For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for კალათბურთი.

კალათბურთი

ქალ კალათბურთელთა მატჩი.

კალათბურთი — გუნდური სპორტის სახეობა, რომელშიც ორი გუნდი, თითოეულში ხუთი მოთამაშით ცდილობს ქულები მოაგროვოს მოწინააღმდეგის კალათში ბურთის მოხვედრით ორგანიზებული წესების მიხედვით.

1891 წელს სპრინგფილდის (მასაჩუსეტსი, აშშ) კოლეჯის ანატომიის მასწავლებელმა ჯეიმზ ნეისმიტმა დაამუშავა პირველი წესები და 1891 წლის დეკემბერს პირველი მატჩიც მოაწყო. მალე ახალი თამაში მთელმა ამერიკამ აღიარა, მოგვიანებით კი დანარჩენმა მსოფლიომაც გაიცნო.

მოედანი, ბურთი, წესები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კალათბურთის ბურთი

კალათბურთის სათამაშოდ იყენებენ მოედანს, რომლის ზომაა 28X15 მ. პირითი ხაზების შუა ადგილას სპეციალურ დგარებში დაყენებულია ფარები, რომლებზეც დამაგრებულია ლითონის რგოლებზე დაკიდებული უძირო ბადეები (კალათები). მანძილი იატაკსა და კალათს შორის 305 სმ-ია, თვითონ ფარის ზომებია 180X105 სმ ან 120X80 სმ, ასევე არსებობს ქუჩის კალათბურთის ფარი და სამოყვარულო კალათბურთის ფარი, რომლის ზომებიც განსხვავებულია. კალათის დიამეტრი 45 სმ-ია. ფარის წინ 625-ანი რადიუსით შემოსაზღვრულია 3-ქულიანი ტყორცნის არე და საჯარიმო ზონა. კალათბურთს თამაშობენ ტყავის, სინთეტიკური ტყავის ან სხვა სინთეტიკური მასალისაგან დამზადებული ბურთით. რომლის გარშემოწირულობა 74,5-78 სმ-ა, ხოლო მასა — 567-650 გრამი.

მოთამაშეთა რაოდენობა ყოველ გუნდში 5-5 კაცით განისაზღვრება. თამაშის დროს ჩაგდებული ბურთისათვის გუნდს ერიცხება 2 ან 3 ქულა, ყოველი რეალიზებული საჯარიმო ტყორცნისათვის 1 ქულა, გამარჯვებულია ის გუნდი, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს. შეხვედრა შედგება ოთხი 10-წუთიანი (სუფთა დრო) მეოთხედისგან. მეოთხედებს შორის შესვენება 2 წუთია. გამონაკლისია შესვენება მეორე და მესამე მეოთხედებს შორის, რომელიც 15 წუთი გრძელდება. მატჩის ფრედ დამთვრების შემთხვევაში ინიშნება დამატებითი 5-წუთიანი ტაიმი (ან ტაიმები), გამარჯვებულის გამოვლენამდე. დაშვებულია ნებისმიერი რაოდენობის შეცვლები. ყველა შეცვლილ მოთამაშეს უფლება აქვს დაბრუნდეს მოედანზე.

კალათბურთს ხელით თამაშობენ. დაშვებულია ბურთის ხელით ტარება, გადაცემა და ტყორცნა, როგორც ცალი, ასევე ორი ხელით. არ შეიძლება ორ ნაბიჯზე მეტის გადადგმა ბურთის დაუგდებლად, ბურთიანად ახტომა და დახტომა, მეტოქის საჯარიმო ზონაში სამ წამზე მეტხანს ყოფნა. გუნდს ბურთის მეტოქის ნახევარზე გადატანისათვის ეძლევა 8, ხოლო შეტევისათვის სულ — 24 წამი, რომლის გასვლის შემდეგ ბურთი მეტოქეს გადაეცემა. მწვრთნელს უფლება აქვს თითოეულ ტაიმში აიღოს ერთი წუთშესვენება (მეოთხეში — ორი). მოთამაშე ჯარიმდება ყველა ამ წესის დარღვევისათვის, აგრეთვე ბლოკირებისათვის და უხეში თამაშისათვის. მოთამაშე ჯარიმდება როგორც ჩვეულებრივი ჯარიმით, ასევე პერსონალური შენიშვნით. 5 პერსონალური შენიშვნის მიღების შემთხვევაში მოთამაშე ტოვებს მოედანს. ოთხი გუნდური შენიშვნის შემდეგ ყოველი ჯარიმა სრულდება საჯარიმო ტყორცნებით. ჩაგდებული საჯარიმო იძლევა 1 ქულას. თამაშის მსვლელობისას 2-ქულიან ზონიდან ჩაგდებული ბურთი ფასდება 2, ხოლო 3-ქულიანი ზონიდან ჩაგდებული - სამ ქულად.

საერთაშორისო ფედერაცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია (Federation Internationale de Basketball - FIBA) დაარსდა 1932 წლის ივნისს ქალაქ ჟენევაში. დამფუძნებელი ქვეყნები იყვნენ: არგენტინა, იტალია, ლატვია, პორტუგალია, რუმინეთი, საბერძნეთი, შვეიცარია და ჩეხოსლოვაკია. ამჟამად იგი აერთიანებს 212 ქვეყანას და 5 ზონალურ (კონტინენტალურ) კომისიას.

მნიშვნელოვანი ტურნირები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კალათბურთში, ისევე როგორც სპორტის ბევრ სხვა სახეობაში უმთავრესი ტურნირია ოლიმპიური თამაშების პროგრამით გათვალისწინებული კალათბურთელთა ტურნირი, რომელსაც კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად ატარებს. ასევე უმნიშვნელოვანესი ტურნირია მსოფლიოს ჩემპიონატი ვაჟთა და ქალთა შორის.

გარდა ამისა ზონალური (კონტინენტალური) კომისიები ატარებენ თავიანთი კონტინენტების ჩემპიონატებს და საკლუბო ტურნირებს.

მეტად პოპულარულია ტურნირი, რომელსაც ატარებს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია — NBA, რომელიც საკლუბო დონეზე იმართება ამერიკულ და კანადურ კლუბებს შორის.

{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
კალათბურთი
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?