For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for გუვაჰატი.

გუვაჰატი

ქალაქი
გუვაჰატი
ასამ. গুৱাহাটী
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
შტატი ასამი
კოორდინატები 26°10′50″ ჩ. გ. 91°45′00″ ა. გ. / 26.180587611° ჩ. გ. 91.750238000° ა. გ. / 26.180587611; 91.750238000
პირველი ხსენება IV საუკუნე
ფართობი 216 კმ²
ცენტრის სიმაღლე 51 მეტრი
მოსახლეობა 968 549[1] კაცი (2011)
სასაათო სარტყელი UTC+05:30
სატელეფონო კოდი 361
საფოსტო ინდექსი 781001
ოფიციალური საიტი https://eodbassam.in/
გუვაჰატი — ინდოეთი
გუვაჰატი

გუვაჰატი,[2] გაუჰატი (ასამ. গুৱাহাটী) — ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში, ასამის შტატში ყველაზე დიდი. მოსახლეობა — 968 549 კაცი[1] (2011, აღწერა; ინდუისტები — 80%, მუსლიმები — 13%, ქრისტიანები — 5%). მდებარეობს შტატის ცენტრალურ ნაწილში, შილონგის პლატოს ძირში, მდინარე ბრაჰმაპუტრაზე, ადმინისტრაციულ ცენტრ დისპურიდან ჩრდილო-დასავლეთით. საავტომობილო გზების კვანძი; სარკინიგზო ხაზი პატნა — დიმაპური. ბრაჰმაპუტრაზე გადებული მრავალფუნქციური საავტომობილო-სარკინიგზო ხიდი სარაიგა (სიგრძე 1,8 კმ). სამდინარო პორტი. საერთაშორისო აეროპორტი (2 მილიონი მგზავრი, 2014). საბაგირო გზა მდინარე ბრაჰმაპუტრაზე.[3]

ინდოეთის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. დაარსების დრო უცნობია, გუვაჰატის პირველი შემორჩენილი მოხსენიება IV საუკუნეს განეკუთვნება. კამაკჰია-მანდირის ტაძარი, ინდოეთის ერთ-ერთი მთავარი ტანტრული ტაძარი, — ინდუსების მომლოცველობის ცენტრი. ნავარგაჰის (ათი ციური სხეულის) ასტროლოგიური ტაძარი.[3]

გუვაჰატი ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთის მეცნიერებისა და განათლების მსხვილი ცენტრია. უნივერსიტეტები: გუვაჰატის (1948), ეროვნული სამართლი, იურიდიული აკადემია (2010); ინსტიტუტები: ინდოეთის ტექნოლოგიური (1994), ფარმაცევტული განათლებისა და კვლევის (2008), კოლეჯები: ბამბის (1901), ასამის შტატის საინჟინრო (1955), გუვაჰატის სამედიცინო (1960). ასამის შტატის მუზეუმი (1940; ბიბლიოთეკასთან ერთად, 1985). კულტურულ-დასასვენებელი კომპლექსი „შრიმანტა შანკარდევ კალატშეტრა“ (1998; მუზეუმითა და ბიბლიოთეკით). პლანეტარიუმი (1994). ასამის შტატის ზოოპარკი (1958; ბოტანიკური ბაღით).[3]

სტადიონები: ჯავაჰარლალ ნერუს სახელობის (1962; 15 ათასი ადგილი), ინდირა განდის სახელობის (2007; 35 ათასი ადგილი; საფეხბურთო-სამძლეოსნო), ბალახის ჰოკეის შეჯიბრებებისათვის (2007), კრიკეტის (2012; 60 ათასი ადგილი). ველოდრომი (2007).[3]

ქალაქის ეკონომიკის საფუძველია მომსახურების სფერო. გუვაჰატი ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთის მნიშვნელოვანი სავაჭრო და ლოგისტიკური ცენტრია, აგრეთვე ჩაის ვაჭრობის ერთ-ერთი უმსხვილესი მოედანი მსოფლიოში (ჩაის აუქციონები). საფონდო ბირჟა (1983). სასოფლო-სამეურნეო (ჩაი, ბრინჯი, ჯუთი, შაქრის ლერწამი, ბამბა, ციტრუსები; მეაბრეშუმეობა) რაიონის საორგანიზაციო ცენტრი. მრეწველობის წამყვანი დარგებია: თავთობგადასამუშავებელი, კოქსქიმიური, ჯუთის, სამკერვალო, ტყავის, ჩაის საწონი, კვებისა და პოლიგრაფიული. ნავთობგადასამუშავებელი კომპანია „Indian Oil Corporation“ (1962; სიმძლავრე 1 მილიონი ტონა ნედლი ნავთობი წელიწადში; აგებულია რუმინეთის ტექნიკური დახმარებით). სამი ინდუსტრიული ზონა: „Bamunimaidan“ (ცხიმოვანი მჟავების, სპირტების, სამომხმარებლო საქონლის წარმოება), „Kalapahar“ (პლასტმასის ნაკეთობები, ტანსაცმელი), „Amingaon“ (ავეჯი, ფარვაცევტული პრეპარატები). გუვაჰატის შემოგარენში მოიპოვებენ ნავთობსა და ქვანახშირს.[3]

  1. 1.0 1.1 ინდოეთის მოსახლეობის აღწერა 2011 (2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-03-10. ციტირების თარიღი: 19 მარტი, 2020.
  2. ელერდაშვილი ა., გუვაჰატი // უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად], 1-ლი გამოც., თბ.: ფანტაზია, 2006.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 Мясников В. Г.. (2016) ГАУХАТИ. Большая российская энциклопедия. Электронная версия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-11-10. ციტირების თარიღი: 19 მარტი, 2020.
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
გუვაჰატი
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?