! How the satanists became the good guys“. The Irish Times. ციტირების თარიღი: 8 ნოემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  9. After School Satan? Church-state group plays devil's advocate in public schools (18 ოქტომბერი, 2016).
  10. 10.0 10.1 A Satanic panic over church and state in Hail Satan? en (2019-05-01). ციტირების თარიღი: 2019-05-06
  11. Lucien Greaves, "The Satanic Temple and the Law" - University of Chicago Law School. ციტირების თარიღი: 8 ნოემბერი, 2017
  12. 'Satan at CU?' Student group brings Satanic Temple leader to Boulder campus (November 9, 2016). ციტირების თარიღი: November 8, 2017
  13. Satanic Temple co-founder promotes respect, secularism - The Utah Statesman (15 ოქტომბერი, 2017). ციტირების თარიღი: 8 ნოემბერი, 2017
  14. American Atheists Tackles Bible Belt for 2015 Convention - American Atheists (16 სექტემბერი, 2014). ციტირების თარიღი: 8 ნოემბერი, 2017
  15. Lucien Graeves. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 8, 2017. ციტირების თარიღი: ნოემბერი 8, 2017
  16. Lucien Greaves - Secular Student Alliance. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-11-08. ციტირების თარიღი: 8 ნოემბერი, 2017
  17. Oppenheimer, Mark (2015-07-10). „A Mischievous Thorn in the Side of Conservative Christianity“. The New York Times. ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2015-12-02.
  18. Marcotte, Amanda (2015-05-06). „Satanists Support Abortion Rights, Conservatives Freak Out“. Rolling Stone. ციტირების თარიღი: 8 ნოემბერი, 2017. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  19. Laycock, Joseph P. (2020). Speak of the Devil: How the Satanic Temple Is Changing the Way We Talk about Religion. New York, NY: Oxford University Press, გვ. 37, 72. ISBN 978-0-19-094849-8. 
  20. Carmina, La (25 ოქტომბერი, 2022). The Little Book of Satanism. Ulysses Press. ISBN 978-1646044221. 
  21. Religion Book Deals: February 9, 2022. Publishers Weekly (9 თებერვალი, 2022). ციტირების თარიღი: 27 ივლისი, 2022
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
ლუსიენ გრივზი
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?