For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for კიკია მამულაიშვილი.

კიკია მამულაიშვილი

კიკია მამულაიშვილი
დაბ. თარიღი 7 ოქტომბერი, 1881
დაბ. ადგილი დვაბზუ, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი ივნისი, 1913
გარდაცვალების ადგილი ფამფალეთი
გარდაცვალების მიზეზი მკვლელობა
დაკრძალულია დვაბზუ
ეროვნება ქართველი
თანამშრომლობა დათიკო შევარდნაძე, ისაკი თოიძე
ცნობილია, როგორც ფირალი, ტერორისტი, რევოლუციონერი
მამა ნიკო მამულაიშვილი
იარაღი მაუზერი
მკვლელობების არეალი გურია

კიკია (იასონ) მამულაიშვილი (დ. 7 ოქტომბერი, 1881, დვაბზუივნისი, 1914, ფამფალეთი) — ქართველი ფირალი, ტერორისტი და რევოლუციონერი. იყო კარგი მსროლელი, ჩუბინი, იყენებდა მაუზერს, მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციაში.

მამაისი გადამდგარი ოფიცერი იყო, დედა — დიასახლისი. სწავლობდა ჯერ სოფლის სკოლაში, შემდეგ ოზურგეთის საქალაქო სასწავლებელში. აპირებდა სოხუმის სამხედრო სასწავლებელში ჩაბარებას. ამაში ეხმარებოდა ბიძაშვილი, მწერალი არსენ მამულაიშვილი. მამის და დის გარდაცვალების გამო სასწავლებელში ჩაბარება ვეღარ მოახერხა. მამულაიშვილი 1905 წლისთვის ჩაბმული იყო გურიის რევოლუციურ მოძრაობაში, დაუმეგობრდა დათიკო შევარდნაძესა და ისაკი თოიძეს. ერთხელ ლანჩხუთში მას თავს დაესხა ორი პოლიციელი, მაგრამ გადარჩა. მონაწილეობდა ნასაკირალის ბრძოლაში, სადაც ერთ-ერთი ვერსიით პირველმა ისროლა ყუმბარა.

კიკია მამულაიშვილი

1907 წელს წითელ პარასკევ ბაზარში თეოფილე მუხაშავრიასთან ერთად თავს დაესხა ოზურგეთის ურიადნკ დიმიტრი მგელაძეს, რომელსაც ხუთი ტყვია დაახალა. მგელაძეზე თავდასხმისთვის გაასამართლეს სხვა პირები: არონიშიძე, ფირცხალაიშვილი და გალოგრე. 1908 წელს იყო მისი დაჭერის მცდელობა, მაგრამ მამულაიშვილი სახლში ვერ ნახეს.[1]დვაბზუს მოსახლეობას უყვარდა მამულაიშვილი და იფარავდა მას პოლიციისგან. 1908 წელს მოკლა სანდრო გრეკოვი, რომელმაც ადრე ჟანდარმერიას აცნობა ბახვში გამართული საიდუმლო კრების შესახებ. 1908 წელს უთანხმოება მოუვიდა დვაბზუს ეკლესიის მღვდელ იონა ღლონტთან. მამულაიშვილმა ცოლად ითხოვა ღლონტის ქალიშვილი. მღვდელმა მას შვილის მითხოვებაზე უარი უთხრა, რის გამოც მამულაიშვილმა მღვდელი დაჭრა. მას კიდევ ერთხელ მოუვიდა კონფლიქტი დვაბზუს ეკლესიის მღვდელთან ტაძარში თამბაქოს მოწევის გამო. 1909 წლის 3 მაისს მან სასიკვდილოდ დაჭრა იონა ღლონტი. ერთი ვერსიით მამულაიშვილი დააპატიმრეს 1909 წელს და ის ციხიდან ან ეტაპიდან გაიქცა, თუმცა სხვა მოსაზრებით ამ დროს დაპატიმრებული იყო სხვა რევოლუციონერი, კალენიკე მამულაიშვილი.

კიკია მამულაიშვილმა რამდნეიმე მკვლელობა ჩაიდინა. მან დვაბზუში, ხალხის თანდასწრებით წამებით მოკლა პეგასია თოიძე, რომელსაც რევოლუციონერები ჯაშუშობას აბრალებდნენ. 1909 წლის დეკემბერშ, დათიკო შევარდნაძის სიკვდილის შემდეგ ასკანაში მისმა მეგობრებმა, კიკია მამულაშვილმა და სხვებმა მოიყარეს თავი. თავდაპირველად ისინი სტრაჟნიკებსა და პროსტავზე თავდასხმას გეგმავდნენ, მაგრამ ექვსი მოხელის მოკვლის შემთხვევაში სოფელს გადაწვა ელოდა და ამ გეგმაზე ხელი აიღეს. მიუხედავად ამისა, კიკია მამულაშვილი და ისაკი თოიძე 20 სექტემბერს სოფლის კანცელარიას თავს დაესხნენ და ორი სტრაჟნიკი მოკლეს, მათვე მოკლეს ფენია ჭელიძე. ფირალებმა შევარდნაძის საფლავზე მარსელიეზა იმღერეს, ზალპი მისცეს და დაიშალნენ.

1910 წელს ბახვში სიმონა დოლიძესთან ერთად მოკლა სამსონ ქიქოძე, რომელიც აპირებდა პოლიციისთვის გაემხილა ფირალების თავშესაფარი ბინა.[2]1910 წლის 17 ნოემბერს ესწრებოდა ვლადიმერ გოგუაძის მიერ გამართულ კრებას, სადაც 97 ფირალი მონაწილეობდა, სადაც გოგუაძე რსდმპ კომიტეტის სახელით ითხოვდა ფირალებისგან ყაჩაღობის შეწყვეტას. მელქისედეკ გუნთაიშვილთან ერთად მოკლა სოფიო დოლიძე, რომელსაც სიმონა დოლიძის და სხვა ფირალების გაცემა ბრალდებოდა.

მამულაიშვილი მოკლეს 1914 წელს (ზოგი ვერსიით 1912 ან 1913 წელს). ფირალების მდევარ მახარაძეს აცნობეს, რომ მამულაიშვილი სოფელ ფამფალეთში იმყოფებოდა. ორმხრივი სროლის დროს მამულაიშვილს ტყვია გაეჭედა მაუზერში და ინგუშმა სტრაჟნიკებმა ადგილზე დაცხრილეს.[3] ოზურგეთის მაზრის ადმინისტრაციამ უარი უთხრა მამულაიშვილის დედას, შვილის გვამის მშობლიურ სოფელში გადასვენებაზე, მაგრამ ამხანაგებმა ის ღამით ფარულად მაინც გადაასვენეს დვაბზუში. მის საფლავზე უთქვამთ ლექსი

ცხოვრების უსამართლობამ გაგიყვანა ბრძოოლის ველზე
ხელში გეპყრა ჩაგრულთ დროშა ილაშქრებდი ხალხის მტრებზე

  • მახარაძე, ი. (2008). „გურული ფირალები“. თბილისი: „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, გვ. 141-146. ISBN 978-9941-403-95-8. 
  • ხინთიბიძე, ა. (1938). „გურული ფირალები“. თბილისი: საქართველოს სამხარეთმცოდნეო საზოგადოება, გვ. 113-116. 
  1. გაზეთი „ეკალი“ N31 — 1908 წ.
  2. გაზეთი „ახალი გზით“ N 22 — 1910 წ.
  3. ჟურნალი "Огонек" N2 — 1914 წ.
გურიის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები გურიის შესახებ.
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
კიკია მამულაიშვილი
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?