For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for კრავ მაგა.

კრავ მაგა

კრავ მაგა
კრავ მაგა
კრავ მაგას გაკვეთილი ისრაელის მედესანტეების სკოლაში, 1955 წელს
ძირითადი მონაცემები
წარმოშობის ქვეყანა ისრაელის დროშა ისრაელი
დამაარსებელი იმრიხ ლიხტენფელდი
სპორტის სახეობის ჯგუფი კრივი, ჭიდაობა, აიკიდო, ძიუდო, კარატე და კაპაპი

კრავ მაგა — ისრაელის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალებისთვის შემუშავებული სამხედრო თავდაცვისა და საბრძოლო სისტემა.[1][2] თავდაცვის პრაქტიკაში ამ სისტემაში დღეისათვის საფრანგეთის, ბელგიის, აშშ-ის, შვეიცარიის, პოლონეთის, ესპანეთის და ისრაელის სპეციალურ ქვედანაყოფებში სრულყოფენ. ზუტ თარგანში კრავ მაგა “ახლო“ ანუ “ხელჩართულ ბრძოლას“ ნიშნავს.

კრავ მაგას საბრძოლო ხელოვნება ებრაელმა იმრიხ ლიხტენფელდმა (1910-1998 წ) დააარსა. იმრიხის მამა, სამუელი ახალგაზრდობაში მოჭიდავე და ცირკის აკრობატი იყო. თინეიჯერობის ასაკში პრესბურგში (შემდგომში ბრატისლავა, სლოვაკეთი), პოლიციაში ოპერატიულ თანამშრომლად მუშაობდა; აღნიშნულ სამსახურთან ერთად იგი ხელჩართულ ბრძოლასაც ასწავლიდა. მის მიერ გახსნილ სპორტ-სკოლა “ჰერკულესში“ კი ახალგაზრდებს ჯიუ-ჯიცუს და კრივის ვარჯიშებს უტარებდა. იმრიხმა ინტენსიური ვარჯიშები სწორედ მამის ხელმძღვანელობით დაიწყო. მონაწილეობდა შეჯიბრებებში და არც ქუჩაში ჩხუბს ერიდებოდა, სადაც პრონაცისტურად განწტობილ “გმირებს“ უსწორდებოდა. თანდათან ნიჭიერი ყმაწვილი, ბრუს ლის მსგავსად, ქუჩურ ბრძოლებში გამოიწრთო და ნამდვილ მებრძოლად ჩამოყალიბდა. 30-იან წლებში იმრიხმა სპორცმენებისგან ახალგაზრდა ებრაელთა თავდაცვის ჯგუფი ჩამოაყალიბა, რომელსაც ბრატისლავას ებრაულ რაიონში წესრიგის დაცვა ევალებოდა. ჯგუფის დავალება იყო ანტისემიტურ გამოსვლებისა და დარბევის მცდელობების განეიტრალება. 1936-1940 წლებში იმრიხი ფაშისტური ორგანიზაციის წევრების და მათი დამრბევი ბანდების წინააღმდეგ ასეულობით შეტაკებაში მონაწილეობდა. აღნიშნულ დროს მონაკვეთში მას ბევრჯერ მოუწია ჭიდაობისა და კრივის ილეთების გამოყენება და პრაქტიკამ ნათელი გახადა, თუ რომელი მათგანი ამართლებდა ქუჩურ ჩხუბში და რომელი არა. 1942 წელს იმრიხი ემიგრანტად პალესტინაში გადავიდა. პალესტინაში „ხაგანების“ (ებრაული თავდაცვის ძალები) რიგებში გაერთიანდა, რომლის მთავარ ამოცანასაც არაბებისგან ებრაული დასახლების დაცვა წარმოადგენდა. სწორედ აქ შეიცვალა იმრიხმა სახელი და ებრაულ მანერაზე „იმაი“ დაირქვა. ისრაელის სახელმწიფოს დაარსბიდან (1948 წ.) თითქმის თავისი სიცოცხლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით არმიის, პოლიციის და სპეცდანაყოფების მთავარი ინსტრუქტორი იყო. 20 წლის განმავლობაში იგი სრულყოფდა თავდაცვისა და ხელჩართული ბრძოლის ილეთებს ამუშავებდა. იმ პერიოდში კრავ მაგა ფართოდ განვითარდა. სამხედრო სამსახურიდან წასვლის შემდეგ, იმაიმ თავისი საბრძოლო სისტემის დახვეწა დაიწყო. გაიხსნა შესაბამისი სკოლები. შემოიღეს ოსტატობის დამადასტურებელი ფერადი ქამრების სისტემა. თავდაპირველად, კრავ მაგას ტექნიკური არსენალი კრივის, ჯიუ ჯიცუს და ჭიდაობის ილეთებით შემოიფარგლებოდა. ფეხიტ შეტევა და მისგან თავდაცვა სისტემაში არ გამოიყენებოდა. „ფეხით დარტყმები მე არ ვიცოდი და საერთოდ, ჩხუბის ასეთი მანერა ბინძურად და არაჯენტლმენურად მიმაჩნდა,“ - ამბობდა იმაი. თუმცა, როდესაც იგი კარატეს კარგად ფაეცნო, ფეხის ხმარების აუცილებლობაში დარწმუნდა და სისტემაში ახალი ილეთები შეიტანა. გარდა ამისა, კრავ მაგას ილეთების არსენალი კარატედან თითებით შეტევებმა, ხელის მტევნის გვერდითი ნაწილებით, მუშტის ქვედა, მუშტის ზედა მხრით და იდაყვით დარტყმებმა შეავსო. 80-იან წლებში იმაიმ უახლოეს მოსწავლესთან, იაილ იანოლოვთან ერთად ბრძოლის აღნიშნულ სტილს რეორგანიზაცია ჩაუტარა და ერთიან სისტემა ჩამოაყალიბა.

აღნიშნული საბრძოლო ხელოვნების ძირითადად იარაღს ხელით და ფეხით დარტყმები წარმოადგენს. უპირატესობა ენიჭება დგომაში ბრძლას. დისტანცია საშუალოა ან შორი (დაახლოებით გაშლილი ხელის ან ფეხის მანძილი). უმეტესად გამოიყენება ჩაკეტილი დგომები. ხელების მდგომარეობა ისეთივეა, როგორც კრივში. წინ დგომი ფეხის მუხლი ოდნავ შიგნით არის შებრუნებული (საზარდულის დასაცავად). თავი დახრილია და ყელს იცავს. მებრძოლი შეტევის დროსაც მაქსიმალურად ჩაკეტილია.

დარტყმები მიმართულია სხეულის სახიფათო წერტილებისაკენ. საუკეთესო სამიზნეებად ითვლება: საზარდული, ყელი, თვალები, მზისწნული, ნიკაპი, მუხლები, საფეთქელი. დაშვებულია სარმები, გდებები, ხელებზე მტკივნეული ილეთები, ახლო ბრძოლაში იდაყვით, მუხლით და თავით დარტყმები, კბენა და ა.შ. ჭიდაობისაგან განსხვავებით, დაწოლილ მდგომარეობაში ბრძოლის დროს გამოიყენება თითებით შეტევა თვალებზე, ყელში, საზარდულში დარტყმა და კბენა. მებრძოლის მთავარი მიზანს მოწინააღმდეგის თავიდან სწრაფად მოცილება და ფეხზე წამოდგომა წარმოადგენს.

აგრეთვე, კრავ მაგა ითვალისწინებს ცივი და ცეცხლსასროლი იარაღით შეტევის და მისგან თავდაცვის ტექნიკის შესწავლას.

კრავ მაგას საფუძვლებში შედის: საბაზო ტექნიკა, ილეთების ერთ სისტემაში თავმოყრის და ახალი ილეთების შექმნის პრინციპი, ფიზიკური ვარჯიშის წარმართვა, ფსიქოლოგიური მომზადების მეთოდები და ტაქტიკური პრინციპები.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Michael Joseph Legare (2016). When Things Seem Odd: Polly and the Internal Guardian, Friesen Press, ISBN 978-1-4602-7751-5
  2. Green, Thomas A. Martial Arts of the World: En Encyclopedia (en). ABC-CLIO. ISBN 978-1576071502. 
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
კრავ მაგა
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?