For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for დავით V.

დავით V

დავით V
საქართველოს მეფე
მმართ. დასაწყისი: 1155
მმართ. დასასრული: 1156
წინამორბედი: დემეტრე I
მემკვიდრე: დემეტრე I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: ?
გარდ. თარიღი: 1156
შვილები: 1. დემნა
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: დემეტრე I

დავით V — საქართველოს მეფე 1155, დემეტრე I-ის უფროსი ძე. დემეტრე I-ს ორი ვაჟი ჰყავდა — დავითი და გიორგი. მემკვიდრეობითობის წესით მეფობა მამის შემდეგ უფროს ძეს, დავითს უნდა მიეღო, მაგრამ დემეტრე იყო „მარჩეველი ძისა უმცროსისა“ — გიორგისა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ დემეტრე თავის მემკვიდრედ გიორგის აცხადებდა და სამეფო ტახტსაც უმზადებდა. რა იყო მიზეზი დემეტრესა და დავითს შორის ცუდი დამოკიდებულებისა წყაროები ამის შესახებ არაფერს ამბობენ. დავითმა, როგორც ჩანს, კარგად დაინახა, რომ თუ იგი აქტიურ მოქმედებაზე არ გადავიდოდა ტახტს არავინ მიართმევდა. მან დაიწყო მზადება შეთქმულებისათვის რაც მიზნად დემეტრეს ჩამოგდებას ისახავდა, მაგრამ ეს გამოსვლა მეფეს ადვილად ჩაუხშვია, თუმცა დემეტრეს აჯანყების მოთავენი არ დაუსჯია. ამის შესახებ წყაროებში არაფერია ცნობილი. ეს ამბავი დაახლოებით 1150 წელს უნდა მომხდარიყო.

პირველ მარცხს დავითი არ შეუშინებია, მან ახალი აჯანყება მოუწყო მამას, ტახტიდან ჩამოაგდო, ბერად აღკვეცა და დავით-გარეჯის მონასტერში გაგზავნა. დემეტრეს ტახტიდან ჩამოგდებას მისი მომხრეებისა და მოხელეების გადაყენება მოჰყვა. დავითმა ორბელებს ამირსპასალარობა წაართვა და მამამისის მიერ დატყვევებულ და მის მიერ განთავისუფლებულ თირქაშ აბულეთის-ძეს გადასცა. ეს ის თირქაშია, რომლის მამა, ივანე, დემეტრეს წინააღმდეგ შეთქმულებაში ამხილეს და მეფის ბრძანებით სიკვდილით დასაჯეს. ივანეს შვილი, თირქაში, მტრობდა მეფეს რის გამოც შეპყრობილ იქნა.

დავითის ამ ღონისძიებებმა მოწინააღმდეგეთა მრავალრიცხოვანი წრე შექმნა, რომელიც დავითის ძმის გიორგის გარშემო მოიყარა თავი. დავით-გარეჯში ბერად აღკვეცილ დემეტრესაც საიდუმლო კავშირი ჰქონდა დამყარებული ამ ჯგუფთან. დავით V გამეფებიდან ექვს თვეში გარდაიცვალა. ქართველი მემატიანე მოკლედ გადმოგვცემს ამ ამბავს: „დასუეს მეფედ ძე მისი დავით. იმეფა ექუს თუე და მოკუდა“. სომეხი ისტორიკოსი მხითარ გოში დავითის სიკვდილს ორბელებს აბრალებს, მეორე სომეხი ისტორიკოსი ვარდანი კი პირდაპირ მიუთითებს მის მკვლელებს — სუმბატ და ივანე ორბელებს.

ეს ამბები, წყაროების მიხედვით, 1154-1155 წლებში მომხდარა. ამის შემდეგ დემეტრე I დაბრუნდა თბილისში და თავისი უმცროსი ძე გიორგი თანამოსაყდრედ დაისვა, ხოლო ორბელებმა ალბათ ამ სამსახურის ფასად კვლავ დაიბრუნეს ამირსპასალარობა.

დავით V-ს მცირეწლოვანი ძე — დემნა დარჩა. დავითის სიკვდილის შემდეგ ის აღსაზრდელად ორბელებს ჩააბარეს. მოგვიანებით, 1177 წელს, დემნა ბატონიშვილმა სამეფო ტახტი მოითხოვა, რასაც გიორგის წინააღმდეგ დიდი აჯანყება მოჰყვა 1177-78 წლებში. დემნას მხარში ედგა მისი სიმამრი — ივანე ორბელი, კაცი, რომელმაც წყაროების მიხედვით, თავის დროზე დიდი როლი ითამაშა გიორგის გამეფებაში. ეს აჯანყება მარცხით დამთავრდა და მეფე გიორგი III სასტიკად გაუსწორდა მის მოთავეებს.

  • მეტრეველი რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 335.
  • ლორთქიფანიძე მ., მეტრეველი რ., „საქართველოს მეფეები“, 2007 წ.
  • მეტრეველი რ., „შინაკლასობრივი ბრძოლა ფეოდალურ საქართველოში (XII ს)“, თბილისი, 1973
  • ჯავახიშვილი ი., „ქართველი ერის ისტორია“, წიგნი 2, თბილისი, 1965
წინამორბედი:
დემეტრე I
საქართველოს მეფე
1155
შემდეგი:
დემეტრე I
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
დავით V
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?