For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for ვარდგინეთი.

ვარდგინეთი

სოფელი
ვარდგინეთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ბორჯომის მუნიციპალიტეტი
თემი ყვიბისი
კოორდინატები 41°52′36″ ჩ. გ. 43°25′26″ ა. გ. / 41.87667° ჩ. გ. 43.42389° ა. გ. / 41.87667; 43.42389
ცენტრის სიმაღლე 940
მოსახლეობა 118[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
ვარდგინეთი — საქართველო
ვარდგინეთი
ვარდგინეთი — სამცხე-ჯავახეთის მხარე
ვარდგინეთი
ვარდგინეთი — ბორჯომის მუნიციპალიტეტი
ვარდგინეთი

ვარდგინეთისოფელი საქართველოში (სამცხე-ჯავახეთის მხარე), ბორჯომის მუნიციპალიტეტში (ყვიბისის ადმინისტრაციული ერთეული).

მდებარეობს ბორჯომის ხეობაში, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 940 მ-ზე, ბორჯომიდან 6 კმ-ში.

სახელწოდება „ვარდგინეთი“ ბორჯომის ხეობაში ისტორიულ წყაროებში არ მოიხსენიება. ძველ თორში, რომლის ნაწილს შეადგენდა ხეობა, იყო ვარდის სოფელი, რომელიც ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) სოფლების სიაში და რუკაზეც თორის ციხისჯვართანაა აღნიშნული. ვარდის სოფელი ასევე შეტანილია იოანე ბატონიშვილის „ქართლ-კახეთის აღწერაში“.[2]

სოფლის სახელი „ვარდგინეთი“ ახალია და იგი XIX საუკუნეში აქაურ მოახალშენეებს შეურქმევიათ ძველი ნასახლარისათვის: ქართულ „ვარდ“ სიტყვას დართვია ოსური „-გინა“ სუფიქსი, ხოლო შემდგომ მას გეოგრაფიული „-ეთ“ სუფიქსიც მიმატებია.[2][3]

სოფლის განაპირას წმ. გიორგის ეკლესიის ნანგრევია. იგი კლდის ლოდებით ნაშენი ერთნავიანი ნაგებობაა, რომელსაც ემჩნევა ხშირი გადაკეთების კვალი. ირგვლივ ძველი და ამჟამადაც მოქმედი სასაფლაოა. საფლავებს შორის ხუთამდე მეტ-ნაკლებად დანგრეული, მცირე ზომის ქვის კონუსური ნაგებობაა, მათ გვირგვინ-ერდოიანი გადახურვა ჰქონდათ. ეკლესია და სასაფლაო ამ შენობათა დანგრევის შემდგომ დროს — განვითარებული ფეოდალიზმის ხანას — უნდა ეკუთვნოდეს.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 118 ადამიანი.[1]

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 247[4]
2014 118
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. 2.0 2.1 ბაგრატიონი ი., ქართლ-კახეთის აღწერა (ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს, გამოკვლევა და საძიებლები დაურთეს თინა ენუქიძემ და გურამ ბედოშვილმა), თბ., 1986. — გვ. 27, 45.
  3. ბედოშვილი გ., ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი I, თბ., 2002. — გვ. 148.
  4. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
ვარდგინეთი
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?