For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for ელგუჯა ამაშუკელი.

ელგუჯა ამაშუკელი

ელგუჯა ამაშუკელი
დაიბადა 22 ივნისი, 1928(1928-06-22)[1]
დაბადების ადგილი თბილისი
გარდაიცვალა 16 მარტი, 2002(2002-03-16)[2] [3] (73 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი
ეროვნება ქართველი
სფერო ქანდაკება
მასზე გავლენა მოახდინა ნიკოლოზ კანდელაკი
ჯილდოები შრომის წითელი დროშის ორდენი საპატიო ნიშნის ორდენი ხალხთა მეგობრობის ორდენი
სსრკ-ის სახელმწიფო პრემია
სსრკ-ის სახალხო მხატვარი

ელგუჯა დავითის ძე ამაშუკელი (დ. 22 ივნისი, 1928, თბილისი ― გ. 16 მარტი, 2002) — ქართველი მხატვარი, მოქანდაკე. სსრკ-ის სახალხო მხატვარი (1988). საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე (1981-1996). თბილისის საპატიო მოქალაქე (1981).

საშუალო განათლების მიღების შემდეგ, 1946 წელს შევიდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში ქანდაკების ფაკულტეტზე. აკადემიის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ასპირანტურაში, სადაც სამუშაო თემად ჰქონდა ვახტანგ გორგასლის ძეგლის პროექტი. 1955 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. 1958 წელს მონაწილეობა მიიღო თბილისის დამაარსებლის, ვახტანგ გორგასლის შესაქმნელად გამოცხადებულ კონკურსში და მიიღო პირველი პრემია. ძეგლი დაიდგა თბილისში, მეტეხის მოედანზე.

იყო ნიკოლოზ კანდელაკის მოწაფე. ამაშუკელი, რომლის შემოქმედება ჟანრობრივად მრავალფეროვანია, ძირითადად მონუმენტალისტია, წარმატებით მუშაობდა დაზგურ ქანდაკებაში, ქმნიდა რელიეფებს. ამაშუკელის შემოქმედებისათვის დამახასიათებელია აქტუალობა, მოქალაქეობრივი და პატრიოტული პათოსი, სივრცისა და რიტმის უნაკლო გრძნობა, ნათელი და ცხადი სილუეტი, მონუმენტურობა, შინაგანი დინამიკა, ზოგჯერ – მკვეთრი ექსპრესია, მასალის ფაქტურის შეგრძნების უტყუარი ალღო, განწყობილების შექმნის უნარი; ხშირად მიმართავდა სიმბოლოებსა და ალეგორიებს.

ელგუჯა ამაშუკელი მეუღლესთან, ლია სტურუასთან და მსახიობ ზინაიდა კვერენჩხილაძესთან ერთად

იქორწინა პოეტ ლია სტურუაზე, ეყოლა ერთი ქალიშვილი — ეკა ამაშუკელი.

მნიშვნელოვანი ნამუშევრებია: „ქართვლის დედა“ (ხე, 1958; ალუმინი, 1963, თბილისი, შ. რუსთაველის სახელმწიფო პრემია, 1966), ვახტანგ გორგასლის ძეგლი (1959, დაიდგა 1967, ბრინჯაო, თბილისი), დიდების მემორიალი (1965, დაიდგა 1967, ბრინჯაო, ფოთი), რაფიელ ერისთავი (1974, ბრინჯაო, თბილისი), ნიკო ფიროსმანაშვილი (1975, ბრინჯაო, თბილისი), გამარჯვების მემორიალი მალთაყვაში (1979, ბრინჯაო), გამარჯვების მემორიალი გორში (1979, ბრინჯაო, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1986), „დედა ენა“ (ცოდნის ზარი, 1981–83, ბრინჯაო, თბილისი, ი. გოგებაშვილის სახელობის პრემია, 1984), „ვეფხი და მოყმე“ (1985, ბრინჯაო, თბილისი), მემედ აბაშიძე (1998, ბრინჯაო, თბილისი), გიორგი ლეონიძე (2000, ბრინჯაო, თბილისი, მთაწმინდის პანთეონი), ფარნავაზ I (2000, ბრინჯაო, თბილისი), ი. ჭავჭავაძე (1987, ბრიჯაო, ბათუმი), დავით აღმაშენებლის მონუმენტი (1995, ბრინჯაო, ქუთაისი) და სხვ. რელიეფური კომპოზიციები: თბილისის მეტროპოლიტენის სადგურ „რუსთაველის“ პორტალის რელიეფი (1965), რელიეფები თბილისის შემოსასვლელებთან (1957-1958), ბარელიეფი „თბილისის 1500 წელი“ (1958), ქანდაკება „რევოლუცია“ (1966, ბრინჯაო).

აღსანიშნავია მისი ნამუშევრები ფერწერის, გრაფიკის და წიგნის მხატვრობის დარგში. ავტორია წიგნებისა: „წერილები ხელოვნებაზე“ (1984), „მეექვსე გრძნობა“ (1987), „დრო შემოქმედი“ (2000).

1984-89 წლებში იყო სსრკ მხატვართა კავშირის მდივანი. იყო ასევე რუსეთის სამხატვრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1988); „საპატიო ნიშნის“, შრომის წითელი დროშის, ხალხთა მეგობრობის ორდენის კავალერი, საბჭოთა კავშირისა და ბულგარეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო პრემიების ლაურეატი.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ჯილდოები და აღიარება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
ელგუჯა ამაშუკელი
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?