For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for ინგილოები.

ინგილოები

ინგილოები

ინგილო ქალები
საერთო მოსახლეობა
14 ათასი
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
ენები ქართული ენა, აზერბაიჯანული ენა
რელიგიები ქრისტიანობა, ისლამი

ინგილოებიქართული ეთნოსის ეთნოგრაფიული/ტერიტორიულ-ლოკალური ჯგუფი. ცხოვრობენ კახეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით თანამედროვე აზერბაიჯანის ზაქათალის, კახისა და ბელაქნის რაიონებში. „ინგილო“ ეწოდა ამ ქვეყნის მკვიდრ უძველეს ქართულ მოსახლეობას. ამ მხარის ადგილობრივ მცხოვრებ გამაჰმადიანებულ ქართველებს „ახლად მორჯულებულები“ (ძველი თურქულით „იანგოლი“) უწოდეს, საიდანაც წარმოდგა „ინგილო“ და ამ მხარის სახელწოდება „საინგილო“. 1897 წლის აღწერით ზაქათალის მაზრაში ქართული ენა მშობლიურ ენად 12 394 ადამიანმა აღიარა. გამოიყოფა ინგილოების ორი ჯგუფი – ქრისტიანი და მაჰმადიანი. საბჭოთა პერიოდში და ახლაც აზერბაიჯანის ხელისუფლება ქართველებად მხოლოდ ქრისტიან ინგილოებს მიიჩნევს. ისინი ქართულსუფიქსიან გვარებსაც ატარებენ. აღწერებში ქართველები (ინგილოები) თითქმის ერთი და იმავე რაოდენობით იყვნენ დაფიქსირებული (14 ათასი). მაჰმადიანი ინგილოები აზერბაიჯანელებად არიან ჩაწერილი და გვარებიც აზერბაიჯანულის ანალოგიური აქვთ – მამის სახელზე რუსული -ევ (-ოვ) სუფიქსის დართვით. მაჰმადიანი ინგილოების არაერთი ცდა, დაებრუნებინათ ქართული გვარები და ეროვნება, წარუმატებელი აღმოჩნდა.

ეთნიკურად ქართველების განსახლების არეალი ისტორიულ საინგილოში.

აღმოსავლეთ კახეთში, ანუ საინგილოში ქართველები ეთნიკურ უმცირესობად იქცნენ XVII საუკუნეში, როდესაც შაჰ-აბასის მიერ ირანში გადასახლებული ქართველების ნასახლარებზე დაღესტნელი ხუნძები და წახურები ჩამოსახლდნენ. XVIII–XIX საუკუნეებში ინგილოთა მნიშვნელოვანი რაოდენობა გალეკდა, რადგან აღმოსავლეთ კახელი გლეხები „უბატონო თემების“ მხარეზე გადადიოდნენ და მათ შორის სახლდებოდნენ. საბჭოთა პერიოდში საინგილოში მცხოვრები ქართველების ძალადობრივი ასიმილაცია მიმდინარეობდა. როგორც ქრისტიანი, ისე მაჰმადიანი ინგილოები ქართული ენის ინგილოურ დიალექტზე საუბრობენ. შევიწროვების გამო კახის რაიონის სოფელ ყორაღანიდან ქრისტიანი ინგილოები 1930 წელს, კახეთში, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში გადმოსახლდნენ. უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში საინგილოში მცხოვრები ქართველები თავის თავს „ინგილოს“ აღარ უწოდებენ. მათ დაიმკვიდრეს სახელწოდება „ჰერი/ჰერელი“, რადგან ეს მხარე XV საუკუნემდე „ჰერეთის“ სახელს ატარებდა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
ინგილოები
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?