For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for ვილი ნელსონი.

ვილი ნელსონი

ვილი ნელსონი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ვილი ჰიუ ნელსონი
დაბ. თარიღი 29 აპრილი, 1933 (1933-04-29) (91 წლის)
დაბ. ადგილი აბოტი, ტეხასი, აშშ
ჟანრ(ებ)ი ქანთრი,
პროგრესული ქანთრი,
ქანთრი-როკი,
აუტლოუ ქანთრი,
ალტერნატიული ქანთრი,
ტრადიციული პოპი
საქმიანობა მომღერალი
და
კომპოზიტორი
, პროდიუსერი,
მსახიობი, აქტივისტი
ინსტრუმენტ(ებ)ი გიტარა,
ვოკალი
აქტიური 1956-დღემდე
ლეიბლ(ებ)ი RCA Records,
Atlantic Records,
Columbia Records,
Island Records
აღსანიშნავი ინსტრუმენტები
„სასხლეტი“ (Martin N-20)
ხელმოწერა
საიტი willienelson.com
ვილი ნელსონი ვიკისაწყობში

ვილი ჰიუ ნელსონი (ინგლ. Willie Nelson; დ. 29 აპრილი, 1933) — ამერიკელი ქანთრის მომღერალი და კომპოზიტორი, ასევე, პროდიუსერი, მწერალი, პოეტი, მსახიობი და აქტივისტი. ნელსონს მოგებული აქვს არაერთი მუსიკალური ჯილდო, მათ შორის 11 გრემი. ის, ასევე, მონაწილეობს 30-მდე ფილმში და არის რამდენიმე წიგნის თანაავტორი; აგრეთვე, აქტიურად მონაწილეობს ბიოსაწვავის გამოყენებისა და მარიხუანას ლეგალიზაციის მხარდამჭერ მოძრაობებში.

ნელსონი დაიბადა დიდი დეპრესიის პერიოდში და იზრდებოდა ბებია-ბაბუასთან. პირველი სიმღერა მან 7 წლისამ დაწერა, ხოლო პირველ მუსიკალურ ჯგუფს 10 წლისა შეუერთდა. საშუალო სკოლაში სწავლისას, იგი, როგორც მთავარი სოლისტი და გიტარისტი, აწყობდა ადგილობრივ ტურებს ჯგუფ Bohemian Polka-სთან ერთად. სკოლის დამთავრების შემდეგ, 1950 წელს, ნელსონი შეუერთდა ამერიკის საჰაერო ძალებს, თუმცა მოგვიანებით იგი ზურგის პრობლემის გამო გაათავისუფლეს. დაბრუნების შემდეგ იგი ორი წელი ესწრებოდა ლექციებს ბეილორის უნივერსიტეტში, თუმცა მან მიატოვა სწავლა, რადგან წარმატებას მიაღწია მუსიკაში. ამ დროისათვის ნელსონი დიჯეიდ მუშაობდა ტეხასის რადიოსადგურებში და პარალელურად მღეროდა ბარებში. 1956 წელს გადავიდა ვანკუვერში (ვაშინგტონის შტატი), სადაც დაწერა ალბომი „Family Bible“ და ჩაწერა სიმღერა „Lumberjack“. 1958 წელს, D Records-სთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, ნელსონი გადასახლდა ჰიუსტონში. ამ პერიოდში მან გამოუშვა ქანთრის რამდენიმე ტიპური სიმღერა, როგორიცაა: „Funny How Time Slips Away“, „Hello Walls“, „Pretty Paper“ და „Crazy“. 1960 წელს კი იგი გადავიდა ნეშვილში და ხელი მოაწერა Pamper Music-სთან, რომელიც მას დათანხმდა რეი პრაისის ბენდში ბასისტად მიღებაზე. 1962 წელს მან ჩაწერა თავისი პირველი ალბომი „...And Then I Wrote“. ამ წარმატების შემდეგ 1964 წელს ნელსონმა კონტრაქტი გააფორმა RCA Records-სთან, ხოლო მომდევნო წელს შეუერთდა Grand Ole Opry-ის. 1972 წელს ვილი ნელსონმა დაანება მუსიკალურ კარიერას თავი და დაბრუნდა ოსტინში, თუმცა ჰიპური მუსიკის პოპულარობის ზრდამ მას დაბრუნებისკენ უბიძგა.

1976 წელს ნელსონმა, ვეილონ ჯენინგზთან, ჯესი კოლტერთან და ტომპოლ გლეიზერთან ერთად, ჩაწერა აუტლოუ ქანთრის ჟანრის ალბომი Wanted! The Outlaws. 1980-იან წლებში იგი შეუერთდა ქანთრის სუპერჯგუფ The Highwaymen-ს, რომლის წევრები იყვნენ ჯონი კეში, ვეილონ ჯენინგზი და კრის კრისტოფერსონი. 1990-იან და 2000-იან წლებში ნელსონი აქტიურად აწყობდა ტურნეებს და ყოველ წელს წერდა ალბომს. ქანთრის გარდა, მან გამოიყენა მუსიკის სხვადასხვა ჟანრი, როგორიცაა რეგი, ბლუზი, ჯაზი და ფოლკი. ნელსონი პირველად 1979 წლის ფილმ „ელექტრონულ მხედარში“ გამოჩნდა, მას მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ ფილმსა და ტელეგადაცემაში.

ნელსონი არის აქტიური ლიბერალი აქტივისტი და ჩართულია მოძრაობებში, რომლებიც მხარს უჭერენ მარიხუანის ლეგალიზაციას. იგი, აგრეთვე, არის გარემოს დამცველი და ფლობს ბიოსაწვავის საკუთარ ბრენდ „Willie Nelson Biodiesel“-ს, რომელიც საწვავს ბოსტნეულისგან ამზადებს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
ვილი ნელსონი
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?