For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for იეროგლიფები.

იეროგლიფები

ბერძნულ-რომაული ეპოქის ტიპური იეროგლიფები

იეროგლიფები (ბერძნ. hierós — საღვთო და glýphein — ამოჭრა, ამოკვეთა) — ეგვიპტური დამწერლობის უძველესი, ხატოვანი ნიშნები. იხმარებოდა ძვ. წ. IV ათასწლეულის ბოლოდან. ზოგიერთი იეროგლიფი გამოხატავს მთელ სიტყვას (უმრავლესობა), მის ნაწილს (ძირს), ცალკეულ თანხმოვან ბგერას (30-მდე); გვხვდება აგრეთვე დამხმრე ნიშნები (ე. წ. დეტერმინატივები), რომლებიც აზუსტებს სიტყვის მნიშვნელობას და ტექსტის წაკითხვისას არ გამოითქმის.

იეროგლიფებს უწოდებენ აგრეთვე ჩინური დამწერლობის როგორც უძველეს (ძვ. წ. II ათასწლ.), ისე თანამედროვე ნიშნებს, ასევე ძვ. წ. II-I ათასწლ. ხეთური დამწერლობის ნიშნებს, რომლებიც იხმარებოდა ხეთურში სოლისებრი დამწერლობის შემოღებამდე.


იეროგლიფების გაშიფვრა

მას შემდეგ, რაც ახ. წ. IV საუკუნეში ეგვიპტური დამწერლობა გამოუყენებელი გახდა, იეროგლიფების მიმართ ინტერესი ევროპაში უფრო გაიზარდა, რადგან მეცნიერებს ეგვიპტის შესახებ ინფორმაციას მხოლოდ გვიანი ანტიკური ბერძნული წარწერები აწვდიდნენ. ჰორაპოლონის ნაშრომში „Hieroglyphica“, ავტორი შეეცადა გაეშიფრა ეგვიპტური სიმბოლოების მნიშვნელობები, თუმცა შემდგომში აღმოჩნდა, რომ ნაშრომი ბევრ შეცდომას შეიცავდა. იყო სწორი მსჯელობებიც, მაგრამ ეს ყველაფერი დამწერლობის გასაშიფრად საკმარისი არ იყო. ჰორაპოლონის მონაცემებით იხელმძღვანელეს გერმანელმა იურისტმა ათანასიუს კიხერმა და მისმა მოსწავლეებმა. კიხერის მსჯელობაც მალე აღიარეს მცდარად.

ნაპოლეონის ეგვიპტეში ლაშქრობისას, 1799 წელს ქალაქ როზეტასთან (თანამედროვე ქალაქი რაშიდი) აღმოჩენილ იქნა ე. წ. „როზეტის ქვა“ იდენტური შინაარსის ორენოვანი ტექსტით — ეგვიპტურ (წარწერა შესრულებულია იეროგლიფებითა და დემოტური დამწერლობით) და ძველ ბერძნულ ენებზე. როზეტის ქვა პტოლემეების დინასტიას ეკუთვნოდა და იდეალურ მასალას წარმოადგენდა XVIII-XIX საუკუნის მკვლევართათვის ჯერ კიდევ გამოუკვლეველი დამწერლობის გასაშიფრად.

{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
იეროგლიფები
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?