ლანთანოზუქი
ლანთანოზუქი | |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||
| |||||||||
ლათინური სახელი | |||||||||
Lanthanosuchus | |||||||||
|
ლანთანოზუქი (ლათ. Lanthanosuchus) — ნამარხი ამფიბიების გვარი. ჰქონდათ მოკლე (14 სმ სიგრძის), უხეში ბორცვებით დაფარული გაბრტყელებული თავი და არალაბირინთული კბილები. ყბებზე გარეთ მიმართული ძვლოვანი გამონაზარდები იყო განვითარებული. ქალას ფორმით, სასის აგებულებით, სატვინე კაფსულის სუსტი გაძვალებით ლანთანოზუქი უახლოვდება უძველეს ამფიბიებს; კბილების, ქალას სმენისა და კეფის მიდამოების აგებულებით კი — ძველ ქვეწარმავლებს. ცნობილია ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიის ზედაპერმული ნალექებიდან.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 121.
Text is available under the CC BY-SA 4.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.