For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for კაკაბეთის ღვთისმშობლის პირველი ეკლესია.

კაკაბეთის ღვთისმშობლის პირველი ეკლესია

კაკაბეთის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთის კუპატანთხევის უბნის განაპირას, შემაღლებულ ადგილზე. განეკუთვნება XIX საუკუნეს.

ეკლესია დარბაზულია. ეკლესიას აქვს ნახევარწრიული შვერილი აფსიდი, რომელიც გარედაანაც იგივე ფრომისაა და დარბაზისაგან, როგორც შიგნიდან ისევე გარედან განიერი მხრებითაა გამოყოფილი. ეკლესიის ზომები საკურთხევლის ჩათვლით: სიგრძე 11 მეტრი, სიგანე 6.9 მეტრი.

საშენ მასალად გამოყენებულია რიყის დამუშავებული ქვა და ეგრეთ წოდებული ქართული აგური. კედლების დიდი ნაწილი და კონსტუქციის ელემენტები აგურისაა. ხოლო რიყის ქვია ძირითადად გამოყენებულია გარეთა კელდებში, სადაც იგი მოქცეულია ერთ და ორ რიგად, აგურების თარაზულ რიგებს შორის, რომელიც თანაბრად ანაწილებს შესაბამისი კედლების ზედაპირს. როგორც შემორჩენილი ფრანგმენტების მეშვეობით ირკვევა, ეკლესია შიგნიდან შეთეთრებული ყოფილა.

ეკლესიას ორი შესასვლელ იაქვს, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. ორივე კარი ბრტყელადაა გადასახული. საკურთხევლის ცენტრში განიერი, შემაღლებული პროპორციების თაღოვანი სარკმელია გაჭრილი, რომლის ორივე მხარეს სიმეტრიულად განლაგებული ორ-ორი ნიშაა. სარკმელტან ახლოს მდებარე ნიშები გეგმით ნახევარწრიულია და კონქითაა გადახურული. დანარჩენი ორი ნიში კი გაცილებით ვიწროა.

ეკლესიის კონქი დადაბლებული პროპორციებისაა, რის გამოც კონქის თაღი ოდნავ ბრტყელია. თაღის ზემოთ, კამარამდე 1.5 მეტრის სიმაღლის კედელია აღმართული.

დარბაზის გრძივი კედლები და კამარა ორი წყვილი პილასტრითა და მათზე გადაყვანილი, შეისტული საბჯენი თაღს სამ თანაბარ ნაწილებად ჰყოფს. პილასტრების მესამე, დასავლეთ წყვილი დარბაზის დასავლეთ კუთხეებშია განლაგებული.

საკურთხევლის სარკმლის გარდა შიდა სივრცეს კიდევ ხუთი მსგავსი სარკმელი აშუქებს. ყველა სარკმელი პილასტრებს შრის არსებულ ღერძებლზეა გაჭრილი.

დარბაზი გადახურულია შემაღლებული პროპორციების მქონე, შეისრული კამარით, რომლის სამივე მონაკვეთი შეკრული კამარის მსგავსადაა აწყობილი, სამივე შედგება ოთხი სამკუთხა ნაწილისაგან, რომლების წვეროებიც თავს კამარის ცენტრში იყრიან.

ეკლესიის გარეთა მორთულობა ძუნწია. ფასადების დამუშავების ძირითადი საშუალებებია საფეხურით შეღრმავებული, სწორკუთხა არეები. გრძივი ფასადების გაფორმება ერთგვაროვანია, ჰორიზონტალურად მიმართულ ორივე ფასადს აბზაცებად ჰყოფს სამ-სამი შეღრმავებული არე. სამხრეთ ფასადზე, ყოველ მათგანში სარკმელია გაჭრილი. ჩრდილოეთ ფასადზე, შუა არეში შესასვლელია, დანარჩენ ორ არეში კი სარკმლებია გაჭრილი. ყოველი სარკმელი შერილ საპირეშია ჩასმული, რომელსაც ძირი გახსნილი აქვს. საპირის თაღის გარემოხაზურობა ნახევარწრიულია, შიგნითა მხრიდან კი წვერი კალისებრად აქვს შემაღლებული.

საკურთხევლის შვერილის სიბრტყე, აგურით ნაწყობი ჰორიზონტალური შრეებით, რითმულადაა დანაწევრებული. სარკმლის ორივე მხარეს თითო „ცრუ“ სარკმელია.

დასავლეთ ფასადის უმეტესი ნაწილი საფეხურით შეღრმავებულ არეს უჭირავს, რომლის შუაშიც მცირე სიღრმის თაღოვან არეშე შესასვლელია ჩასმული. შესასვლელის ასწვრივ, ფრონტონის ფარგლებში, აგურის ამოღრმავებული წყობით ჯვარია გამოსახული.

კედლები დასრულებულია ლეკალური აგურით ნაწყობი ლავგარდანით. მსგავსი ლავგარდნითაა დასრულებული საკურთხევლის შვერილიც, რომელსაც დამოუკიდებელი, კონისისებრი სახურავი ხურავს.

ეკლესიასთან ახლოს სამი საფლავის ქვაა, რომელთაგანაც უძველესი 1884 წლით თარიღდება.

2007 წელს სოფელს ეკლესია გაურემონტებია. რემონტის დროს დროს კედლების მომტვრეული ადგილების ნაწილი კი ხელშეუხებლად დაუტოვებიათ. სარკმლის ღიობებში ჩაუსვამთ ხის, შემინული ალათები, შესასვლელებში კი ხის, ორფრთიანი კარები.

2016 წელს, საქართველოს ისტორიული ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით, ეკლესიას ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. ეკლესიის შიგნით მოიხსნა გამურული ნალესობა და 2007 წელს თვითნებულად აღდგენილი ნაწილებიც, რომლებიც ხელახლა, არსებულ წყობასთან შეთანხმებით ამოშენდა. ეკლესია გადაიხურა თუნუქის ახალი სახურავით.

{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
კაკაბეთის ღვთისმშობლის პირველი ეკლესია
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?