For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for კონსტანტინე ჯაფარიძე.

კონსტანტინე ჯაფარიძე

კონსტანტინე ჯაფარიძე
დაბ. თარიღი 12 იანვარი, 1884(1884-01-12)
დაბ. ადგილი შარდომეთი, რაჭის მაზრა, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 1940
საქმიანობა პოლიტიკოსი
ალმა-მატერი ხარკოვის უნივერისტეტი

კონსტანტინე (კოწია) იასონის ძე ჯაფარიძე (დ. 12 იანვარი, 1884, შარდომეთი, ახლანდ. ონის მუნიციპალიტეტი — გ. 1940) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.

კონსტანტინე ჯაფარიძე დაიბადა 1884 წლის 12 იანვარს, რაჭის მაზრის სოფელ შარდომეთში. დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი.

1905 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის „მენშევიკების“ ფრაქციის წევრი. 1910-იან წლებში მუშაობდა ადვოკატად თბილისში. 1917 წელს აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წლის 12 მარტიდან აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით; იყო გარეშე საქმეთა და საკონსტიტუციო კომისიების წევრი. ასრულებდა საქართველოს დამფუძნებელი კრების უფროსი მდივნის მოვალეობას. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში, ცხოვრობდა მშობლიურ სოფელში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. დააპატიმრეს 1923 წლის დასაწყისში. 1926 წლის 31 ივლისს გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს განსაკუთრებულმა სათათბირომ 3 წლით გადასახლება მიუსაჯა. გადასახლებული იყო ენისეისკში. 1933 წლის 22 თებერვალს კვლავ დააპატიმრეს, ხოლო ამავე წლის 29 ოქტომბერს გაათავისუფლეს პატიმრობიდან. მცირე ხნის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში.

  • ირაკლი ხვადაგიანი. საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია. თბილისი, 2016, გვ. 482.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
კონსტანტინე ჯაფარიძე
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?