For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for ლუინ დეივისის შიგნით.

ლუინ დეივისის შიგნით

„ლუინ დეივისის შიგნით“

ფილმის ჩეხური პოსტერი
დამდგმელი რეჟისორი ძმები კოენები
პროდიუსერი სკოტ რუდინი, ძმები კოენები
სცენარის ავტორი ძმები კოენები
როლებში ოსკარ აიზეკი
ხმის ოპერატორი სკიპ ლივსეი, გრეგ ორლოვი, პიტერ კიურლენდი
ოპერატორი ბრუნო დელბონელი
მონტაჟი ძმები კოენები
სტუდია
  • StudioCanal
  • Anton Capital Entertainment
  • Scott Rudin Productions
  • Mike Zoss Productions
დისტრიბუტორი
  • CBS Films (აშშ)
  • StudioCanal (ბრიტანეთი და საფრანგეთი)
გამოსვლის თარიღი 6 დეკემბერი, 2013
ხანგრძლივობა 105 წთ
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 11 მილიონი აშშ დოლარი[1]
შემოსავალი 33 მილიონი აშშ დოლარი[2]

ლუინ დეივისის შიგნით“ (ინგლ. Inside Llewyn Davis) — ძმები კოენების 2013 წლის ფილმი. ფილმი აღწერს გამოგონილი ფოლკ-მუსიკოსის, ლიუინ დეივისის ყოფას. ის ეძღვნება ცნობილ ამერიკელ ფოლკ-მუსიკოს დეივ ვან რონკს და დაფუძნებულია მის მემუარებზე, რომელიც 2005 წელს გამოსცა. ფილმმა მიიღო კანის კინოფესტივალის გრან პრი.

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

მოქმედება ვითარდება ნიუ-იორკში 1950-იანი წლების ბოლოს. ლუინ დეივისი ნიჭიერი ფოლკ-მომღერალია კუინზიდან. მას თავი გრინვიჩ ვილიჯის კლუბებში გამოსვლითა და რადიო ჩაწერებით გააქვს. დეივისი უსახლკარო და უფულოა, სიყვარულშიც არ უმართლებს და ოჯახთანაც კავშირი თითქმის გაწყვეტილი აქვს. ღამეს ებრაელი მეგობრის ოჯახში ათევს, სანაცვლოდ კი მათ კატას უვლის, მიუხედავად იმისა, რომ კატებს ვერ იტანს.

თავის დროზე დეივისმა პარტნიორთან ერთად სიმღერა ჩაწერა, რომელიც ჰიტად იქცა. შემდეგ მისი პარტნიორი ვაშინგტონის ხიდიდან გადახტა და თავი მოიკლა. ლუინი დეპრესიული და უხეში გახდა. დეივისს მხოლოდ ერთი ალბომი აქვს ჩაწერილი, რომელსაც სახელად „ლუინ დეივისის შიგნით“ ჰქვია. ალბომი დეივისმა მოხუცი აგენტის, მელის მეშვეობით ჩაწერა. დეივისის იმედი ჩიკაგოში მყოფი პროდიუსერი ბად გროსმანია. დეივისი მასთან მიემგზავრება, რათა ალბომი მოასმენინოს.

ფილმის ინსპირაცია იყო დეივ ვან რონკის 2005 წელს გამოსული მემუარები. რონკმა 1963 წელს გამოუშვა ალბომი Inside Dave Van Ronk. მასზე გამოსახული იყო თავად ვან რონკი კატასთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ პერსონაჟი ლუინ დეივისი გამოგონილია, ფილმში გრინვიჩ ვილიჯში არსებული რეალური კლუბებია ნაჩვენები Gaslight Cafe და Gerde`s Folk City. ასევე რეალური პროტოტიპები ჰყავდათ ლუინის მეგობრებს, ჯიმსა და ჯინს. ეს იყო 1960-იანებში რეალურად არსებული დუეტი ჯიმი და ჯინი, რომელიც შედგებოდა ჯიმ გლოვერისა და ჯინ რეისაგან.

კანის 2013 წლის ფესტივალზე ფილმი გრან-პრით დაჯილდოვდა და ნომინირებული იყო ოქროს პალმის რტოზე. ფილმმა მიიღო ოსკარის ორი და ოქროს გლობუსისა და BAFTA-ს სამ-სამი ნომინაცია.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. მაიკლ ფილიპსი. (24 ოქტომბერი, 2013) When movies make the most of their budgets, it shows. Chicago Tribune. Tribune Company. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-01-13. ციტირების თარიღი: 12 იაანვარი, 2014
  2. Inside Llewyn Davis (2013). Box Office Mojo. IMDb. ციტირების თარიღი: 13 მარტი, 2014
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
ლუინ დეივისის შიგნით
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?