For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for იოსებ იმედაშვილი.

იოსებ იმედაშვილი

იოსებ იმედაშვილი
დაბადების თარიღი 20 აპრილი, 1876(1876-04-20)
დაბადების ადგილი ხაშმი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 5 მაისი, 1952(1952-05-05) (76 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა მწერალი და საზოგადო მოღვაწე
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
ალმა-მატერი თბილისის სახელოსნო სასწალებელი

იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილი (დ. 20 აპრილი, 1876, ხაშმი — გ. 5 მაისი, 1952, თბილისი) — ქართველი მწერალი, საზოგადო მოღვაწე.

ბავშვობა მწყემსობაში გაატარა. სწავლობდა თბილისის სახელოსნო სასწალებელში. 1890-იანი წლებიდან ეწეოდა რევოლუციურ აგიტაციას თბილისის ქარხნებსა და რკინიგზის სახელოსნოებში, ავრცელებდა არალეგალურ ლიტერატურას. 1903 წლიდან რსდმპ-ია წევრი იყო. 1906 წელს აირჩიეს I სახელმწიფო სათათბიროს ამომრჩევლად. 1905-1906 წლებში ხელმძღვანელობდა ივრის ხეობის, ე. წ. გარეკახეთის ერთობის, რევოლუციურ მოძრაობას, იყო სოფელ ხაშმის მამასახლისი. 1905 წელს თბილისში გლეხთა რაზმთან ერთად პროტესტით წარუდგა მეფის ნაცვლის მოადგილეს გურიაში აჯანყებისჯარით დათრგუნვის წინააღმდეგ.[1]1910 წელს რევოლიციურ-პროპაგანდისტული მუშაობისათვის 4 წლის კატორღა მიუსაჯეს, რაც ავადმყოფობის გამო მეტეხის ციხეში პატიმრობით შეუცვალეს. 1918 წელს მოხალისედ მონაწილეობდა სომხეთ-საქართველოს ომში.

იმედაშვილი ნაყოფიერად იღვწოდა ლიტერატურისა და კულტურის სარბიელზე. ბეჭდვა დაიწყო 1895 წლიდან. 1893 ავჭალის, ხოლო 1902 წელს ავლაბრის მუშათა თეატრების დამაარსებელთაგანი და პირველი რეჟისორი იყო. შეადგინა და გამოსცა ორიგინალური და თარგმნილი პიესების ორი კრებული — „ცხოვრების სარკე“ (1899, 1901). 1902 წელს გამოსცა მაქსიმ გორკის მოთხრობათა პირველი ქართული თარგმანების კრებული. 1903 წლიდან გამოაქვეყნა ურბანისტული შინაარსის მოთხრობები, სატირული რომანი „აახ-ვაახ“, ლექსთა რამდენიმე წიგნაკი („სიყვარულის ძალა“, 1904; „პროლეტარიატის ჰიმნი“, 1905; „წითელი დროშა“, 1904) და სხვა. 1904 წელს გამოსცა პირველი „უცხო სიტყვათა ლექსიკონი“ (II, III გამოც. 1918, 1928). რედაქტორობდა ჟურნალს „თეატრი და ცხოვრება“, გაზეთებს „ხალხის ერთობა“, შემდეგ „ხალხის თავისუფლება“. ავტორია რომანებისა „განახლებული სიცოცხლე“ (1919-1921) და „ციბრუტი“ (1940). 1920-იან წლებში ცალკე წიგნებად გამოიცა იმედაშვილის პიესები („ნამუსიანი ხალხი“, „ალების ცეკვა“, „მზე ჩაწსვება“ და სხვა) და პოემები („მზეთა-მზე“, „მშვენიერა“). მას ეკუთვნის აგრეთვე პიესები „იოსებ ლაღიაშვილი“ (1920), „უკანასკნელი დედოფალი“ (1929). ისტორიულ-ბიოგრაფიული ნარკვევები ლადო აღნიაშვილისა და ივანე როსტომაშვილზე. ლიტერატურული და თეატრალური წერილები, მოგონებები, თარგმანები სომხური და აზერბაიჯანული ენებიდან. შეადგინა „ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი“ (ძვ. წ. IVახ. წ. XX სს., გამოქვეყნება დაიწყო მხოლოდ 2019 წელს).

მეუღლესთან, ანა ჟურულთან (მსახიობი, საზოგადო მოღვაწე; დ. 1884 — გ. 1927) ერთად იოსებ იმედაშვილი დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. კახეთის სარჩლი გურიის საქმეში // ივერია : გაზეთი, 3 ნოემბერი, 1905, № 196, გვ. 4.
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
იოსებ იმედაშვილი
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?