For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for ვედრება (ფილმი).

ვედრება (ფილმი)

„ვედრება“
ჟანრი დრამა
დამდგმელი რეჟისორი თენგიზ აბულაძე
სცენარის ავტორი თენგიზ აბულაძე
კომპოზიტორი ნოდარ გაბუნია
ხმის ოპერატორი მიხეილ ნიჟარაძე
ოპერატორი ალექსანდრე ანტიპენკო
მონტაჟი ლუსია ვარტიკიანი
მხატვარი რევაზ მირზაშვილი
სტუდია ქართული ფილმი
გამოსვლის თარიღი 1967
ხანგრძლივობა 72 წთ.
ქვეყანა საქართველოს სსრ
ენა ქართული

ვედრება — კინოსტუდია „ქართული ფილმის“ 1967 წელს გადაღებული ტრილოგიის პირველი მხატვრული ფილმი. მეორე, „ნატვრის ხე“, 1976 წელს გამოვიდა ეკრანებზე. მესამე კი „მონანიება“. დამდგმელი რეჟისორი: თენგიზ აბულაძე. სცენარის ავტორები: ანზორ სალუქვაძე, რეზო კვესელავა, თენგიზ აბულაძე. ოპერატორი: ალექსანდრე ანტიპენკო. მხატვრარი: რევაზ მირზაშვილი. კომპოზიტორი: ნოდარ გაბუნია.

ხევსურმა ალუდა ქეთელაურმა ორთაბრძოლაში ქისტი მუცალი მოკლა, მაგრამ მტრის ვაჟკაცობით მოხიბლულმა მისი ღირსება დაინდო და მარჯვენა არ მოკვეთა. ალუდა ადათის დარღვევისთვის თემიდან გააძევეს... ქისტმა ჯოყოლამ მთაში ნადირობისას ხევსური ზვიადაური გაიცნო, უმასპინძლა, ღამე გაათევინა, მაგრამ ქისტებმა მოსისხლე მტერი იცნეს, ჯოყოლას სტუმარი წაართვეს და ქისტის საფლავს ზედ დააკლეს. ჯოყოლამ ზვიადაურის დაცვა ვერ შეძლო, შეურაცხყოფა ვერ აიტანა და თავი მტერს შეაკლა.[1]

თენგიზ აბულაძის ფილმებს არასდროს ეტყობოდა, რომ რეჟისორი უხარისხო საბჭოთა ფირზე იღებდა. 1967 წელს, როცა ეკრანებზე მისი ახალი ფილმი „ვედრება“ გამოვიდა, ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების ამ ეკრანიზაციით უკმაყოფილო კრიტიკოსებიც კი აღნიშნავდნენ, რომ თენგიზ აბულაძემ „შექმნა რაღაც მაგიური გამოსახულება, სურათი, რომელმაც ვაჟას ენა კინოს ენად აქცია“. მაგრამ უკმაყოფილო მაინც ბევრი დარჩა, განსაკუთრებით საბჭოთა კინოს იდეოლოგებს შორის.

ნანა ჯანელიძე იხსენებს: „მთელი ცხოვრება ოცნებობდა, რომ ფილმი გადაეღო კარგ ფირზე, „კოდაკზე“ და ეს დარჩა ოცნებად... გული გაუსკდა, როცა კანში ნახა საბჭოთა ფირზე გადაღებული ფილმი“.

„ვაჟას გენიალურობა მისი განსაკუთრებულობაა“, უთქვამს თენგიზ აბულაძისთვის ერთხელ ვაჟა ფშაველას სპეციალისტს გრიგოლ კიკნაძეს, რომელსაც აბულაძე თავის მასწავლებლად მიიჩნევდა. პირველად „ვედრება“ სწორედ ამ ადამიანს უჩვენეს: „ეს რომ ნახა გრიშა კიკნაძემ, რომელიც იყო ვაჟას კაბინეტის ჩამომყალიბებელი და ვაჟას ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი, ― თენგიზმა უჩვენა, ― თენგიზი სახლში გაბრწყინებული მოვიდა, ბატონ გრიშას უთქვამს, ისეთ რაღაცებს შეეხეო შენ ვაჟას შემოქმედებაში, რაც ჩვენც კი, ლიტერატორებს, ჯერ არა გვაქვს დამუშავებულიო... ვაჟას რაღაც შტამპებით უყურებდნენ და უცებ აღმოჩნდა, რომ ეს იყო დიდი ფილოსოფოსი.“

  • გრან-პრი, სან-რემოს საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი, იტალია (1973).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-17. ციტირების თარიღი: 2016-05-09.
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
ვედრება (ფილმი)
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?