For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for კონსტანტინე (ქართლის ერისთავი).

კონსტანტინე (ქართლის ერისთავი)

კოსტანტინე
ქართლის ერისთავი
მმართ. დასაწყისი: 923
მმართ. დასასრული: 926
წინამორბედი: ივანე ტბელი
მემკვიდრე: ლეონ III
გარდ. თარიღი: 926
მამა: გიორგი II

კოსტანტინეაფხაზთა მეფის გიორგი II-ის ძე. ლეონტი მროველის „მატიანე ქართლისას“ მიხედვით ორმოცდამეათე მეფე ქართლისა, კოსტანტინე. ძე აფხაზთა მეფისა. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, ადარნასე II-ის შემდგომ გამეფდა მისი ძე სუმბატი. ქართველთა ამ ჟამს გარდმოვიდა გიორგი მეფე აფხაზთა და მისცა ქართლი კონსტანტინეს, მის ძეს.

ხოლო იქმნა მეფედ შემდგომად ძე მისი სუმბატ ქართველთა ჟამსა ამას გარდამოვიდა გიორგი მეფე აფხაზთა და მისცა ქართლი კოსტანტინეს, ძესა თჳსსა (ხოლო ესე ქართველთა მეფენი ბაგრატიონნი დასხდიან ქართლის მეფედ და ოდეს მტერთა მიერ იძლეოდიან, ეპყრათ სამცხე, რომელ არს ზემო-ქართლი, ტაო, ჯავახეთი, თრიალეთი, სამშჳლდე, ხუნანის საერისთაონი, თჳნიერ გარდაბანისა და კლარჯეთს თჳსნი წილნი ციხე-ადგილნი და ჟამად სომხითიცა და შიდა-ქართლი)[1].

არამედ კოსტანტინე აფხაზთა მეფის ძემან იმეფა ქართლს სამი წელი, შემდგომად იწყო მტერობა მამისა თვისისა; ჰსცნა გიორგი მეფემან, მოვიდა და ვერ წინა-აღუდგა ძე მისი, ვინაჲდგან ტაოელნი ყოველნი მეფენი მოიწვია და ემწნენ ყოველნი ბოროტებისათვის კოსტანტინესა; არამედ კოსტანტინემ განამაგრა უფლი-სციხე; გარ-მოდგომილმან გიორგი მეფემან ვერ შემუსრა ციხე; შემდგომად აბირნა აზნაურნი გამოტყუებად კოსტანტინესად და ეტყოდნენ კოსტანტინეს: „ვინაჲდგან არს მეფე გარე აფხაზეთისა, გამოვედ, შენ გყოთ მუნ მეფედ.“ ხოლო იგი მრწმენელი გამოვიდა ტივით და მიეტევნენ შეპყრობად; ივლტოდა კოსტანტინე და დაიმალა ნაპრალსა კლდისასა; ჰპოვეს და მოჰგვარეს გიორგი მეფესა. (ხოლო მან გამოჰყვერა უთესლობისათვის და შემდგომად მოკვდა); აღიღო ციხეცა და წარვიდა[2].

ქვეყნის ცენტრალიზაციის მოწინააღმდეგე ქართლის მსხვილ აზნაურთა მხარდაჭერით აჯანყება მოაწყო დამოუკიდებელი სამეფოს შესაქმნელად, მაგრამ დამარცხდა. გიორგი II-ის ბრძანებით კოსტანტინე შეიპყრეს და აწამეს. იგი გარდაიცვალა უშვილოდ.

  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტომი 2, თბ., 1973;
  • ჯავახიშვილი ი. ქართველი ერის ისტორია, წიგნი 2, თბ., 1965
  • Анчабадзе З. В., Из истории средневековой Абхазии (VI-XVII вв.), Сухуми, 1959
  1. ვახუშტი ბატონიშვილი „საქართველოს ძველი ისტორია“, ბაგრატიონთა მეფობა: ნდ. მეფე ბაგრატ. ლდ წელი მეფა
  2. ლეონტი მროველი „მატიანე ქართლისა“: მეორმოცდაათე მეფე ქართლისა, კოსტანტინე. ძე აფხაზთა მეფისა
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
კონსტანტინე (ქართლის ერისთავი)
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?