For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for იპოლიტე ვართაგავა.

იპოლიტე ვართაგავა

იპოლიტე ვართაგავა
დაბადების თარიღი 30 იანვარი, 1872(1872-01-30)
დაბადების ადგილი ხეთა, ზუგდიდის მაზრა, ქუთაისის გუბერნია
გარდაცვალების თარიღი 6 იანვარი, 1967(1967-01-06) (94 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა კრიტიკოსი და მწერალი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
ალმა-მატერი თბილისის სასულიერო სემინარია და ყაზანის სასულიერო აკადემია
ჯილდოები წმინდა სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენი, წმინდა ანას მე-3 ხარისხის ორდენი, წმინდა სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენი და საქართველოს სსრ-ის დამსახურებული მასწავლებელი

იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა (ფსევდონიმები: ნეზდეშნის, სალგირ) (დ. 30 იანვარი, 1872, ხეთა, ახლანდ. ხობის მუნიციპალიტეტი, — გ. 6 იანვარი, 1967, თბილისი) — ქართველი კრიტიკოსი, მწერალი, პედაგოგი. საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი (1946).

იპოლიტე ვართაგავას მემორიალური დაფა

1895 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია ხოლო 1899 წელს — ყაზანის სასულიერო აკადემია. მიენიჭა ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარსხი. 1899-1907 წლებში მსახურობდა ყოფილი ტავრიდის გუბერნიაში, ქალაქ სიმფეროპოლში სასულიერო სემინარიაში რუსული ლიტერატურის და სიტყვიერების მასწავლებლად; 1907-1918 წლებში იყო ტფილისის სასულიერო სემინარიაში რუსული ენის მასწავლებლად; 1918-1919 წლებში მე–8 გიმნაზიაში რუსული სიტყვიერების მასწავლებლად; 1919-1921 წლებში ამავე საგნის მასწავლებლად მე–14 ტექნიკუმში; 1921-1926 წლებში ჭიათურაში ჯერ ჰუმანიტარულ ტექნიკუმში ქართულ და რუსული ენების მასწავლებლად, შემდეგ ჭიათურის 9 წლედის გამგედ; 1925-1927 წლებში ხეთის 9 წლედის გამგედ; 1927-1928 წლებში ფინსახკომის გამგეობაში მყოფ უმაღლეს ეკონომიურ–ფინანსურ კურსების სასწავლო ნაწილის გამგედ; 1930 წელს მიიწვიეს გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტის“ რედაქციაში სტილის კორექტორად; ამავე წელს დანიშნეს საქართველოს ცაკის საორგანიზაციო განყოფილების საინფორმაციო სექტორის გამგედ; 1936 წელს ქალაქ სოხუმში მესამე სკოლის მასწავლებლად; 1937 წლიდან ქალაქ გორის პედაგოგიური ინსტიტუტის ლექტორად; ამავე დროს იყო გორის 1 და 4 საშუალო სკოლებში ქართული ლიტერატურის მასწავლებელი. 1939-1946 წლებში იყო ცხინვალის პედაგოგიურ ინსტიტუტის ლექტორი.

ავტორია უამრავი პუბლიცისტური, კრიტიკული, მეცნიერული ხასიათის სტატიებისა და წიგნებისა; მათ შორის: „საბჭოთა კავშირი – ერთად–ერთი ქვეყანაა, სადაც უმუშევრობა კლებულობს“, „აღდგომის დღესასწაულის წარმოშობა და მისი წესები“, „აღმოსავლეთის რელიგიების ისტორია“ (1931), „მარქსიმ გორკი“ (1931), „რას წარმოადგენს რელიგია თანამედროვე კაპიტალისტურ ქვეყნებში?“, „დავით კლდიაშვილი“; გარდა ამისა დაწერა მონოგრაფიები: „შევჩენკოს ცხოვრება და შემოქმედება“, „ლერმონტოვი როგორც ნაციონალური პოეტი“.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • აღმოსავლეთ საქართველოს საშუალო სკოლების მასწავლებელთა კავშირი, წევრი, თავმჯდომარე
  • საქართველოს მწერალთა საზოგადოება, თავმჯდომარის მოადგილე
  • სრულიად საქართველოს განათლების მუშაკთა კავშირის გამგეობა, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა, წევრი
  • ქართული კულტურის მოყვარულთა საზოგადოების გამგეობა, წევრი
  • ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის საზოგადოების საბჭო, წევრი
  • ჭიათურის მასწავლებელთა ადგილკომი, თავმჯდომარე
  • ჭიათურის რაიონის განათლების მუშაკთა კავშირის სარევიზიო კომისია, თავმჯდომარე
  • მეგრელიძე ი., ვართაგავა, იპოლიტე // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 174.
  • ბაბუნაშვილი ზ., ნოზაძე თ., „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 142, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
იპოლიტე ვართაგავა
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?