For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for კარლ კაუცკი.

კარლ კაუცკი

კარლ კაუცკი
გერმ. Karl Kautsky
დაბ. თარიღი 16 ოქტომბერი, 1854(1854-10-16)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7]
დაბ. ადგილი პრაღა[8] [9] [10] [7]
გარდ. თარიღი 17 ოქტომბერი, 1938(1938-10-17)[8] [1] [2] [3] [4] [10] [11] [5] [12] [6] [7] (84 წლის)
გარდ. ადგილი ამსტერდამი[8] [10] [7]
დასაფლავებულია Westerveld
მოქალაქეობა ავსტრია-უნგრეთის იმპერია
გერმანიის იმპერია
 გერმანია
საქმიანობა პოლიტიკოსი[13] , ფილოსოფოსი, ეკონომისტი და ჟურნალისტი
ალმა-მატერი ვენის უნივერსიტეტი, Akademisches Gymnasium და Stiftsgymnasium Melk
მეუღლე ლუიზა კაუცკი
მამა იოჰან კაუცკი
დედა Minna Kautsky
შვილ(ებ)ი Karl Kautsky, Benedikt Kautsky, Felix Kautsky და Sophie Kautsky
ხელმოწერა

კარლ იოჰან კაუცკი (გერმ. Karl Kautsky; დ. 16 ოქტომბერი, 1854, პრაღა — გ. 17 ოქტომბერი, 1938, ამსტერდამი) — მარქსიზმის თეორეტიკოსი, ფილოსოფოსი, ჟურნალისტი, გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიისა და მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის ლიდერი.

დაიბადა საშუალო კლასის წარმომადგენელ ავსტროჩეხურ ოჯახში. უმაღლესი განათლება ვენის უნივერსიტეტში მიიღო, სადაც ისტორიას, ფილოსოფიასა და ეკონომიკას სწავლობდა. 1875 შეუერთდა ავსტრიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას. 1880-იან წლებში დაუახლოვდა გერმანულ სოციალ-დემოკრატიულ ჯგუფებს. 1883 წელს შტუტგარტში დააფუძნა სოციალისტური გამოცემა „Die Neue Zeit“. შემდგომ წლებში დაუახლოვდა ფრიდრიხ ენგელსსა და გარკვეული პერიოდი ლონდონში ეწეოდა თეორიულ მუშაობას. 1891 წელს აუგუსტ ბებელთან და ედუარდ ბერნშტაინთან ერთად შეიმუშავა გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ძირითადი საპროგრამო დასაყრდენი, რომელიც „ერფრუტის პროგრამის“ სახელითაა ცნობილი. ენგელსის გარდაცვალების შემდეგ, კაუცკი მიიჩნეოდა ყველაზე ცნობილ მარქსისტ თეორიტიკოსად. 1890-იან წლებში არ გაიზიარა ედუარდ ბერნშტეინისეული მარქსიზმის რევიზიონისტული შეხედულებები და დაიცვა კლასობრიობის პრინციპი. XX საუკუნის 90-იან წლებში, კარლ კაუცკისთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა ქართული სოციალ-დემოკრატიის ლიდერ ნოე ჟორდანიას. კაუცკი თავის თეორიულ ნაშრომებში მკაცრად იცავდა მცირე ერთა თვითგამორკვევის პრინციპებსა და მათთვის დამოუკიდებლობის მინიჭებას უჭერდა მხარს. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას, კაუცკი ეთანხმებოდა რაიხსტაგში გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრების მიერ ომის კრედიტის მხარდაჭერას, იმპერიული რუსეთის დამარცხებისა და თავდაცვის მიზნით, თუმცა რამდენიმე თვეში, როდესაც ომის მიზნები თვალნათელი გახდა, ის აქტიურ ანტისაომარ პროპაგანდას ეწეოდა. მსოფლიო ომის შემდეგ, მხარს უჭერდა დამოუკიდებელ სოციალ-დემოკრატიულ და სოციალ-დემოკრატიული პარტიების რევოლუციურ მთავრობას. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, კაუცკი მხარს უჭერდა იმპერიების ნგრევის შედეგად წარმოქმნილ სახელმწიფოებსა და მათ განვითარებას.

აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს საერთაშორისო აღიარების პროცესს, ეხმარებოდა ქართულ დელეგაციას გერმანიაში. 1920 წლის სექტემბერსა და დეკემბერში კარლ კაუცკი, როგორც მეორე სოციალისტური-ინტერნაციონალის ლიდერი, საქართველოში იმყოფებოდა. ის დელეგაციის სხვა წევრებთან შედარებით, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, გვიან ეწვია საქართველოს. საქართველოში ვიზიტის დროს მონაწილეობა მიიღო არაერთ მიტინგსა და გამოსვლაში. მრავალჯერ მიმართა საქართველოს მოქალაქეებს. დაესწრო სახალხო უნივერსიტეტის გახსნას, გვარდიის ყრილობას, ეკონომიკურ თათბირებს, შეხვდა რკინიგზელებს და დაესწრო სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომას, სადაც წარმოთქვა სიტყვები: „საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან მე უფრო დაახლოებულად ვგრძნობ თავს, ვიდრე რომელიმე სოციალისტურ პარტიასთან ევროპაში.“ ვიზიტის ბოლოს კი საქართველოს თავდაცვის ფონდს მეუღლესთან ლუიზ კაუცკისთან ერთად შესწირა ძვირფასეულობა. საქართველოში ვიზიტისას, ადგილზე დაკვირვებების საფუძველზე, არაერთი ნაშრომი შექმნა სოციალ-დემოკრატიული პოლიტიკური მოდელის განხორციელების შესახებ. ნაშრომებში, ქართულ მოდელზე დაყრდნობით, უპირისპირდება საბჭოთა მოდელს და აკრიტიკებს ლენინის ხედვებს.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ, მხარს უჭერდა დამოუკიდებლობის აღდგენისათვის ბრძოლას, პრესისა და წიგნების გვერდებზე აკრიტიკებდა საბჭოთა რეჟიმს. 1929 წელს, დავით შარაშიძის წიგნს „ჰ. ბარბიუსი, საბჭოები და საქართველო“ გაუკეთა შესავალი სახელწოდებით – „საქართველო და მისი ჯალათები“. პოლიტიკურ დახმარებას უწევდა დევნილობაში მყოფ საქართველოს მთავრობას. XX საუკუნის 20-იან და 30-იან წლებში ეწეოდა თეორიულ საქმიანობას, აკრიტიკებდა საბჭოთა პოლიტიკურ სისტემას, დასავლურ კაპიტალიზმსა და გერმანიის პოლიტიკურ მდგომარეობას. ჰიტლერის რეჟიმის კრიტიკის და ებრაული ფესვების გამო, გერმანიის დატოვება მოუხდა და თავი ნიდერლანდებს შეაფარა. მისი შვილი ბენედიქტი, 7 წლის განმავლობაში ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში იმყოფებოდა. კარლ კაუცკის მეუღლე ლუიზა აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში დაიღუპა, თავად კი ამსტერდამში გარდაიცვალა.

  • ირემაძე ი., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 218.
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  5. 5.0 5.1 Internet Philosophy Ontology project
  6. 6.0 6.1 Большая российская энциклопедияМосква: Большая российская энциклопедия, 2004.
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 Encyklopedie ČSSD
  8. 8.0 8.1 8.2 Каутский Карл // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  9. https://www.marxists.org/subject/women/authors/kautsky-luise/works/postscript.htm
  10. 10.0 10.1 10.2 Czech National Authority Database
  11. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  12. Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  13. http://www.britannica.com/EBchecked/topic/313494/Karl-Kautsky
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
კარლ კაუცკი
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?