For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for დიმიტრი თესალონიკელი.

დიმიტრი თესალონიკელი

დიმიტრი თესალონიკელი
Δημήτριος της Θεσσαλονίκης
დაიბადა არაუადრეს 270 და არაუგვიანეს 281
სალონიკი
გარდაიცვალა 306
სალონიკი[1] [2] ან Sremska Mitrovica[3]
ხსენების დღე 8 ნოემბერი და 9 აპრილი
მოღვაწეობა სამხედრო[4] [5] , ეკლესიის მსახური და ჯარისკაცი[3]
ენა ძველი ბერძნული ენა

წმინდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელი ან სოლუნელი (ბერძ. Άγιος Δημήτριος, Δημήτριος της Θεσσαλονίκης; გ. 306 წ.) — ქრისტიანი წმინდანი. აწამეს რომის იმპერატორის დიოკლეტიანე დროს. მართლმადიდებლურ ეკლესიაში მისი ხსენების დღეა 26 ოქტომბერი (8 ნოემბერი), ხოლო კათოლიკურში9 აპრილი.

დიმიტრი თესალონიკელის მშობლები ფარული ქრისტიანები იყვნენ. მამამისს — რომის პროკონსულს თესალონიკში სახლში ფარული ეკლესია ჰქონდა, სადაც მოინათლა დიმიტრი. მამის გარდაცვალების შემდეგ დიმიტრი, ტახტზე ასულმა იმპერატორმა მაქსიმილიანე გალეროსმა, სამხედრო ღირსებებისათვის, 305 წელს თესალონიკის მხარის პროკონსულად დანიშნა. მას ევალებოდა ქალაქის დაცვა ბარბაროსებისაგან და ქრისტიანების დევნა. დევნის ნაცვლად დიმიტრი საჯაროდ ქადაგებდა ქრისტიანობას და ამ გზით ბევრი ქვეშევრდომიც მოაქცია ქრისტიანობაზე. განრისხებულმა მაქსიმილიანემ საპყრობილეში ჩააგდებინა იგი, თვით კი ამასობაში გლადიატორთა ასპარეზობებით ტკბებოდა, სადაც მისი რჩეული გოლიათი, ვინმე ლიოსი ორთაბრძოლებში ამარცხებდა ქრისტიანებს. ქრისტიანმა ჭაბუკმა ნესტორმა საპყრობილეში მყოფ დიმიტრის გამოსთხოვა ლოცვა-კურთხევა ლიოსთან შესაბმელად. დიმიტრის ლოცვა-კურთხევით ნესტორმა სძლია ლიოსს, რისთვისაც იმპერატორმა გამარჯვებული სიკვდილით დასაჯა, ხოლო დიმიტრის მკვლელები შეუგზავნა.

306 წლის 26 ოქტომბერს დიმიტრი შუბით განგმირეს. გადმოცემის თანახმად წმინდანის ერთგულმა მსახურმა ლუპემ პირსახოცით მოაგროვა დიმიტრის სისხლი და ამ სისხლით ნაკურთხი სიწმინდეებით მრავალი სნეული იკურნებოდა. ერთი საუკუნის შემდეგ მოიძიეს დიმიტრის წმინდა ნაწილები, კონსტანტინე დიდის დროს კი მის სახელზე აშენდა დიდი ტაძარი. VII საუკუნიდან წმინდა დიმიტრის ლუსკუმიდან კეთილსურნელოვანმა მირონმა დაიწყო დენა, რის გამოც წმინდანს მირონმდინარის საეკლესიო სახელწოდებაც მიენიჭა.

  • წმიდანთა ცხოვრება, ტ. IV, თბ., 2003

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
დიმიტრი თესალონიკელი
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?