For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for ელბა.

ელბა

ელბა
Elbe

მდინარე ელბა (ლაბა) ჩეხეთში
ქვეყანა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი, გერმანიის დროშა გერმანია
ქალაქები ჰამბურგი, დრეზდენი, მაგდებურგი, უსტი
სათავე კრკონოშეს მთები
50°46′32″ ჩ. გ. 15°32′10″ ა. გ. / 50.77556° ჩ. გ. 15.53611° ა. გ. / 50.77556; 15.53611
შესართავი ჩრდილოეთის ზღვა
53°55′20″ ჩ. გ. 8°43′20″ ა. გ. / 53.92222° ჩ. გ. 8.72222° ა. გ. / 53.92222; 8.72222
შესართავის მდებარეობა გერმანია
შესართავის სიმაღლე 0 მ
სიგრძე 1165 კმ
აუზის ფართობი 148 268 კმ²

ელბას აუზი
ელბა — ცენტრალური ევროპა
ელბა
ელბა
— სათავე, — შესართავი
ელბა ვიკისაწყობში

ელბა (ჩეხ. Labe; გერმ. Elbe) — მდინარე ჩეხეთსა და გერმანიაში. დასავლეთ ევროპის ერთ-ერთი უდიდესი მდინარე. სიგრძე 1165 კმ, აუზის ფართობი 148 ათ. კვ.კმ.

სათავე აქვს ჩეხეთში, კრკონოშეს მთების სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, 1400 მ სიმაღლეზე. ქალაქ პარდუბიცემდე მიედინება ჭორომიან კალაპოტში, აჩენს 70 მ-მდე სიმაღლის ელბის ჩანჩქერს.

ქვემოთ ხეობა განიერდება, ქალაქ მელნიკთან უერთდება მდინარე ვლტავა, შემდეგ კი მდინარე ოგრჟე. ჩეხეთის რესპუბლიკაში მდინარე 405 კმ მანძილზე მიედინება და აქ მას ლაბას ეძახიან. ქალაქ მაისენს ქვემოთ ელბა ჩრდილოეთ გერმანიის დაბლობზე გადის. მაგდებურგის რაიონში მისი სიგანეა 250 მ, ჰამბურგთან — 500 მ.

ელბა ერთვის ჩრდილოეთის ზღვას, სადაც 2,5 კმ-იდან 15 კმ-მდე სიგანის ესტუარს ქმნის. მთავარი შენაკადებია: მარჯვ. — იიზერა, შვარცე-ელსტერი, ჰაფელი, ელდე; მარცხ. — ორლიცე, ვლტავა, ოგრჟე, მულდე, ზაალე, ალანდი.

გაზაფხულზე იცის წყალდიდობა (1-3 თვე, მაქსიმუმი აპრილში), ზაფხულში - წყალმცირობა. საშუალო წლიური ხარჯი ქვემოთში ქალაქ გეესტჰახტთან 700 მ³/წმ, უდიდესი 4070 მ³/წმ, უმცირესი 145 მ³/წმ. მთიან ნაწილში იყინება 1,5-2 თვით, ქვემოთში 2-3 კვირით. თბილ ზამთარში არ იყინება. ზღვის მოქცევის გავლენა ელბაზე 160 კმ-ზე ვრცელდება.

ელბა მნიშვნელოვანი სატრანსპორტო მაგისტრალია. სანაოსნოა შესართავიდან ქალაქ კოლინამდე (ჩეხეთი), 947 კმ. ელბა არხებით არის შეერთებული მდინარეების ვეზერის, ემსის, რაინისა და ოდერის აუზებთან. ქალაქ მაგდებურგს ქვემოთ ელბამდე მიყვანილია სანაოსნო არხები.

ელბის ნაპირებზეა გაშენებული დიდი ქალაქები და ნავსადგურები: ჰამბურგი, დრეზდენი, მაგდებურგი (გერმანია), უსტი (ჩეხეთი).

მეორე მსოფლიო ომის დროს 1945 წლის აპრილის დასასრულსა და მაისის დასაწყისში ელბის ორივე ნაპირზე მოხდა ფაშისტური გერმანიის შეიარაღებული ძალების ძირითადი დაჯგუფებების ნარჩენების ლიკვიდაცია და კაპიტულაცია.

ელბაზე შეხვდნენ ეთმანეთს საბჭოთა და მოკავშირეთა (აშშ და ინგლისი) ჯარები.

  • გერმანიის მდინარეების სია

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
ელბა
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?