For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for ევლია ჩელები.

ევლია ჩელები

ევლია ჩელები
ოსმ. اوليا چلبی
დაბადების თარიღი 25 მარტი, 1611(1611-03-25)[1] [2] [3] [4] [5]
დაბადების ადგილი სტამბოლი
გარდაცვალების თარიღი 1682[6] [2] [7] [3] [8] [9]
გარდაცვალების ადგილი კაირო
საქმიანობა მკვლევარი, ისტორიკოსი, მწერალი და მოგზაური
ენა ოსმალური ენა
მოქალაქეობა  ოსმალეთის იმპერია
Magnum opus Seyahatname

ევლია ჩელები (ოსმ. اوليا چلبى, თურქ. Evliya Çelebi; დ. 25 მარტი, 1611, სტამბოლი — გ. 1683, სავარაუდოდ ეგვიპტე) — ოსმალი მწერალი, მემატიანე და მოგზაური.

ევლია ჩელებიმ 40 წლის განმავლობაში იმოგზაურა ოსმალეთის იმპერიის სხვადასხვა პროვინციაში, იყო აგრეთვე მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში. მთელი თავისი მოგზაურობის განმავლობაში იგი საკმაოდ დეტალურად აღწერდა და ინიშნავდა შთაბეჭდილებებს სხვადასხვა ღირსახსოვარი მოვლენის, რეალიისა, თუ ადგილ-კუთხის შესახებ. მისი „სეიაჰათნამე“, ანუ „წიგნი მოგზაურობათა“ წარმოადგენს გვიანი XVII საუკუნის ოსმალური სამყაროს შესახებ არსებულ უმნიშვნელოვანეს ისტორიოგრაფიულ წყაროს.

ევლია ჩელების წინაპრები კუთაჰიიდან (მცირე აზია) იყვნენ და საცხოვრებლად კონსტანოპოლს მისი დაპყრობის შემდეგ გადმოსულან.
ევლია ჩელების მამა, დერვიშ მეჰმედ ზილი აღა თურქ. Dervîş Mehmed Zıllî Ağa - გ. †1648), სულთან აჰმედ I-ის კარზე ოქრომჭედლად მუშაობდა, ხოლო დედამისი კი წარმოშობით კავკასიელი წარჩინებულის ქალი ყოფილა. ევლია იზრდებოდა კარგი განათლების მისაღებად მეტად ხელსაყრელ პირობებში. მისი სახელი „ევლია“ (Evliyâ) ქართულად ითარგმნება, როგორც „ღვთის მეგობარი“, „ჩელები“ (Çelebi) კი „განსწავლულს, განათლებულს“ ნიშნავს.

შეიჰულისლამის (მართლწერა ოსმალურად: ‏شيخ الإسلام‎; მართლწერა თურქულად: Şeyhülislâm) მედრესეში სწავლის დასრულებისთანავე ჰამიდ ეფენდიმ (Hâmid Efendi) ყურანის რეციტატორის თანამდებობა მიიღო სერაილში. სულთნის სასახლესთან არსებულ სახელგანთქმულ სასწავლო დაწესებულებაში (ენდერუნი) იგი ქეჩი მეჰმედ ეფენდის (Keçi Mehmed Efendi) ხელმძღვანელობით კალიგრაფიას, მუსიკას, არაბულ გრამატიკასა და ყურანმცოდნეობას ეუფლებოდა. ქეჩი მეჰმედ ეფენდი' იყო მასწავლებელი აგრეთვე ქათიბ ჩელებისა (Katib Çelebi).

კარგ ოჯახურ მდგომარეობაში აღზრდილ ევლიას განსწავლის წლებში თავი უსახელებია თავისი ნიჭითა და შრომისმოყვარეობით, განათლებითა და გონების სისხარტით.

„წიგნი მოგზაურობათა“

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„წიგნი მოგზაურობათა“, ანუ სეიაჰათნამე (ოსმალური მართლწერით سياحت نامه, თანამედროვე თურქული მართლწერით Seyahatnâme) წარმოადგენს მოგზაურობათა რეპორტაჟების ერთგვარ კრებულს, რომლებიც ევლია ჩელების სხვადასხვა დროს უწარმოებია. ის აღწერდა ყველაფერ იმას, რაც მას ღირშესანიშნავად ეჩვენებოდა. ნაწარმოებში წააწყდებით პასაჟებს, სადაც ნათლად ჩანს მწერლის ცოდნა სხვადასხვა სფეროდან. ის ხშირად აღწერს ქალაქებს, ცალკეულ შენობებს, განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს მეჩეთებს, სინაგოგებს, ეკლესიებს და მათ ისტორიებს. ე. ჩელები აღწერს ასევე ადამიანებს, მათ ჩაცმულობასა და დღესასწაულებს, წეს-ჩვეულებებს, სიმღერებს, ენებს. საუბრობს სხვადასხვა აღმსარებლობის ხალხებზე და ადამიანურ ურთიერთობებზე.

  • ევლია ჩელების "მოგზაურობის წიგნი" / თარგმნა, კომენტარები და გამოკვლევა დაურთო გ. ფუთურიძემ ; მთ. რედაქცია: ი. აბულაძე, ვლ. ფუთურიძე, ს. ყაუხჩიშვილი და სხვ. ; საქართველოს შესახებ არსებული უცხოური წყაროების კომისია - თბილისი - (უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ. წ. XXVIII) ტომი 2. ნაკვეთი 1 : ქართული თარგმანი - : მეცნიერება, 1971.
  • ევლია ჩელების "მოგზაურობის წიგნი" / თურქულიდან თარგმნა, კომენტარები და გამოკვლევა დაურთო გ. ფუთურიძემ ; საქართველოს შესახებ არსებული უცხოური წყაროების კომისია - თბილისი. - ; (უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ. წ. XXX) ნაკვეთი 2 : გამოკვლევა, კომენტარები - : მეცნიერება, 1973.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
ევლია ჩელები
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?