For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for დიმიტრი (იაშვილი).

დიმიტრი (იაშვილი)

მიტროპოლიტი დიმიტრი (ერისკაცობაში — დავით ილარიონის ძე იაშვილი; დ. 15 დეკემბერი, 1872, საქობო, სიღნაღის მაზრა — გ. 22 ივლისი, 1961, თბილისი) — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავარი.

დაიბადა სასულიერო პირის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება მიიღო თელავის სასულიერო სასწავლებელში. 1888-1896 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. სემინარიის დამთავრების შემდეგ იგი 1896-1898 წლებში მსახურობდა მართლმადიდებლური აღმსარებლობის უწყებათა სკოლების მასწავლებლად. 1898 წელს ხელდასხმულ იქნა მღვდლად და დაინიშნა საქობის ეკლესიის წინამძღვრად. ამავე დროს ასრულებდა სიღნაღის ეპარქიალური სასწვლებლის საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას.

1912 წელს დავითი გადმოყვანილ იქნა თბილისის მიქაელ მთავარანგელოზის ტაძრის წინამძღვრად, აღყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში. ამის შემდეგ იგი ძირითადად თბილისის ეკლესიებში მსახურობდა. 1952 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ III-ის წინადადებით აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად დიმიტრი. მალევე, 80 წლის ასაკში იგი ხელდასხმულ იქნა ნინოწმინდელ ეპისკოპოსად. 1958 წლიდან დიმიტრი გახდა მიტროპოლიტი ბოდბისა და ალავერდისა.

მიტროპოლიტი დიმიტრი იყო საქართველოს ისტორიის, ქართული მწერლობის შესანიშნავი მცოდნე, თვითონაც წერდა ისტორიული ჟანრის მოთხრობებს, ნოველებს, რომელთა უმრავლესობა დაცულია იოსებ გრიშაშვილის არქივსა და გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმში.

მიტროპოლიტი დიმიტრი გარდაიცვალა 1961 წლის 22 ივლისს 89 წლის ასაკში. დაკრძალულია თბილისის პეტრე-პავლეს სახელობის ეკლესიაში.

  • ვარდოსანიძე ს. „პატრიარქები“, თბ., 2013, გვ. 205-208
წინამორბედი:
-
ნინოწმინდის საეპისკოპოსო
19521958
შემდეგი:
-
წინამორბედი:
-
ბოდბისა და ალავერდის საეპისკოპოსო
195822 ივლისი, 1961
შემდეგი:
-
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
დიმიტრი (იაშვილი)
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?