For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for ეზრა მილერი.

ეზრა მილერი

ეზრა მილერი

მილერი 2016 წელს
დაბადების სახელი ეზრა მეთიუ მილერი
დაბადების თარიღი 30 სექტემბერი, 1992
უიკოფი, ნიუ-ჯერზი, ამერიკის შეერთებული შტატები
საქმიანობა მსახიობი, ვოკალისტი, მუსიკოსი
აქტიური 2007-დღემდე

ეზრა მეთიუ მილერი (ინგლ. Ezra Matthew Miller; დ. 30 სექტემბერი, 1992, უიკოფი, ნიუ-ჯერსი, ამერიკის შეერთებული შტატები) — ამერიკელი მსახიობი და ვოკალისტი. მილერის სამსახიობო დებიუტი იყო ფილმში „სკოლის შემდეგ“ (2008). იგი თამაშობს კევინის როლს ლინ რემზის ფილმში, სახელწოდებით „კევინზე უნდა ვილაპარაკოთ (2011). ემა უოტსონთან და ლოგან ლერმანთან ერთად მონაწილეობს სტივენ ჩბოსკის ფილმში „მარტოსულობის უპირატესობანი“ (2012).

მილერი თამაშობს კრედენს ბეარბოუნის როლს ფილმებში: „ჯადოსნური ცხოველები და სად ვიპოვოთ ისინი“ (2016) და „ჯადოსნური ცხოველები: გრინდელვალდის დანაშაული“ (2018).

ეზრა მეთიუ მილერი 1992 წლის 30 სექტემბერს უიკოფში, ნიუ-ჯერსიში დაიბადა. მას ორი და ჰყავს - საია და კეიტლინი. [1] დედამისი, მარტა მილერი, მოცეკვავეა.

ექვსი წლის ასაკიდან მეცადინეობდა ოპერის სიმღერაში. მილერს უმღერია მეტროპოლიტენის ოპერის თეატრში. იგი სწავლობდა ჰადსონის სკოლაში, სადაც 16 წლის ასაკში შეწყვიტა სწავლა.

მილერის სამსახიობო კარიერა 2008 წელს დაიწყო ფილმით „სკოლის შემდეგ“ (რეჟ. ანტონიო კამპოსი). 2009 წელს იგი ჩნდება რეიმონდ დე ფელიტას ფილმში, სახელწოდებით „სითი აილენდი“, სადაც ასევე ენდი გარსია, ჯულიანა მარგულისი და სტივენ სტრეიტი მონაწილეობენ.

2009 წელს, მან (ვოკალი, დრამი), ლილა ლარსონმა (ვოკალი, გიტარა, ბასი და დრამი) და ჯოშ აუბინმა (ბასი, კლავიში, გიტარა, ვოკალი), მუსიკალური ბენდი დააარსეს, სახელწოდებით Sons of an Illustrious Father. მათ სამი ალბომი აქვთ გამოშვებული.[2][3]

2010 წელს მილერმა შეასრულა მთავარი როლი ბრაიან გულობოვის ფილმში, „ერიდეთ შეშლილს“. მილერი 2010 წლის ფილმში, სახელწოდებით „ყოველი დღე“ (რეჟ. რიჩარდ ლევინი), მეორეხარისხოვან როლს ასრულებს.

ეზრა მილერი ტრიბეკის კინოფესტივალზე, 2009

2011 წელს გამოვიდა ლინ რემზის ფილმი სახელწოდებით „კევინზე უნდა ვილაპარაკოთ“, რომელიც ამერიკელი მწერლის, ლაიონელ შრაივერის 2003 წლის იმავე სახელწოდების მქონე რომანის ადაპტაციაა. ფილმში ეზრა მილერი მთავარ როლს ასრულებს. მასში ასევე მონაწილეობენ ტილდა სუინტონი და ჯონ კრისტოფერ რაილი.

2012 წლის ფილმში, „მარტოსულობის უპირატესობანი“, მილერი პატრიკის როლს ასრულებს. მასთან ერთად ფილმში ლოგან ლერმანი და ემა უოტსონი თამაშობენ. ფილმი სტივენ ჩბოსკის იმავე სახელწოდების მქონე 1999 წლის რომანის ადაპტაციაა. [4] ეზრა მილერი Vanity Fair-თან ინტერვიუში პატრიკის პერსონაჟზე საუბრობს: „...ვფიქრობ, რომ ის [პატრიკი] ძალიან მომხიბვლელი, კომუნიკაბელური, ექსტრავერტი ბავშვია, სავსე საუცხოო სიამაყის გრძნობით. ისეთი ამაყია იმით, ვინც არის და იმით, ვინც ხდება! თავის თავში საოცარ სინათლეს ატარებს, როცა იუმორს იყენებს ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი. ის საოცარი, კეთილგანწყობილი პერსონაჟია“.[5]

მილერი კრედენს ბეარბოუნსს თამაშობს 2016 წლის ფილმში „ჯადოსნური ცხოველები და სად ვიპოვოთ ისინი“, რომელიც ჰარი პოტერის ფილმების მიხედვით შექმნილი ნამუშევარია. იგი ასევე მონაწილეობს 2018 წელს გამოსულ ფილმში „ჯადოსნური ცხოველები: გრინდელვალდის დანაშაული“.

2012 წელს ეზრა მილერმა განაცხადა, რომ იგი ქუეერია. [6]

2010 წელს, ფილმის, სახელწოდებით „ერიდეთ შეშლილს“ გადაღებებისას, რომანტიკულ ურთიერთობაში იმყოფებოდა ამერიკელ მსახიობთან და ვოკალისტთან, ზოი კრავიცთან.

სრულმეტრაჟიანი ფილმები

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
2008 „სკოლის შემდეგ“ Afterschool რობერტი
2009 „სითი აილენდი“ ვინსენტ „ვინი“ რიზო უმცროსი რეჟისორი, სცენარისტი
2010 „ერიდეთ შეშლილს“ Beware the Gonzo ედი „შეშლილი“ გილმენი
2010 „ყოველი დღე“ Every Day ჯონა
2010 „კიდევ ერთი ბედნიერი დღე“ Another Happy Day ელიოტ ჰელმენი
2011 კევინზე უნდა ვილაპარაკოთ We Need to Talk About Kevin კევინ ხაჩატურიანი
2012 „მარტოსულობის უპირატესობანი“ The Perks of Being a Wallflower პატრიკი
2014 „მადამ ბოვარი“ Madam Bovary ლეონ დუპუი
2015 „წარუმატებელი“ Trainwreck დონალდი
2016 „ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ“ Batman V Superman: Dawn of Justice ბერი ალენი/ფლეში
2016 „თვითმკვლელთა რაზმი“ Suicide Squad ბერი ალენი/ფლეში
2016 „ჯადოსნური ცხოველები და სად ვიპოვოთ ისინი“ Fantastic Beasts and Where to Find Them კრედენს ბეარბოუნი
2017 „სამართლიანობის ლიგა“ Justice League ბერი ალენი/ფლეში
2018 „ჯადოსნური ცხოველები: გრინდელვალდის დანაშაული“ Fantastic Beasts: The Crimes of Grindelwald კრედენს ბეარბოუნი
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
ეზრა მილერი
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?