For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for ვირჯინია ვულფი.

ვირჯინია ვულფი

ვირჯინია ვულფი
ინგლ. Virginia Woolf
დაბადების თარიღი 25 იანვარი, 1882(1882-01-25)[1] [2] [3]
დაბადების ადგილი ლონდონი[4] [4]
გარდაცვალების თარიღი 28 მარტი, 1941(1941-03-28)[5] [4] [2] [3] (59 წლის)
გარდაცვალების ადგილი Lewes, გაერთიანებული სამეფო[6]
დასაფლავებულია Monk's House
საქმიანობა რომანისტი[7] , ესეისტი, ავტობიოგრაფი, ნოველისტი[7] , დღიურის ავტორი, ლიტერატურული კრიტიკოსი[7] , გამომცემელი[6] , მწერალი[6] [2] , ქალთა უფლებების დამცველი და ავტორი[8]
ენა ბრიტანული ინგლისური
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო
ალმა-მატერი ლონდონის სამეფო კოლეჯი[6]
ჟანრი დრამა და პროზა
Magnum opus გზა შუქურისკენ, მისის დელოუეი, ორლანდო, A Room of One's Own და ტალღები
მეუღლე ლეონარდ ვულფი[6] [9]
პარტნიორ(ებ)ი Vita Sackville-West[10]
გავლენა მოახდინეს
ხელმოწერა

ადელაინ ვირჯინია ვულფი (ინგლ. Adeline Virginia Woolf, ქალიშვილობის გვარით: სტივენიინგლ. Stephen, დ. 25 იანვარი, 1882 – გ. 28 მარტი, 1941) — ინგლისელი მწერალი და ესეისტი, აღიარებული, როგორც XX საუკუნის მოდერნისტული ლიტერატურის ერთ–ერთი მოწინავე ფიგურა.

ვირჯინია ედელინ ვულფი (ქალიშვილობაში სტეფენი) დაიბადა ლონდონში 1882 წლის 25 იანვარს. მამამისი, ლესლი სტეფენი ვიქტორიანული ეპოქის ცნობილი მწერალი და კრიტიკოსი იყო. ვირჯინიას მშობლები ვულფის 1927 წელს დაწერილი რომანის „შუქურასკენ“ გმირების, მისტერ და მისის რამსეების პროტოტიპები არიან.

1895 წელს დედის გარდაცვალებამ ცამეტი წლის გოგონა ნერვულ კრიზისამდე მიიყვანა. იმ ხანიდან მოყოლებული ვირჯინია მამასთან იზრდებოდა სახლში, სადაც მისთვის „ხელმისაწვდომი იყო დიდი ბიბლიოთეკა, რომელშიც არც ერთი წიგნი არავისთვის ყოფილა დამალული“. ძმებისგან განსხვავებით უნივერსიტეტში არ უსწავლია. როდესაც 1904 წელს მამამისი გარდაიცვალა ვირჯინია დასთან და ძმებთან ერთად კენსინგტონის ფეშენებელური რაიონიდან საცხოვრებლად ბლუმსბერიში გადავიდა - რაიონში, სადაც ლონდონური ბოჰემა ცხოვრობდა. 1905 წელს ვულფი რეგულარულად წერს „თაიმსის“ ლიტერატურული დამატებისთვის. კიდევ ერთ ტრავმად 1906 წელს ერთ-ერთი ძმის, ტობის გარდაცვალება იქცა. ამ შემთხვევასთან დაკავშირებული ტკივილი მისი რომანის „ტალღების“ საფუძველი გახდა.

1907 წელს დის, ვანესას კრიტიკოსსა და ხელოვნებათმცოდნე კლაივ ბელზე დაქორწინების შემდეგ ვირჯინია ძმასთან ერთად ფიტცროი-სკვერზე (ასევე ბლუმსბერიში) გადავიდა საცხოვრებლად. სწორედ აქ იმართებოდა ე.წ. „ბლუმსბერის ჯგუფის“ შეხვედრები. თავისუფლად შეკრებილი თანამოაზრეებისგან შემდგარ ჯგუფში უმეტესობა ჰომოსექსუალი იყო. ფილოსოფოს გ.ე. მურის იდეების ზეგავლენით ისინი თვლიდნენ, რომ მეგობრობისა და სიყვარულის იდეალები უმთავრესია და რომ ეს იდეალები მხოლოდ მაშინ შეიძლება განხორციელდეს, როდესაც გულწრფელობა და თავისუფლება თვალთმაქცობაზე აღმატებული იქნება. მათი აზრით, სოციალური პირობითობები პირადი მორალისა და პასუხისმგებლობის პრინციპების მიხედვით უნდა გამოდევნილიყო. ჯგუფის წევრთათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის ურთიერთობები იყო, რომელიც მათ შორის ყალიბდებოდა. როგორც რომანისტი ე.მ. ფორსტერი წერდა, „ურთიერთობებს არაფერი შეცვლის“. ფორსტერის გარდა ჯგუფში შედიოდნენ ეკონომისტი ჯონ მეინერდ კეინსი, ბიოგრაფი და ესსეისტი ლიტტონ სტრეჩი, მხატვარი დანკან გრანტი, კრიტიკოსი-ხელოვნებათმცოდნეები როჯერ ფრაი და კლაივ ბელი.

1912 წელს, მას შემდეგ რაც კემბრიჯის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და ცეილონიდან ახლადდაბრუნებული საქმრო ლეონარდ ვულფი წინასწარ გააფრთხილა მამაკაცთან სექსის მიმართ ცუდი დამოკიდებულების შესახებ, ვირჯინია მას ცოლად მიჰყვება. მათი ქორწინება ურთიერთპატივისცემისა და ემოციური მხარდაჭერის მაგალითი იყო, სექსუალური ურთიერთობები კი - მინიმუმამდე დაყვანილი. ვირჯინიამ და ლეონარდმა ერთად დააარსეს „ჰოგარტ პრესი“ - გამომცემლობა, სადაც ვირჯინია ვულფის რომანების გარდა იბეჭდებოდა ფორსტერის, ტ.ს. ელიოტის და ქეთრინ მენსფილდის ნაწარმოებები. რომანზე სახელწოდებით „მოგზაურობა“ მუშაობის დროს ვულფმა კიდევ ერთი სერიოზული ნერვული შეტევა გადაიტანა, რომელმაც 1915 წელს ის თვითმკვლელობის მცდელობამდე მიიყვანა. თუმცა, შემდეგ გამოკეთდა და 1919 წელს მომდევნო რომანი „ღამე და დღე“ გამოაქვეყნა. ორივე ეს ნაწარმოები უჩვეულო ენით იყო დაწერილი. შემდეგ ნაწარმოებში სახელწოდებით „იაკობის ოთახი“ (1922) კი ვულფმა ლიტერატურულ ფორმებში ფართო და რადიკალურ ექსპერიმენტირებას მიჰყო ხელი. ნაყოფიერი ექსპერიმენტები სამ მომდევნო რომანში გრძელდებოდა: “მისის დელოუეი“ (1925), „შუქურისაკენ“ (1927) და „ტალღები“ (1931). თხრობის ხერხების, პერსონაჟების შინაგანი სამყაროს და ცნობიერების გარდატეხის გადმოცემის თვალსაზრისით ნოვატორული რომანები ლიტერატურული მოდერნიზმის ოქროს ფონდში შევიდა.

ვირჯინია ვულფი ემოციურად ყოველთვის უფრო ქალებზე იყო მიჯაჭვული ვიდრე მამაკაცებზე. 1922 წელს მას ვიტა სეკვილ-უესტი შეუყვარდა. გარკვეული ხნის შემდეგ მათ შორის რომანი განვითარდა, რომელმაც თითქმის მთელი 20 წელი გასტანა. 1928 წელს ვულფმა ვიტა ასახა „ორლანდოში“ - ფანტასმაგორიულ ბიოგრაფიაში, სადაც ეფემერული მთავარი პერსონაჟის ცხოვრება სამი საუკუნის განმავლობაში გრძელდება. ის ხან მამაკაცად, ხანაც ქალად იქცევა. ვიტა სეკვილ-უესტის შვილმა ნაიჯელ ნიკოლსონმა ამ ნაწარმოებს „ლიტერატურის ისტორიაში ყველაზე გრძელი და ყველაზე მომხიბვლელი სასიყვარულო წერილი“ უწოდა. ვულფი წერდა ბევრს და დაუღალავად. რომანების გარდა მას ეკუთვნის რამდენიმე ნაშრომი ლიტერატურულ კრიტიკაში. მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა მოიცავს ათასობით წერილს და დაახლოებით ხუთი ათასი ფურცლის ოდენობის დღიურებს. მისი ამბიციური რომანი „წლები“, რომელიც ვირჯინიას წინა რომანების მსგავსად დიდ ფსიქიკურ ძალისხმევად დაუჯდა, შეფასებულ იქნა როგორც „ბრწყინვალე კატასტროფა“.

გერმანული ავიაციის მიერ ლონდონის დაბომბვების შედეგად სახლის დანგრევის შემდეგ ლეონარდ და ვირჯინია ვულფები ქალაქ როდმელში გადავიდნენ, რომელიც სასექსის საგრაფოში მდებარეობდა. ომთან დაკავშირებული საშინელებების და ახალი რომანის „აქტებს შორის“ მუშაობაზე დაღლილობისგან ღრმა დეპრესიაში მყოფი ვულფის მდგომარეობა გაუარესდა. ლეონარდოს მორიგი ტანჯვისგან დახსნის სურვილით 1941 წლის 28 მარტს ვირჯინია ვულფმა მდინარე ოუსში დაიხრჩო თავი, ჯიბეებში ქვები ჩაილაგა, რათა მისი სხეული არავის ეპოვა და მართლაც 1941 წლის 18 აპრილამდე ცხედარს ვერ მიაგნეს.

ვირჯინიამ თავის საყვარელ მეუღლეს გამოსამშვიდობებელი წერილი დაუტოვა:

,,ყველაზე ძვირფასო,

ცხადად ვგრძნობ, რომ ჭკუიდან ისევ ვიშლები. ვხვდები, რომ კიდევ ერთ ასეთ საშინელ პერიოდს ვეღარ გადავიტანთ და ამჯერად ვერც მე შევძლებ გამოჯანმრთელებას. კვლავ ჩამესმის ხმები და ფიქრებს თავს ვეღარ ვუყრი. ამიტომაც იმ ნაბიჯს ვდგამ, რომელიც საუკეთესო გამოსავალი მგონია. შენ მე უდიდესი ბედნიერება მომანიჭე, რაც კი ვინმეს შეეძლო, რომ გაეღო. ჩემთვის ყველაფერი იყავი, ვინც კი შეიძლება ოდესმე ჩემ გვერდით ყოფილიყო. არ მგონია, ორ ადამიანს უფრო ბედნიერად ყოფნა შესძლებოდა, სანამ ეს საშინელი დაავადება გამოჩნდებოდა. წინააღმდეგობის გაწევის ძალა აღარ შემრჩა. ვიცი, რომ ცხოვრებას გიჩანაგებ და უჩემოდ უკეთ მუშაობას შეძლებდი. და ვიცი, შეძლებ. ხომ ხედავ, ჯეროვნად ამ სიტყვებსაც კი ვეღარ ვწერ. ვეღარც ვკითხულობ. იმის თქმას ვცდილობ, რომ ჩემი ცხოვრების ყველა ბედნიერებას შენ გიმადლი. ჩემ მიმართ განსაკუთრებით მომთმენი და უზომოდ კეთილი იყავი. აი, ამის თქმა მინდა, ყველამ ისედაც იცის ეს. თუ ვინმეს ჩემი გადარჩენა შეეძლო, ეს შენ იქნებოდი. ყველაფერი შემომეძარცვა, მხოლოდ შენი გულკეთილობის რწმენა შემომრჩა. შენი ცხოვრების გაჩანაგებას ვეღარ გავაგრძელებ.

არ მგონია, ორ ადამიანს უფრო ბედნიერად ყოფნა შესძლებოდა, ვიდრე ჩვენ ვიყავით. ვი." [12]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Reid P. Encyclopædia Britannica
  2. 2.0 2.1 2.2 The Fine Art Archive — 2003.
  3. 3.0 3.1 A Historical Dictionary of British Women — 2 — Routledge, 2003. — P. 464. — ISBN 978-1-85743-228-2
  4. 4.0 4.1 4.2 Archivio Storico Ricordi — 1808.
  5. Вулф Вирджиния // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 Oxford Dictionary of National Biography / C. MatthewOxford: OUP, 2004.
  7. 7.0 7.1 7.2 Blain V., Grundy I., Clements P. The Feminist Companion to Literature in English: Women Writers from the Middle Ages to the Present — 1990. — P. 1185.
  8. Union List of Artist Names — 2013.
  9. Kindred Britain
  10. https://www.literaryladiesguide.com/literary-musings/beyond-the-legend-virginia-woolf-and-vita-sackville-wests-love-affair-friendship/
  11. 11.0 11.1 Blain V., Grundy I., Clements P. The Feminist Companion to Literature in English: Women Writers from the Middle Ages to the Present — 1990. — P. 495.
  12. ჭკუიდან ისევ ვიშლები — წერილი, რომელიც ვირჯინია ვულფმა თვითმკვლელობის წინ დაწერა (2021-01-25). ციტირების თარიღი: 2024-08-03.
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
ვირჯინია ვულფი
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?