For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for იდრის I.

იდრის I

იდრის I

იდრის I (არაბ. إدريس الأول; დ. 12 მარტი 1889 — გ. 25 მარტი 1983)[1]ლიბიის სამეფოს პირველი და ერთადერთი მეფე, რომელიც 1951-1969 წლებში მეფობდა. ის ასევე იყო სენუსის (მუსლიმანური ორდენი) ლიდერი. 1969 წელს თურქეთში მისი სამკურნალოდ ყოფნის დროს ლიბიის არმიის ოფიცრებმა, მუამარ კადაფის ხელმძღვანელობით მოახდინეს გადატრიალება. რის შემდეგაც დაიწყო ლიბიაში მუამარ კადაფის მმართველობის რეჟიმი.

მოძრაობა სენუსის, მუჰამად ალ-მაჰდის მეხუთ ცოლის ვაჟი იდრის დაიბადა ჯაღბუბში. ის იყო სენუსის მუსლიმი სუფისტების ორდენის დამაარსებლის საიდის მუჰამად ბინ ალი ას-სენუსის შვილიშვილი. 1916 წელს მისი ბიძაშვილის აჰმედ შარიფ ას-სენუსის გადადგომის შემდეგ ის გახდა ორდენის ხელმძღვანელი. ბრიტანეთის და იტალიის მიერ 1920 წელს მოხდა მისი კირენაიკას ამირად, ხოლო 1922 წლის 28 ივლისს ტრიპოლიტანიის ამირადაც აღიარება.

იდრისი მისი კარიერის დასაწყისში იღვწოდა კირენაიკას დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად.[2] 1922 წელს იტალიის მიერ ლიბიის წინააღმდეგ სამხედრო კომპანიის დაწყების შემდეგ ის გადავიდა ეგვიპტეში, საიდანაც კოლონისტების წინააღმდეგ პარტიზანულ ომს ეწეოდა.[3]

მეორე მსოფლიო ომის დროს იდრისი მოკავშირეებს უჭერდა მხარს და კირინაეკის ნაციონალისტებთან ერთად ფაშისტური კოალიციის წინააღმდეგ იბრძოდა. ლიბიაში ერვინ რომელის განკარგულებში მყოფი გერმანული და იტალიური არმიების დამარცხების შემდეგ ის დაბრუნდა ბენღაზიში და ჩამოაყალიბა მთავრობა.

მეფე იდრისი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონთან ერთად, 1957 წლის მარტი.
იდრისისა და ეგვიპტის პრეზიდენტის გამალ აბდელ ნასერი შეხვედრა

1949 წელს ბრიტანეთის მხარდაჭერით როგორც ას-სენუსიმ იდრისმა კირენაიკას ამირატის დამოუკიდებელობა გამოაცხადა. შემდგომშ ის ასევე მიიწვიეს ტრიპოლიტანიის და ფეზანის ამირად.[4] 1949 წელს წარადგინეს ახალი კონსტიტუცია, რომელიც 1951 წლის ოქტომბერში ძალაში შევიდა. 1951 წლის 24 დეკემბერს ეროვნულმა საბჭომ იდრის I მეფედ აირჩია და მან გამოაცხადა ლიბიის გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებლობა.

1963 წელს მოხდა კონსტიტუციის გადახედვა და ქვეყანა გახდა უნიტარული სახელმწიფო: ლიბიის სამეფო.

არაბი ნაციონელებისა და პანარაბულად განწყობილი მეზობელი ქვეყნების წინააღმდებობის მიუხედავად, იდრისი ბრიტანეთთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო ურთიერთობას ინარჩუნებდა. სამეფოს კიდევ ერთ პრობლემას წარმოადგენდა უფლისწულის არ არსებობა, რომელიც გააგრძელებდა სამეფოს მართვას. 1956 წელს იდრისმა საკუთარი ძმის შვილი ჰასან ას-სენუსი გამოაცხადა ტახტის მემკვიდრედ.

ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენდა ნავთობი და ტრიპოლიში განთავსებული აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზა. იდრისის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო მემკვიდრედ დასახელებული ჰასანი სულ უფრო მეტად ერეოდა სახელმწიფო საქმეებში. 1969 წლის 4 აგვისტოს იდრისმა ჰასანის სასარგებლოდ მოახდინა აბდიკაცია (ტახტის დათმობა).

გადატრიალება და დევნილობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მეფე იდრის I, 1965 წლის 15 აგვისტო

1969 წლის 1 სექტემბერს, როდესაც იდრისი იმყოფებოდა თურქეთში სამკურნალოდ, ლიბიის ოფიცრების ჯგუფმა მუამარ კადაფის ხელმძღვანელობით მოაწყო წარმატებული პუტჩი. ამბოხებულებმა გამოაცხადეს მონარქიის გაუქმება და რესპუბლიკის ჩამოყალიბება.[5] თურქეთიდან იდრისი და დედოფალი გადავიდნენ საბერძნეთში, იქიდან კი ეგვიპტეში. გადატრიალების შემდეგ იდრისის დაუსწრებლად შედგა ლიბიის ხალხის სასამართლო და მას 1971 წელს მიუსაჯეს სიკვდილით დასჯა.

იდრისი 1983 წელს, 94 წლის ასაკში კაიროში გარდაიცვალა და დაკრძალულია საუდის არაბეთში მედინაში.

2011 წლის სამოქალაქო ომი ლიბიაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიბიის სამოქალაქო ომის პერიოდში მუამარ კადაფის მოწინააღმდეგეები ატარებდნენ იდრის I-ის სურათს. განსაკუთრებით სანუსის ტრადიციულ რეგიონში კირენაიკაში. სამეფოს სამფეროვანი დროშა გამოიყენებოდა რევოლუციის პერიოდში და აღდგენილი იქნა ლიბიის ეროვნული გარდამავალი საბჭოს მიერ.[6]

  1. Royal Ark. Royalark.net. ციტირების თარიღი: 29 July 2012.
  2. Vandewalle, Dirk (2006). A history of modern Libya. Cambridge University Press. p. 36. ISBN 978-0-521-85048-3.
  3. Oliver, Roland; Atmore, Anthony (2005). Africa since 1800. Cambridge University Press. p. 236.
  4. Diller, Daniel; Moore, John (1995). The Middle East. Congressional Quarterly. p. 308.
  5. Bloodless coup in Libya. BBC News On This Day. 1 September 1969.
  6. „The liberated east: Building a new Libya“. The Economist. 24 February 2011. ციტირების თარიღი: 26 February 2011.
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
იდრის I
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?