For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for თავზეხელაღებული (კომიქსი).

თავზეხელაღებული (კომიქსი)

თავზეხელაღებული

თავზეხელაღებული. ჯონ რომიტა უმცროსის ნამუშევარი. 1994 წ.
გამოცემის ინფორმაცია
გამომცემელი Marvel Comics
პირველი გამოჩენა Daredevil #1 (აპრილი 1964)
ავტორ(ებ)ი სტენ ლი, ბილ ევერნეტი
დახასიათება
ალტერ ეგო მეთიუ მაიკლ „მეტ“ მერდოკი
მოკავშირეები ელექტრა
შავი ქვრივი
შესაძლებლობა
  • სუპერადამიანური მგრძნობელობა
  • ძლიერი ატლეტი
  • გამოცდილი დეტექტივი
  • ძლიერი აკრობატი, ექსპერტი საბრძოლო ხელოვნებასა და გიმნასტიკაში

თავზეხელაღებული (ინგლ. Daredevil) — Marvel Comics-ის გამოგონილი პერსონაჟი. მისი შემქმნელები სცენარისტი სტენ ლი და მხატვარი ბილ ევერეტი არიან. მის შექმნაში ასევე დიდი წვლილი მიუძღვის ჯეკ კირბის [1]. პერსონაჟი პირველად გამოჩნდა კომიქსში „თავზეხელაღებული #1“.

სიუჟეტით, ნიუ-იორკში, ჯოჯოხეთის სამზარეულოში მცხოვრები მეტ მერდოკი დაბრმავებულია მანქანიდან გადმოვარდნილი, რადიოაქტიური ნივთიერებისგან. მას აღარ შეუძლია ხედვა, მაგრამ რადიოაქტიური ნივთიერების გავლენა მის დარჩენილ გრძნობებს აძლიერებს ზეადამიანურ დონემდე. მამამისი ჯეკ მერდოკი, ახალგაზრდობაში ეხმარება. მაგრამ ჯეკს მოგვიანებით მოკლავენ განგსტერები, რომლებსაც უარი უთხრა თამაშის ჩაწყობაზე. თავისი წითელი და ყვითელი, მოგვიანებით კი მთლიანად შავი და წითელი ფერის კოსტიუმის ჩაცმით, თავზეხელაღებული ცდილობს შური იძიოს მამამისის მკვლელებზე, თავის მეტოქეებთან, მათ შორის დაღიანსა და კინგპინთან, ბრძოლაში. თავზეხელაღებულის მეტსახელია „უშიშარი ადამიანი“ [2].

თავზეხელაღებულზე ისეთი ცნობილი მხატვრები მუშაობდნენ, როგორები არიან ევერეტი, კირბი, უოლი ვუდი, ჯონ რომიტა უფროსი და ჯენე კოლანი. მაგრამ პერსონაჟმა ყველაზე დიდი პოპულარობა და მნიშვნელოვანი ადგილი მარველის კომიქსების სამყაროში დაიკავა, 1980-იან წლებში, მასზე შექმნილი ფრენკ მილერის ისტორიებით. მას შემდეგ პერსონაჟი გამოჩნდა სხვადასხვა მედიაში, ანიმაციურ ფილმებსა და ტელესერიალებში, სათამაშო ფიგურების, ვიდეო თამაშების და ა.შ. სახით. 2003 წელს სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმში მისი როლი ბენ აფლეკმა შეასრულა, ხოლო ჩარლი კოქსი განასახიერებს Netflix-ის ტელესერიალში.

ადრეულ წლებში თავზეხელაღებული ებრძოდა უამრავ კოსტიუმიან სუპერბოროტმოქმედს. პირველი მათგანი იყო ელექტრო, თავზეხელაღებული #2-ში. ის ცნობილი იყო, როგორც ადამიანი ობობას მტერი. წლების განმავლობაში სერიაში შეიქმნა უამრავი რეგულარული ბოროტმოქმედი: ბუ, ალისფერი-კაცი, ბატონი შიში [3], გლადიატორი, ჯესტერი, სიკვდილის-მწვრთნელი და სხვები. აგრეთვე ცნობილია კობრას და მისტერ ჰაიდის წყვილი. თავზეხელაღებულის ფსიქოპატი მოწინააღმდეგე დაღიანი პირველად სერიის #131-ე ნომერში გამონდა, მარვ ვულფმანის ავტორობით და ხშირად ასრულებდა მთავარი ანტაგონისტის როლს სერიაში, მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში.

ფრენკ მილერის ავტორობის გამოცემებში იშვიათად გამოიყენებოდა თავზეხელაღებულის ტრადიციული მეტოქეები. სანაცვლოდ მილერმა თავზეხელაღებულის მთავარ მეტოქედ აქცია კინგპინი, რომელმაც მისი ვინაობა იცოდა. მილერმა აგრეთვე შექმნა ელექტრა, რომელიც თავდაპირველად დაქირავებული მკვლელი, შემდგომში კი მეტ მერდოკის შეყვარებული იყო. ამ პერსონაჟს ერთ-ერთი მთავარი ადგილი უკავია თავზეხელაღებულის მითოლოგიაში. დამსჯელი ფრენკ კასტლი სერიაში ჩნდება როგორც თავზეხელაღებულის მეტოქე, დროდადრო — მოკავშირეც. თავზეხელაღებულის 254-ე ნომერში, ენ ნოცენტიმ წარმოადგინა პერსონაჟი სისხლიანი მერი, რომელიც კინგპინის დაქირავებული მკვლელი იყო, პიროვნების გაორებით, რამაც თავზეხელაღებულის მეტოქედ აქცია.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. http://www.newsfromme.com/jackfaq/JackFaq4.htm[მკვდარი ბმული]
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-07. ციტირების თარიღი: 2013-04-07.
  3. Daredevil 6 (February 1965)
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
თავზეხელაღებული (კომიქსი)
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?