For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for ვერიოვკინის მღვიმე.

ვერიოვკინის მღვიმე

ვერიოვკინის მღვიმე
მღვიმის გეგმა (2017)
მღვიმის გეგმა (2017)
კოორდინატები: 43°23′46″ ჩ. გ. 40°21′13″ ა. გ. / 43.39611° ჩ. გ. 40.35361° ა. გ. / 43.39611; 40.35361
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული გაგრის მუნიციპალიტეტი
აბსოლუტური სიმაღლე 2309 მ
სიგრძე 13 500 მ
სიღრმე 2212 მ
აღმოჩენის წელი 1968
შესასვლელთა რაოდენობა 1
ამგებელი ქანები კირქვა
ვერიოვკინის მღვიმე — საქართველო
ვერიოვკინის მღვიმე
ვერიოვკინის მღვიმე — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
ვერიოვკინის მღვიმე
სურათები ვიკისაწყობში

ვერიოვკინის მღვიმე — მსოფლიოს უღრმესი[1][2] კარსტული მღვიმე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გაგრის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს არაბიკის მასივზე, ზღვის დონიდან 2309 მ სიმაღლეზე. მღვიმის ცნობილი ნაწილის სიღრმე 2017 წლის ტოპოაგეგმვის შედეგებით შეადგენს 2204 მ-ს, რითაც 7 მ-ით ჭარბობს კრუბერის გამოქვაბულს. რეკორდული სიღრმე სიფონების გაუვლელად იქნა მიკვლეული. 2018 წლის მარტის ექსპედიციის დროს გამოიკვლიეს სიფონური ტბის სიღრმე — ნემოს უკანასკნელი სადგომი, რამაც მღვიმის სიღრმეს კიდევ 8 მ შემატა და მღვიმის სიღრმის ნიშნული 2212 მ-ით განისაზღვრა. მღვიმეში შესასვლელი კვეთით 3×4 მდებარეობს კრეპოსტისა და ზონტის მთებს შორის არსებულ უღელტეხილზე, უფრო კრეპოსტის მთის ფერდობების სიახლოვეს. შესასვლელი ჭის სიღრმე შეადგენს 32 მ-ს.

თავდაპირველად მღვიმე მარკირებული იყო როგორც С-115, შემდეგ П1-7, თუმცა 1986 წელს მღვიმეს სახელწოდება შეუცვალეს და უწოდეს ტრაგიკულად დაღუპული სპელეოლოგის — ალექსანდრე ვერიოვკინის (1960–1983) სახელი. ვერიოვკინის მღვიმე აღმოაჩინეს 1968 წელს კრასნოიარსკელმა სპელეოლოგებმა. იმ დროს გავლილი ნაწილის სიღრმემ 115 მ შეადგინა. მღვიმე მონიშნეს როგორც С-115. 1982 წელს მოსკოვის პეროვოს სპელეოკლუბმა მღვიმეს ხელმეორედ მიაკვლია და მონიშნა როგორც П1-7. პეროვოს სპელეოკლუბის ექსპედიციამ 1983–86 წლებში შეაღწია 440 მ-მდე.[3]

1986–2000 წლებში მღვიმეში კვლევები არ წარმოებდა. 2000–2015 წლებში პეროვოს სპელეოკლუბი და პეროვო-სპელეოს ჯგუფი აგრძელებდა კვლევებს მღვიმეში. სიღრმე კვლავ 440 მ-ით განისაზღვრებოდა. 2015 წლის აგვისტოში პეროვოს სპელეოკლუბის ექსპედიციის ფარგლებში მიაკვლიეს ჭას, რომლის სიღრმე, როგორც მოგვიანებით გაირკვა 156 მ შეადგინა. ეს აღმოჩენა იმაზე მიუთითებდა, რომ მღვიმის შრომატევადი კვლევის პერიოდი დასრულდა. 2016 წლის ივნისში შედგა პეროვო-სპელეოს გუნდის ექსპედიცია, რომელმაც მიაღწია 630 მ-მდე. იმავე წლის აგვისტოში პეროვო-სპელეოსა და პეროვოს სპელეოკლუბის ერთობლივმა ექსპედიციამ შეაღწია 1010 მ-მდე, ხოლო ოქტომბერში 1350 მ-მდე.[3]

2017 წლის თებერვალში პეროვო-სპელეოს ექსპედიციამ მიაღწია 1832 მ-მდე, რამაც იგი მსოფლიოში სიღრმით მეორე მღვიმედ აქცია კრუბერის გამოქვაბულის შემდეგ. 2017 წლის აგვისტოს დასაწყისში პეროვოს სპელეოკლუბმა მიაღწია 2151 მ-მდე. ქვედა ნაწილებში აღმოაჩინეს არაბიკის მასივისთვის არადამახასიათებელი ფართო ჰორიზონტული ნაწილები. ისინი კარსტული წყალშემცველი სისტემის უძველესი კოლექტორებია. ამრიგად, ვერიოვკინის მღვიმე იქცა მეორე ზეღრმა მღვიმედ (2 კმ-ზე მეტი) მსოფლიოში და წყალქვეშა აღჭურვილობის გარეშე ხელმისაწვდომ უღრმეს მღვიმედ. 2017 წლის აგვისტოს მეორე ნახევარში პეროვო-სპელეოს გუნდმა მიაღწია 2204 მ-მდე, რითაც დაამყარა სიღრმის მსოფლიოს ახალი რეკორდი.[3]

2018 წლის მარტში პეროვო-სპელეოს გუნდმა განახორციელა მორიგი ექსპედიცია, რომლის ფარგლებში მღვიმის რუკას დაუმატა შესასვლელების ერთ კმ-ზე მეტი მონაკვეთი და ლოტით გაზომა სიფონური ტბის — ნემოს უკანასკნელი სადგომის სიღრმე. ტბის სიღრმემ შეადგინა 8,5 მ, რითაც მღვიმის საერთო სიღრმემ მიაღწია 2212 მ-ს.[4][5]

{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
ვერიოვკინის მღვიმე
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?