For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for კვავლოს კოშკი.

კვავლოს კოშკი

კვავლოს კოშკი 2018 წელს.

კვავლოს კოშკი — კოშკი კახეთის მხარის ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთში, ნასოფლარ კვავლოს განაპირას, ჩრდილოეთით. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

კოშკი ხუთსართულიანია, ზემოთკენ შევიწროვებული. ნაშენია ფიქლით. წყობა მშრალია. ძეგლი დაზიანებულია: ჩამოშლილია მეორე, მესამე და მეოთხე სართულების გადახურვა, მთელ სიმაღლეზე დაბზარულია აღმოსავლეთ კედელი. კოშკში შესასვლელი I სართულზეა (5,8 X 5,8 მ) სამხრეთიდან. კარი თაღოვანია. აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში თითო სათოფურია. სართული გადახურულია შეკრული კამარით, რომელშიც მოწყობილია მეორე სართულზე ასაძრომი ხვრელი. მეორე სართულის სამხრეთ კედლის შუაში განიერი და მაღალი სარკმელია გაჭრილი. აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლების ჩრდილო კიდესთან თითო სათოფურია. ორი სათოფურია ჩრდილო კედლის დასავლეთ ნაწილში. მესამე სართულის სამხრეთ კედელში მცირე ზომის თაღოვანი სარკმელია, აღმოსავლეთ და ჩრდილო კედლებში – თითო სათოფური. კოშკის მეოთხე სართულის არქიტექტურული გადაწყვეტა მესამის ანალოგიურია. მეხუთე სართულის ოთხივე კედელში თითო შეისრულთაღოვანი მაღალი სარკმელია, რომელთა ქვედა ნახევარი, გარედან, ფიქლის კრონშტეინებზე დაყრდნობილი სწორკუთხა მაშიკულია მიდგმული. სართული გადახურულია შეკრული კამარით.

მეორე, მესამე და მეოთხე სართულების გადახურვა ხის კოჭებზე ყოფილა გამართული, შემორჩენილია კოჭების საყრდენი ბუდეები. გარედან კოშკს პირამიდისებრი საფეხუროვანი სახურავი ხურავს.

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად კოშკს 2006 წელს მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
კვავლოს კოშკი
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?