For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for ვარჯანაულის ხიდი.

ვარჯანაულის ხიდი

ვარჯანაულის ხიდი, ყასირ-მერე, მერ-ქოფრი — არიქტექტურული ძეგლი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარჯანაულში. მდებარეობს ქობულეთიდან 20­-ოდე კმ-ის მოშორებით, მდინარე კინტრიშის ხეობაში. კინტრიშის ნაკრძალიდან 7 კმ. ხიდი გზის პირასაა, დაახლოებით 5-7 მ-ის მანძილზე. 2008 წელს ხიდს ჩაუტარდა საკონსერვაციო სამუშაოები.

ხიდი მაღალია. აქვს მკვეთრად გამოხატული ნახევარწრიული მოხაზულობა. ნაგებია თლილი ქვის კვადრებითა და ყორე­ქვით კირის დუღაბზე. ხიდის ორივე მხარის შვერილი საპირე რკალისათვის გამოყენებულია თლილი ქვა, კირით ხსნარზე. საპირე ქვები ერთმანეთზე ვერტიკალურადაა მიწყობილი. თაღი და ხიდის ნაპირები „მოპირკეთებულია“ სუფთად თლილი ქვის კვადრებით. ხიდი ეყრდნობა ბურჯებს, რომლებიც ორივე ნაპირზე კლდეშია ჩაჭრილი. მეტად საყურადღებოა ისიც, რომ თაღის ქვედა პირისათვის განკუთვნილი ქვები რკალის წყობაში გამოყენებული ქვების სიმეტრიულადაა ჩალაგებული, ისე, რომ მთლიანი თაღი ერთ მონოლითად გამოიყურება. ამავე დროს ეს ქვებიც კარგადაა დამუშავებული და საპირე ქვებთან ერთად ძალიან სასიამოვნო ელფერს აძლევს მთლიან ნაგებობას. გამოირჩევა მსუბუქი კონსტრუქციებით და დახვეწილი პროპორციები. ორგანულად იწერება გარემოში და შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე.

ხიდის ჰორიზონტალური სიგრძე ბურჯიდან ბურჯამდე 14,6 მ-ია, სავალი ზედაპირის სიგრძე — ­28,1 მ, სიგანე შუა წელზე — ­2,6 მ, ნაპირზე ბურჯებთან ­— 3,5 მ. სიმაღლე წყლის დონიდან თაღამდე­ — 7,9 მ, ხოლო თაღის ზედაპირამდე — 8,6 მ­-ია. ქარგლის ბუდეების ზომებია: 0,36 X 0,42 მ და 0,38 X 0,32 მ. ხიდის კამარა ერთ მხარეს ეყრდნობა კლდეს, ხოლო მეორე მხარეს ბურჯს, რომელიც დაუმუშავებული ქვის რეგულარული წყობითაა ამოყვანილი. ხიდის სავალი ნაწილი ნაპირებისაკენ დაქანებულია და ცენტრში ქმნის წყალგამყოფს ატმოსფერული ნალექების გადასაყვანად. ხიდის სავალი ნაწილი რიყის ქვებითაა მოკირწყლული.

  • კახიძე ა., მამულაძე შ., აჭარის არქეოლოგიური ძეგლები, თბ., 2016, გვ., 112

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 11713
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
ვარჯანაულის ხიდი
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?