For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for ელაზნაურის შეთანხმება.

ელაზნაურის შეთანხმება

ელაზნაურის შეთანხმება — ხელშეკრულება რუსეთის იმპერიასა და იმერეთის სამეფოს შორის, ხელი მოაწერეს 1804 წლის 25 აპრილს სოფ. ელაზნაურში (ახლანდელი სოფ. ვახანის მიდამოებთან, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში) რუსეთის მხრივ გენერალმა პავლე ციციანოვმა და იმერეთის მეფე სოლომონ II-მ.

ელაზნაურის შეთანხმება შედგება 17 მუხლისაგან. შეთანხმებით იმერეთის სამეფო რუსეთის ქვეშევრდომად გამოცხადდა, თუმცა სოლომონ II-ს მეფობა საშვილიშვილოდ რჩებოდა; მაგრამ თუ სოლომონს ვაჟი არ მიეცემოდა, მის მემკვიდრედ კონსტანტინე ბატონიშვილი (იმერეთის მეფის დავით II-ს ძე) უნდა გამოცხადებულიყო. ტახტზე ახლად ასეულ იმერეთის მეფეს სათანადო სიგელით რუსეთის იმპერატორი ამტკიცებდა. იმერეთის მეფე უნდა დამორჩილებოდა საქართველოში რუსეთის „უპირველეს მმართველს“. მეფის ხელში რჩებოდა საშინაო საქმეების გამგებლობა. მას რუსული კანონებით უნდა ემოქმედა. რუსეთი კისრულობდა იმერეთის დაცვას. ამ მიზნით იქ თავისი ჯარი უნდა ჩაეყენებინა. იმერეთის მეფეს რუსეთის ჯარისათვის უნდა აეშენებინა სადგომები, მოემარაგებინა შეშით, სურსათით და ფერაჟით. იმერეთის მეფეს უნდა მიეღო წილი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსი სპეციალისტების მიერ აღმოჩენილი მადნიდან და რუსების მიერ აგებული ახალი ქალაქების შემოსავლიდან, ამასთან, მეფე ვალდებული იყო ახლად გახსნილი სამადნოები მუშახელით მოემარაგებინა. იმერეთის მეფე ვალდებული იყო მოეწესრიგებინა გზა ვახანიდან ქუთაისამდე და ფოთამდე, უზრუნველეყო გზების დაცვა. იმერეთის მეფეს ხე-ტყე უნდა მიეცა რუსეთისათვის შავ ზღვაზე ფლოტის მშენებლობისათვის და გამოეყო მუშახელი.

გურიის სამთავრო იმერეთის მეფეს რჩებოდა. იმერეთის მეფე ვალდებული იყო დადიანისათვის დაებრუნებინა ოდიშსა და ლეჩხუმში დაკავებული ციხეები, გაეთავისუფლებინა ტყვეები და არ შეევიწროვებინა სამეგრელოს მთავარი. იმერეთის მეფე აიღბდა ბაჟს სამეფოს ტერიტორიაზე გატარებული საქონლიდან, მაგრამ მეფეს ჯილდოდ უნდა მისცემოდა რუსეთის საბაჟოების შემოსავლის ნაწილი. იმერეთიდან ქართლში მეფის ნებართვის გარეშე ვერავინ გადასახლდებოდა, ხოლო ქართლიდან იმერეთში — მთავარსარდლობის ნებართვის გარეშე. ეს წესი ადრე გადასახლებულებზე არ ვრცელდებოდა. რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა იმერეთის მეფის „თხოვნით“, დამტკიცების ნიშნად, 1804 წლის 4 ივლისს გამოსცა სიგელი, რომლითაც დაადასტურა მეფის „მუხლნი სათხოვრისანი“, იმერეთის სამეფოს რუსეთის მფარველობაში შესვლა. ელაზნაურის შეთანხმება იმერეთის სამეფოს, როგორც პოლიტიკური ერთეულის, არსებობას უშვებდა და მფარველობის ფარგლებს არ სცილდებოდა.

  • ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ. 2, თბ., 1965;
  • ბურჯანაძე შ., იმერეთის სამეფოს ურთიერთობა რუსეთთან სოლომონ მეორის დროს (1794-1810 წწ.), «მაცნე», 1967, № 3;
  • დუმბაძე მ., დასავლეთ საქართველო XIX საუკუნის პირველ ნახევარში, თბ., 1957;
  • Дубровин Н., Закавказье от 1803-1806 года, СПб., 1866;
  • Пирцхалашвили А. Г., Имеретия и Гризия в период 1804-1840 г., «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», 1942, ნაკვ. 1,
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
ელაზნაურის შეთანხმება
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?